ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2013


!

უკვე რადენი ხანია დანაშაული დამიმტკიცდა…
პასუხსაც ვაგებ ჩემ ქმედებაზე….
განაჩენი:
სიცოცხლე მისჯილი….
უკვე თითქმის 18 წელია ამ დანაშაულს ვიხდი…
სადაცაა ცოცხლად გავიხრწნები….
სიკვდილი კი არ ჩანს…მაცდის…
აცდის სამართლის აღსრულებას….
უკვე მერამდენედ მოვაწყვე ბუნტი….
მარტო ვაწყობ ყოველთვის….
მარტო ვგეგმავ…
მარტოს მომყავს გეგმა სისრულეში…
მარტო ვყვირი…
ვაწყდები გისოსებს…
ვისვრი უმისამართოდ სიტყვებს….(ჩვეულებისამებრ)
მერე მიჭერენ…
მკითავენ…
რათქმაუნდა ვერაფერს მიგებენ…
გიჟიაო_გადაულაპარაკებენ ერთმანეთს…
და განაჩენი,.,,!
მიმატებენ სიცოცხლეს….
რომ იცოდეთ რას ვგრძნობ ამ დროს…..
ვუბრუნდები იმედგაცრულებული საკანს…
საკაში მზეა…ცხელა…
ბევრი ტკბილეულია…
საჭმელიც ცოტაზე ოდნავ მეტია..
დასალევიცა….
არაყიც…
რა კომფორტია…
ეს რა ციხეა?!
აქ როგორ უნდა ვიცხოვრო კიდევ…
ციხე სხვაგვარი წარმომედგინა….
მუცლიდან როცა საინფორმაციოს ვუსმენდი მუდამ მესმოდა პატიმრების და მათი ნათესავების აღშფოთება არაკომფორტული საკნების  გამო….
რაც დავიბადე საკანში ვარ….
მიკვირს იმ ხალხის….
დაბადებისთანავე დამადანაშაულეს…
მომისაჯეს სიცოცხლე…
ცუდად არ მექცევიან… პირიქით….
თუმცა ჩემი არ ესმით…
ზოგჯერ ისეთი თვალებით მიყურებენ ვგრძნობ ვეცოდები….
ყველაფერზე მეთანხმებიან მარა არ მისრულებენ….
თმის გადახოტრა მოვინდომე…
არა_ო!
ცვირის გახვრეტა…
არა_ო!
ტატუს მაინც გავიკებ მეთქი და
ამაზეც უარი მითხრეს….
ლექსებზე ხომ საერთოდ….
არ დაგვანახო….
ნუღარ ჯღაბნი_….
ნურც დროს კარგავ და ნურც ენერგიასო…
მერე ისევ ვიწყებ ფიქრს ახალი ბუნტის მოწყობაზე…
მარა იმედიმიცრუვდება მაინც… (ჩვეულებისამებრ)
იქნებ შემიცვალოთ მაინც საკანი…
ცოტა უმზეო მინდა…
ცოტა ცივი…
შავი
და
საჭმლის გარეშე…
ცოტა წყლით….
ერთი კოლოფი სიგარეტიც და მორჩა…
ასე უკეთესია…
რაღა უჭირს…
დაველოდები განაჩენის აღსრულებას….
ყველაფერი მზადა….
ახლა….
შევუდგები ოცნებას…..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები