ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2013


.....

მჯერა მე დაგიწერ
რაც არ დაწერილა
ალბათ არ მიწყენენ
ნამდვილ პოეტები..
უნდა დაგიწერო
ნაზი სტრიქონები
სულმთლად დავიღვარო
უნდა რომანტიკად...
იყო იანვარი
ალბათ ოცდაექვსი
თვალებმა როცა
გამცა,ტაბუ დაარღვია...
იყო ალბათ ღამე
ოთხზე  ოდნავ მეტი
გულმა ოხრვა-ვნეშით
ღამე გაათია...
იყო ალბათ თოვა
ცივი ქარიც ქროდა
ორივ მივდიოდით
არვინ არ გვახსოვდა
იყო ალბათ თოვლში
რაღაც რომანტიკა
ვიცი ვიწვოდით
თუმც გარეთ ისევ თოვდა...
მახსოვს თამაშობა
ჩემი ცოტა ანცი...
ცოტა ბავშური და
ალბათ მეც ვარ ისევ ბავშვი
მერე ჩაგეხუტე
ტუჩებს ოდნავ ავცდი
ოდნავ შემეშიდნა
ხალხი არას
გვაცდის...
გულში ჩამეღვარა
სითბო რაღაც
უცხო განცდის....
მერე უხმოდ ჩუმად
ჩემთვის დაღმართს
ჩავცდი...
მჯერა მე დაგიწერ
რაც არ დაწერილა
ისე შეგიყვარებ
როგორც არ ახსნილა...

ალბათ არ მიწყენენ
ნამდვილ პოეტები
ყველა გრძნობას როცა
ტაბუს ერთად ავხსნი  ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები