 | ავტორი: კახელი ჟანრი: პროზა 2 მარტი, 2013 |
-გამარჯობათ ბავშვებო, აბა როგორ დაისვენეთ? ... გიხარიათ მეათე კლასში გადასვლა? ... ბავშვებო გაიცანით, ეს დათო ქართველიშვილია, ჩვენი ახალი მოსწავლე - დათო მასწავლებილის გვერდზე იდგა. თმაგჩეჩილი, საშვალო სიმაღლის ბიჭი იყო, თავი ოდნავ დახრილი ჰქონდა და დაჭყეტილი თვალებით აქეთ-იქით იხედებოდა - წადი მეოთხე მერხზე დაჯექი დათო. -დათო არა, დავითი მქვია ქალბაატონი ქეთევან - შეუსწორა მასწავლებელს და ფეხათრევით მერხისკენ გაეშურა. ზოგიერთ მოსწავლეს გაეცინა მის დანახვაზე. -"ზდაროვა", მე გიო მქვია - წინა მერხიდან მობრუნდა ბიჭი და ხელი ჩამოართვა. -"ზდაროვას" ჯობდა გამარჯობა გეთქვა, ქართველი ბიჭები სამწუხაროდ ვთვლით, რომ თუ "ზდაროვას" ვიტყვით უფრო ვაჟკაცები გამოვჩნდებით, მაგრამ მითხარი რა უფრო ვაჟკაცურია: უსურვო ადამიანს ჯანმრთელობა უცხო ენაზე, თუ გამარჯვება - მშობლიურზე. რათქმაუნდა ჯანმრთელობა საჭიროა, მაგრამ ჯობია ცალი თვალი გქონდეს და გამარჯვებული იყო, ვიდრე ჯანმრთელი და მონა. - დავითის დარიგებამ საყოველთაო სიცილი გამოიწვია. გავიდა რამდენიმე თვე. დავითი ყოველთვის იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა, ამისთვის ბევრჯერ ჩხუბიც კი მოუვიდა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი იყო და თავს არავის აჩაგვრინებდა. გოგოებს შარვლებსა და მოკლე კაბებს "უკრძალავდა", ბიჭებს - გინებას. ყოველთვის იქ ჩნდებოდა, სადაც ვინმე კამათობდა და მათ შერიგებას ცდილობდა. სკოლაში ლოცვების წიგნს დაატარებდა და ყოველ დილას დილის ლოცვებს უკითხავდა მოსწავლეებს. ხშირად, როდესაც არავინ ელეპარაკებოდა, დაიწყებდა ხოლმე რაიმე თემაზე ხმამაღლა საუბარს, ერთხელ ასეთი "ლექცია ჩაატარა": - ადამიანები ხშირად ვამაყობთ იმით, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, მაგალითად ბუნებით, ისტორიით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით, რა თქმა უნდა ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჭეშმარიტად საამაყო ის არის, რასაც ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. მანახეთ თუში, რაჭველი და ბევრი სხვა, რომელიც დიდებული მთაბით და ულამაზესი ბუნებით არ ამაყობს, მაგრამ ეს მათ არ შეუქმნიათ, ეს ღმერთმა შექმნა, ჭეშმარიტად მაშინ უნდა იამაყონ, თუკუ სადმე გაჩეხილ ტყეს ნახავენ და მის აღდგენაზე ძალ-ღონეს არ დაიშურებენ. მანახეთ ქართლელი ან კახელი, რომელიც არ ამაყობს ისტორიით, სვეტიცხოველით, ალავერდით, ნეკრესითა თუ სხვა ... მაგრამ ეს ხომ წინაპრები იყვნენ, ჭეშმარიტად მაშინ უნდა იამაყონ, თუკუ თვითონ ააშენებენ ეკლესიას, თვითონ იომებენ ბრძოლის ველზე, თვითონ აიღებენ კალამს და ილიას დანაბარებს გააგრძელებენ. ქართველები ხშირად ვტრაბახობთ წარსულით, მაგრამ გადავავლოთ დღევანდელობას თვალი, რა გზით მივდივართ? განა ამისკენ მოგვიწოდებდნენ წინაპრები? ის ადამიანი უფრო საბრალოა, ვინც ჭეშმარიტ გზაზე მიდიოდა და შემდეგ აცდა, ვიდრე ის ვინც თავიდანვე არ ედგა ჭეშმარიტებს. დროთა გამნავლობაში კლასელები მიეჩვივნენ მის უცნაურ ხასიათს, დაამტკიცეს, რომ ოდნავ შეშლილი და "ზედმეტად" პატრიოტული იყო. დამეგობრდნენ. ერთხელ სკოლიდან გამოსულ დავითს დაახლოებით 18-19 წლის ბიჭმა დაუძახა: - "ზდაროვა ბრატ", სიგარეტი ხო არ გაქვს? - არა, არ ვეწევი, ისე "ზდაროვას" ჯობდა გამარჯობა გეთქვა და "ბრატს" - ძმაო ან მეგობარო. ხო, რაც შეეხება სიგარეტს, კარგს არაფერს მოგიტანს ... - რანაირად მელაპარაკები? შენ რა ჩემთან "შუტკა" გააქვს - ბიჭი ახლოს მივიდა და მაისურზე მოჰქაჩა. დავითი ფიცხი ხასიათის იყო და სახეში მუშტი გაარტყა. ატყდა ჩოჩქოლი, დავითი ერეოდა, მაგრამ უცებ მუცელში ჯერ სიცივე, ხოლო შემდეგ სასტიკი ტკივილი და სიმხურვალე იგრძნო. ჩაიკეცა, მუხლებზე დაემხო. მეორე ბიჭი გაიქცა. კლასელები მივარდნენ დავითს, სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს. - ვკვდე-ბი? - ნაწყვეტ-ნაწყვეტ იკითხა დავითმა. - არა, გამაგრდი, ნუ ლაპარაკობ. - ეს ... ვინ ... გააკეთა? ... - ტიროდნენ გოგოები. - ხალ-ხმა იესო მო-კლა და მე გა-ნა ვინ ვარ? - ამოილუღლუღა დავითმა. ეჰ, როგორ უნდოდათ, რომ გადარჩენულიყო, როგორ უნდოდათ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მგონი ეს ის დავითია... ქალაქურ სტლში კლიპის ავტორი...:(
მგონი ეს ის დავითია... ქალაქურ სტლში კლიპის ავტორი...:(
2. როგორ გავამხილო სირცხვილით და ამ ხნის კაცს ცრემლები წამომცვივდა ღაპაღუპით! თან რამხელა ცრემლები?! ორი ცალი ეყოფოდა სამი კილო კიტრის დამარილებას! როგორ გავამხილო სირცხვილით და ამ ხნის კაცს ცრემლები წამომცვივდა ღაპაღუპით! თან რამხელა ცრემლები?! ორი ცალი ეყოფოდა სამი კილო კიტრის დამარილებას!
1. რა საშინელებაა,როცა ასე სასტიკად უსწორდებიან მასზე განათლებულს და პატრიოტს....ტკივილი მეცნაურა.... წარმატებები ავტორო და ჩემი +2 რა საშინელებაა,როცა ასე სასტიკად უსწორდებიან მასზე განათლებულს და პატრიოტს....ტკივილი მეცნაურა.... წარმატებები ავტორო და ჩემი +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|