ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო გოცირიძე.
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2013


* * *

ნახალხარ სოფელში ძნელია იცხოვრო,
მოხნა და დათესო ცხოვრების სამყოფი,
იკვებო ოფლით და შვილებიც აპურო
მოსავალს ელოდო,რომელიც არ მოდის.
ნასახლარ კედლებზე აშენო კედლები,
აკვანი არწიო,ბავშვს ძუძუ აწოვო,
მაშინ,როდესაც,გისკდება ხელები
ძნელია ცხოვრებას ყური რომ ათხოვო.
ცალფეხა ბილიკებს მარტო რომ გაივლი
თან ქარი მხარს გაგკრავს,არ მოგერიდება.
ათასჯერ დაეცი ადგომას მაინც ცდი,
როგორ ვთქვა,გულს ცეცხლი არ მოეკიდება.
ცხოვრება დაგლექავს ან მღვრიე წყალს გასხამს,
თოკს გიჭრის,რომელზეც შვილებით დადგები.
სიცოცხლეს გაგიხდის ნათხოვარ ტანსაცმლად,
რომელსაც აფარებ შენს სხეულს,გაცრეცილს.
ნახალხარ სოფელში ძნელია იცხოვრო,
მოხნა და დათესო ცხოვრების სამყოფი,
იკვებო ოფლით და შვილებიც აპურო
მოსავალს ელოდო,რომელიც არ მოდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები