ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ბ ო დ ა ვ ი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2013


დაპირება

ერთხელაც იქნება,
დამიჯერე ერთხელაც იქნება ..გამოგიზავნი წერილს
სხვა ქვეყნის მარკით.
მოგწერ : "კარგად ვარ. აქ ისევ წვიმს"
და მოვიტყუებ :  "მენატრება ზოგჯერ  თბილისი."
ერთხელაც იქნება, კარადაში შეკიდულ რუგზაკს ზურგზე მოვიგდებ,
ფეხსაცმლის ძირებს აეკრობათ გადავლილი ქვეყნების გზები.
დაღამდებიან ღამეები, სადმე  ტრამალზე, სასტუმროში, გზაგასაყარზე
მე კი მექნება მოსაყოლი ამბები შენთვის.ამიტომ მოგწერ :
ძირითადად მეც  ბრინჯს მივირთმევ და ზოგჯერ თევზსაც,
თუმცა სათვალეს ისევ ვატარებ.
ჰო, კიდევ  ერთი :
თურმე , ვიწრო თვალებიდან  კარგად ხედავენ.
სულ გაწუხებდა ეს კითხვა მახსოვს.
ერთხელაც იქნება, 
დამიჯერე ერთხელაც იქნება,
გავიღვიძებ და
დავრწმუნდები ამ საზღვრებს მიღმაც არსებობს ხალხი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები