კიბოიანის შეგრძნება მაქვს და .. თუ ხვალისთვის უკვე გავთავდი, გთხოვთ !სარკეებს არ გადააფაროთ თეთრი ზეწარი,.. მინდა ვნახო სულის გარეგნობა. რაღაც არა-რეალურ ფიქრში გაბლანდული გრძნობები მებრძვის და ახლა რაღაც უბრალო ჟინს ვაკვდები. ის მომენტი მაინტერესებს სიამყით ზევიდან რომ დავხედავ ჩამოტოვებულ ტვირთს - სხეულს, ხელს შევახებ. დამენანება ბუდე რომელშიც აქამდე თავს ვაფარებდი,ის ხომ ჩემს სულს არ უშვებდა გასაფანტად. მხრებზე სამოთხის და ჯოჯოხეთის საზღვარი მაწევს. მარჯვნივ- სუნია სიმშვიდის,მარცხნივ - სიბობოქრის და არაამქვეყნიური ზიზღის. მე მივიწევ მაინც წინ და არ ვაქცევ ყირადებას უშენობის ლუციფერებს, ისევ განცდა ,ისევ ის უგრძნობი გრძნობა. ხეტიალი , დაკარგვა,/ საკუთარი თავის თავიდან პოვნა... ზიზღი და სიყვარული ისევ მხრებზე მაწევს,ვგრძნობ რომ საგრძნობლად დამძიმდა. ჰაერი იკუმშება, ვაღებ კარს, მივდივარ ღმერთთან და ვეხუტები... (თუმცა,რომ მის ფეხთან დაჩოქვის ღირსიც არა ვარ)