 | ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია 21 თებერვალი, 2013 |
ერთხელაც კიდევ მინდა დავლახო, კლდოვანი მხარე ძნელად სავალი, არ დავიშურებ სიცოცხლესაც კი, სხვა თუ ვერ ვნახე გამოსავალი.
თუ გინდა შემხვდეს იმ ვეფხვის მოდგმა, რაც კი მოყმის ხმალს ცოცხლად გადურჩა, იმასაც მოვკლავ ჩემი ბერდენკით, წყეული თუ კი მეც მეურჩება.
გადავერევი ფრიალოებზე, ვით ჯარჯი ჯიხვებს გაკიდებული, ანაც დავრჩები იმ ხევსურივით, კლდის ქიმზე ჯღანით დაკიდებული.
ან კიდევ ფეხი დამიცურდება, ან მომატყუებს თვალი მახვილი, უფსკრულებიდან გაგეგონებათ, ჩემო ძვირფასნო,ჩემი ძახილი.
იქ მოუხდებათ დარაჯად დგომა, ფრინველთ მეფეებს,მთების არწივებს, არ მოუშვებენ დაფლეთილ გვამთან, სვავებს და ყორნებს,მგლების არჩივებს.
ღამით ღრუბელი უსულო გვამზე, შავ ნაბადივით დამეფინება, ხან გაიელვებს ხანაც იჭექებს, წვიმა ცრემლებად დამედინება.
მოვლენ მოყვასნი დოგს ჩამიდგავენ, დასწერენ თარიღს ფრჩხილებში(მონა) მას უყვარდაო მთა და ჯიხვები, მათ სილამაზემ ის დაიმონა.
მერე დართლოში წამასვენებენ, შავ ცხენზე დაკრულ უსულო მხედარს, ჩამასვენებენ აკლდამის გვერდზე, მთების ალერსით დაღალულ ცხედარს.
სასაფლაოზე ლოდს დამიდგავენ, ზედ დააწერენ აქა წევს "მონა" ბევრი ვურჩიეთ შეეშვი მთა კლდეს, მან ჩვენი თხოვნა არ გაიგონა.
მაგრამ თავს მაინც ვალდებულად ვთვლით, რომ ავასრულოთ მისი ნათქვამი, თავთან დავუდგათ,დიდი ლურჯი ქვა, ზედ დავახატოთ ჯიხვის თავ-რქანი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გაიხარე..ასევე. გაიხარე..ასევე.
4. წარმატებები! მომეწონა. წარმატებები! მომეწონა.
2. დოგი,მთაში თუ ხარ ნამყოფი,გზებზე შემჩნეული გექნება,გარდაცვალების ადგილას დგავენ,სახელი გვარი და წელი აწერია.გამვლელ გამომვლელნი,ჩერდებიან და შესანდობარს სვავენ. დოგი,მთაში თუ ხარ ნამყოფი,გზებზე შემჩნეული გექნება,გარდაცვალების ადგილას დგავენ,სახელი გვარი და წელი აწერია.გამვლელ გამომვლელნი,ჩერდებიან და შესანდობარს სვავენ.
1. თუში მოყმის ლექსი:)
"დოგს ჩამიდგავენ "- დოგი რა არის? თუში მოყმის ლექსი:)
"დოგს ჩამიდგავენ "- დოგი რა არის?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|