ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მონა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2013


პეპელა

მე გავიზარდე დართლოში,
იქ ვსდიე პირველ პეპელას,
ის დაფრინავდა დავსდევდი,
მინდოდა სადმე მეყელა.

ცხენჯოხი მყავდა საფერხედ,
წკეპლა ხმლად ხანაც მათრახად,
მინდოდა ხმლით ამეკუწა,
და ანაც გამემათრახა.

გაფრინდა გამოვეკიდე,
ხევში გადიღო ფრიალი,
მეგონა გადავარდაო,
დავჯექ და მოვრთე ღრიალი.

მეუბნებიან რა მოხდა,
ბიჭო სტირიხარ რადაო,
ვპასუხობ მე დავინახე,
პეპელა გადავარდაო..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები