ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ზურა მეტრეველი ლიფტიდან გამოვიდა და კიბეს აუყვა. შავ, მასიურ კარებთან შედგა, ზარის დასარეკ ღილაკს სანამ თითს დააჭერდა, კარს შიგნიდან ძაღლის ავად მომასწავებელი ღრენა მოესმა. ჩუმად შეუკურთხა და ღილაკს ბოლომდე დააწვა. კარი ეგრევე გაიღო. ნაიას ოდნავ ქედმაღლური იერი დაკრავადა. ძალიან ლამაზი იყო ეს ქალი და მიმზიდველი. ზურა ბინაში შევიდა, კარი ზურგს უკან მიხურა და თეთრ, მოღეღილ ყელზე მხურვალედ დაეწაფა სატრფოს. -საშინლად მომენატრე-ვნება ატანილმა ჩაიჩურჩულა და კოცნით ჩაუყვა ყელს, მხრებს, მკერდს... ქალი ცახცახებდა, რაღაც გაურკვეველ ფრაზებს გამოცემდა, ცდილობდა კაცის მოცილებას, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ზურამ კედელზე ააკრა ქალი, ნაზად ეფერებოდა, ხალათი გააძრო ხელის ერთი მოძრაობით. შიშველმა სხეულმა მოჭრა თვალები. რა თქმა უნდა ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა მათ იდილიას, რომ არა... -ღრრ-დაიღრინა ჯონი უოლკერმა. ნაიამ დრო იხელთა, ზურას მკლავებს ქვეშიდან გამოძვრა და ძაღლს დაუყვავა: -ჭკვიანად ჯონ, ჩემო უერთგულესო და უსაყვარლესო მეგობარო-ეს ფრაზა ისე გამოკვეთილად წარმოთქვა, ზურას ყურს ძალაუნებურად მოხვდა. კაცი შეკრთა, თითქოს საფრთხე იგრძნო. -წავიდეთ საყვარელო?-ნირწამხდარმა კითხა ქალს. -წავიდეთ-ნაიამ ფართოდ გაუღიმა-იმედია დღეს არავინ დაგირეკავს. -არა, ყველა გაფრთხილებული მყავს, საქმე თითქმის ბოლომდე მივიყვანე, პატარა დეტალებიღა დამრჩა. საიდუმლოდ გაგიმხელ ნაია, რომ შემკვეთის ვინაობა ვიცი. -იქნებ მკვლელიც იცი შერლოკ?-ირონიულად ჩაეკითხა ქალი. -მკვლელი წვრილმანია საყვარელო-ზურამ ფართოდ გაუღიმა ნაიას-წავედით, მანქანა სადარბაზოსთანაა, ყველაფერი ნაყიდი მაქვს. -ჯონ მივდივართ-ნაია ძაღლს მიუტრიალდა. ამ სიტყვებთან ერთად საძინებელში შევიდა და იქედან საკმაოდ მოზრდილი ჩანთით გამოვიდა. -წამომაღებინებ? ზურა ჯერ კიდევ გახევებული იდგა. -ეს დაჩაზე მოგყავს?-ძაღლისკენ გაიშვირა ხელი-ყველაფერს ჩაგვამწარებს. -თუ ამის წამოყვანა არ გინდა, გამოდის მეც ვრჩები. -წავედით, წავედით-ბრაზისგან და გაწბილებისგან სახე არეოდა კაცს.
ზურა გვერდით ოთახში წევს. მე მელოდება. საიმედოდ მყავს გაკოჭილი. თამაში მომინდომა ბიჭმა. აღარ აკმაყოფილებს ნორმალური სექსი. მათრახიც ხომ არ შემომეცხო? კია ღირსი, თუმცა დაზუსტებით ჯერ მაინც არ ვიცი იწვა თუ არა იმ ქალთან. -ნაიააა! მალე მოდი. ჰმ, ვეღარ ითმენს. გულში მეღიმება. ჩემს ჩანთას ვხსნი, მოსასხამი ამომაქვს და შიშველ სხეულზე ვისხამ. -მოვდივარ, ჩავიცვა ჯერ. ამ სიტყვებთან ერთად მასთან გავდივარ. ზურას თვალები აქვს ახვეული. ვერ მხედავს. ისეთ სიურპრიზს ვუწყობ, ალბათ გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდება. ბუხარში ხმამაღლა ტკაცუნობს შეშა. მძლავრად ისვრის ნაკვერჩხლებს გვერდზე. ნაკვერჩხლები ბუხრის და ოთახის გამყოფ ბადეს ეხეთქება და ისევ ბუხარში ბრუნდება. გვერდით ოთახში ჯონი უოლკერი ბოლოს უღებს ძვლების ერთ დროს უზარმაზარ გროვას. -იცი? მე შენთვის სიურპრიზი მაქვს-მეუბნება ზურა, რაღაც გულუბრყვილო ღიმილი აქვს, ბავშვური. ძალიან საყვარელია, სიამოვნებით ჩავეხუტებოდი ახლა. ვუახლოვდები და ხელიდან ვართმევ რაღაც კოლოფს. -გახსენი-მიღიმის ზურა-ოღონდ მომხსენი ეს სახვევი, მინდა შენი ემოციები ვნახო. კოლოფს ვხსნი. შიგნით კიდევ ერთი, სამკუთხა ქაღალდის კოლოფია. მხარეებს ვატრიალებ. ერთ გვერდზე წერია: „მიყვარხარ“, მეორეზე- „სამუდამოდ“, ქვედა გვერდს ვნახულობ-„გახსენი“, ხელის კანკალით ვხსნი კოლოფს, ცეცხლის შუქზე ბრილიანტის თვლის ელვარება მჭრის თვალს. ღმერთო ჩემო, ეს ბეჭედია. -რას ნიშნავს ეს?-ვლუღლუღებ. ზურა ისევ გულუბრყვილო ბავშვივით მიღიმის: -გამომყვები ცოლად? -იდიოტი ხარ!-ჯერ ვჩურჩულებ და მერე ყვირილზე გადავდივარ-იდიოტი ხარ! უკვე ყველაფერი გვიანაა, ძალიან გვიან! კაპიუშონს თავზე ვიფარებ და ზურას თვალებზე ვაძრობ სახვევს -აი ჩემი სიურპრიზიც, მიცანი ძვირფასო? -არა, ეს შეუძლებელია...შეუძლებელია-ზურა რა თქმა უნდა ეგრევე ხვდება ხვდება ყველაფერს. -არც ისე წვრილმანი ყოფილა მკვლელი ზურ არა?-ვხარხარებ. ახლა ზუსტად ვიცი, მე ეს კაცი მართლა მიყვარს და სულ რამდენიმე წუთში მე ის უნდა მოვკლა. -ძალიან შეტოპე ზურ, ძალიან-დანანებით ვაქნევ თავს-სამწუხაროა, მაგრამ შენი თავიდან მოცილება აუცილებელია უკვე-ხელის კანკალით ვიღებ მოსასხამის ღრმა ჯიბიდან მაყუჩიან რევოლვერს. -აი თურმე რატომ ჩამეძინა მაშინ-ზურა მშვიდია და თვალებში მიყურებს-ვერც კი წარმოვიდგენდი ნაია ამას, ვერასდროს წარმოვიდგენდი. მალე გააკეთე ეს. ყოველთვის მეყვარები-ჩურჩულებს. მე ხელს მაღლა ვწევ. მისი შუბლი ამოვიღე მიზანში, როგორც იმ ღამეს უბედური გრავენიესი. სათამაშო ეგონა. ბედნიერი მოკვდა ფრანსუა. ზურა კი..თვალებს ხუჭავს. შეწყალებასაც კი არ მთხოვს. -ჯონ, მოემზადე, მალე გავალთ აქედან-მე რა თქმა უნდა მტკიცე უნდა ვიყო ამ დროს.
ჟანა გრავენიე თვითმფრინავის სალონში ავიდა თუ არა, მისი ადგილისაკენ გაემართა. სავარძელში ნებიერად გადაწვა და ახლაღა მიაქცია ყურადღება ქალს, ვისაც უზარმაზარი ძაღლის თავი ედო კალთაში და ეფერებოდა. -გამარჯობათ, ცნობილი პორნო ვარსკვლავი ჟანა გრავენიე არა?-დამხდურმა დაასწრო მისალმება. უღიმოდა თან, შვენოდა ღიმილი. -დდიახ-ჟანა ცოტა არ იყოს დაიბნა. პირველად მოხდა, რომ იცნეს თბილისში. ცოტა არ იყოს ამ ქალის თვალებმაც მონუსხეს. -ნაია-ისევ ჯადოსნური ღიმილი ჩააქსოვა ქალმა-ეს კი ჯონია-ძაღლზე მიუთითა უზარმაზარი ბრილიანტიანი ხელით, რომელიც ნებივრად გაწოლილიყო ქალის კალთაში, -ჯონი უოლკერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ძალიან მალე დამთავრდა(ახალს არაფერს ვამბობ) გამოვტყდი,რომ მეც ვკითხულობდი და ველოდებოდი...ამიტომ ავტორის სიზარმაცე მეწყინა....გააგრძელე....გასროლა არ ყოფილა:) ძალიან მალე დამთავრდა(ახალს არაფერს ვამბობ) გამოვტყდი,რომ მეც ვკითხულობდი და ველოდებოდი...ამიტომ ავტორის სიზარმაცე მეწყინა....გააგრძელე....გასროლა არ ყოფილა:)
8. ამხელა კომენტარის დაწერა არ დაგეზარა? :)) 4 ვგულისხმობ :))
ოთხივე წავიკითხე, მომეწონა, კარგად წერ (ვიცი შექება არ გიყვარს, მაგრამ მაინც...)
ეს სიზარმაცე ვერ "დავამუღამე", არადა გულმოდგინე მეგონე, ისეთ კრიტიკას დადებ ხოლმე... :))) ამხელა კომენტარის დაწერა არ დაგეზარა? :)) 4 ვგულისხმობ :))
ოთხივე წავიკითხე, მომეწონა, კარგად წერ (ვიცი შექება არ გიყვარს, მაგრამ მაინც...)
ეს სიზარმაცე ვერ "დავამუღამე", არადა გულმოდგინე მეგონე, ისეთ კრიტიკას დადებ ხოლმე... :)))
7. ღამის 2 საათზე ნამდვილად არაფრის გამსწორებელი არ ვიყავი მე და გარდა მაგისა, მეც დაახლოებით იგივე კითხვები დაგისვი...ჰოდა, ავტორია ზარმაციც ზარმაცგუდაც და მისაპანტერებელიც :))) ღამის 2 საათზე ნამდვილად არაფრის გამსწორებელი არ ვიყავი მე და გარდა მაგისა, მეც დაახლოებით იგივე კითხვები დაგისვი...ჰოდა, ავტორია ზარმაციც ზარმაცგუდაც და მისაპანტერებელიც :)))
6. კატინკა შენი ბრალია და ნუ მებლატავები აქ :))) ზარმაცო. კატინკა შენი ბრალია და ნუ მებლატავები აქ :))) ზარმაცო.
5. ესეც მე ვარ???
ჰარიმა 3- , კატიემ 3+, ბალანსი აღდგა! ესეც მე ვარ???
ჰარიმა 3- , კატიემ 3+, ბალანსი აღდგა!
4. რავიცი ნინ შემეზარა განვრცობა, მაინც ასე უნდა დასრულებულიყო. ყველაფერი გამოკვეთილი იყო, შესრულებაღა აკლდა და ვერ შევასრულე ისე როგორც საჭირო იყო ალბათ. დავით მაგაზე დიდხანს ვფიქრობდი, ვაღიარებ რომ გამომრჩა ეგ სცენა, ხელახლა გადაკითხვის შემდეგ მომხვდა თვალში, მაგრამ შემეზარა ახალი რამის ჩამატება :)))) ჰარირამა, თურმე კითხულობდით? აქ არ ჩანს რომ მოკლა, გასროლა არ ყოფილა :))) მკითხველმა იფიქროს მაგაზე რა უქნა. რატომ მოკლა? ისევ იგივეს ვიტყვი, ალბათ შესრულება დამაკლდა, იმიტომ მოკლა ზურა ( ან იმიტომ აპირებდა მოკვლას), რატომაც ფრანსუა გაისტუმრა იმ ქვეყნად. ნარკოტიკების ბიზნესში იყო ჩარეული ფრანსუა და შეუკვეთეს მისი მკვლელობა, ზურა კი ამ სამქეს იძიებდა და კუდზე აჯდა დამკვეთს, თავად დაარწმუნა ნაია ამაში. ამიტომ მოსაშორებელი იყო, და არა მარტო მაგიტომ :)))
მიხარია კრიტიკა, ქებას ბევრად მირჩევნია, აი ბევრად. ამიტომ მადლობა თქვენ! რავიცი ნინ შემეზარა განვრცობა, მაინც ასე უნდა დასრულებულიყო. ყველაფერი გამოკვეთილი იყო, შესრულებაღა აკლდა და ვერ შევასრულე ისე როგორც საჭირო იყო ალბათ. დავით მაგაზე დიდხანს ვფიქრობდი, ვაღიარებ რომ გამომრჩა ეგ სცენა, ხელახლა გადაკითხვის შემდეგ მომხვდა თვალში, მაგრამ შემეზარა ახალი რამის ჩამატება :)))) ჰარირამა, თურმე კითხულობდით? აქ არ ჩანს რომ მოკლა, გასროლა არ ყოფილა :))) მკითხველმა იფიქროს მაგაზე რა უქნა. რატომ მოკლა? ისევ იგივეს ვიტყვი, ალბათ შესრულება დამაკლდა, იმიტომ მოკლა ზურა ( ან იმიტომ აპირებდა მოკვლას), რატომაც ფრანსუა გაისტუმრა იმ ქვეყნად. ნარკოტიკების ბიზნესში იყო ჩარეული ფრანსუა და შეუკვეთეს მისი მკვლელობა, ზურა კი ამ სამქეს იძიებდა და კუდზე აჯდა დამკვეთს, თავად დაარწმუნა ნაია ამაში. ამიტომ მოსაშორებელი იყო, და არა მარტო მაგიტომ :)))
მიხარია კრიტიკა, ქებას ბევრად მირჩევნია, აი ბევრად. ამიტომ მადლობა თქვენ!
3. რომ დაეძინა იმ მომენტიდან დარწმუნებული ვიყავიმ რომ ამ გოგოს გაკეტებული იყო ეგ ამბავი, მაგრამ ეს უბედური ზურა რაზე მოკლა მაინც გაუგებარია რა შეტოპა? სად შეტოპა? იყო თავისთვის და დამკვეტს ადგენდა:) მოკლედ Mტლიანობაში 3 მინუსით ისიც იმიტომ რომ წერა შეგიძლია.:))) რომ დაეძინა იმ მომენტიდან დარწმუნებული ვიყავიმ რომ ამ გოგოს გაკეტებული იყო ეგ ამბავი, მაგრამ ეს უბედური ზურა რაზე მოკლა მაინც გაუგებარია რა შეტოპა? სად შეტოპა? იყო თავისთვის და დამკვეტს ადგენდა:) მოკლედ Mტლიანობაში 3 მინუსით ისიც იმიტომ რომ წერა შეგიძლია.:)))
2. ქალის სახლიდან შიშველი გავიდა? ჩაცმის სცენა არ იყო :)))))) ხომ არ მოგაგონათ ვინმეს კრიტიკა ორიგინალურო?:D
ხუმრობა იქით იყოს და არაჩვეულებრივი დეტექტივის და დრამის ნაზავი გამოგივიდათ.
წარმატებები და +2
პატივისცემით: ქალის სახლიდან შიშველი გავიდა? ჩაცმის სცენა არ იყო :)))))) ხომ არ მოგაგონათ ვინმეს კრიტიკა ორიგინალურო?:D
ხუმრობა იქით იყოს და არაჩვეულებრივი დეტექტივის და დრამის ნაზავი გამოგივიდათ.
წარმატებები და +2
პატივისცემით:
1. ვა. მეგონა ახლა იწყებოდა ყველაფერი:| დასასრულს ჯერ არ ველოდი) რაიყო,იზარმაცე?) მე უკვე გითხარი,რომ შენ შეგიძლია,შენ გაქვს პერსპექტივა,შექმნა მშვენიერი დეტექტივი) ეს ძალიან კარგად დაიწყო. მშვენიერი სიუჟეტი იყო. სცენები (მსუბუქეროტიული,ყოველთვის რომ იგებს ნაწარმოებში),ხასიათი (მთავარიპერსონაჟის)ძალიან კარგად გადმოეცი. ზოგადად, თხრობა მომეწონა. მაგრამ აი ფინალი, ნამეტნავად hollywoodური გამოგივიდა. ბოლოში - "ეს ჯონია. ჯონი უოლკერი" აი ისეთია:დ "ბონდი. ჯეიმს ბონდი" )))
მაინც მაგარი პანტერა ხარ და ორიგინალურობასაც ტყუილად არ ჩემობ. აეგრე. )
ვა. მეგონა ახლა იწყებოდა ყველაფერი:| დასასრულს ჯერ არ ველოდი) რაიყო,იზარმაცე?) მე უკვე გითხარი,რომ შენ შეგიძლია,შენ გაქვს პერსპექტივა,შექმნა მშვენიერი დეტექტივი) ეს ძალიან კარგად დაიწყო. მშვენიერი სიუჟეტი იყო. სცენები (მსუბუქეროტიული,ყოველთვის რომ იგებს ნაწარმოებში),ხასიათი (მთავარიპერსონაჟის)ძალიან კარგად გადმოეცი. ზოგადად, თხრობა მომეწონა. მაგრამ აი ფინალი, ნამეტნავად hollywoodური გამოგივიდა. ბოლოში - "ეს ჯონია. ჯონი უოლკერი" აი ისეთია:დ "ბონდი. ჯეიმს ბონდი" )))
მაინც მაგარი პანტერა ხარ და ორიგინალურობასაც ტყუილად არ ჩემობ. აეგრე. )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|