| ავტორი: თენგულა ჟანრი: პოეზია 22 თებერვალი, 2013 |
შენი ხმა მაღელვებს, და მერე მამშვიდებს, ძალიან მიზიდავს, სმენა არ მწყინდება, ვსაუბრობთ საამოდ, მორცხვად თვალს მარიდებ, მჭირდები, უშენოდ მე გამიჭირდება. რა მოხდა, ვაშავებთ? ერთად თუ კარგად ვგრძნობთ, ვინმეს შურს? სიყვარულს იმათთან გავიყოფთ, გაუშვი, წაიღონ, უყვარდეთ, იხარონ, და მერე ჩვენ ისევ ხელახლა დავიწყოთ. ყველა რომ მივიღოთ, სულ გვქონდეს მზად გული, გვიყვარდეს. გიყვარდეთ, ხელები ჩავჭიდოთ. უარი უთხარით ბოღმას და სიძულვილს, ბოროტი განვდევნოთ, უფალი ვადიდოთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. არ მომწონს მსგავსი ლექსები. არ მომწონს მსგავსი ლექსები.
7. მესიამოვნა რომ მოგეწონათ. რაც შევძლი ეს შევძელი, ვეცდები შენიშვნები შეამცირო. მადლობა. მესიამოვნა რომ მოგეწონათ. რაც შევძლი ეს შევძელი, ვეცდები შენიშვნები შეამცირო. მადლობა.
6. აზრიან ლექსია. იდეა მომეწონა. თუმცა დახვეწა არ აწყენდა, ჩემი მოკრძალებული აზრით...
წარმატებები ავტორს +1
პატივისცემით: აზრიან ლექსია. იდეა მომეწონა. თუმცა დახვეწა არ აწყენდა, ჩემი მოკრძალებული აზრით...
წარმატებები ავტორს +1
პატივისცემით:
5. მე შევაფასებ რადგანაც მომეწონა 4+ მე შევაფასებ რადგანაც მომეწონა 4+
4. კრიტიკა : ცოტა რითმებში მოიკოჭლებს... რიტმასაც დახვეწა უნდა. ფაბულა და იდეა მშვენიერია, განწყობაც არის, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი აკლია... კრიტიკა : ცოტა რითმებში მოიკოჭლებს... რიტმასაც დახვეწა უნდა. ფაბულა და იდეა მშვენიერია, განწყობაც არის, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი აკლია...
3. გავიყობთ -----------"ფ" გაყოფა
კარგი, არანაირი კრიტიკა და არც შეფასება :) გავიყობთ -----------"ფ" გაყოფა
კარგი, არანაირი კრიტიკა და არც შეფასება :)
2. ისეთი ლექსია, ენა (ხელი) რომ ვერ უნდა მოგიბრუნდეს გასაკრიტიკებლად:)
გულწრფელობის ზღვა:) ისეთი ლექსია, ენა (ხელი) რომ ვერ უნდა მოგიბრუნდეს გასაკრიტიკებლად:)
გულწრფელობის ზღვა:)
1. ძალიან კარგი, თბილი ლექსია!
ამ ლექსმა გამახსენა: მორის ფოცხიშვილის ლექსი
" გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ, ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი,- ავუვსოთ ერთმანეთს გულები სიყრმის და სიცოცხლის რწმენით,"
ძალიან კარგი, თბილი ლექსია!
ამ ლექსმა გამახსენა: მორის ფოცხიშვილის ლექსი
" გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ, ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი,- ავუვსოთ ერთმანეთს გულები სიყრმის და სიცოცხლის რწმენით,"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|