ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელა
ჟანრი: პროზა
1 ნოემბერი, 2008


ვნება დაცლილი სურვილი

                        ვნებადაცლილი სურნელი

,,რა მოწყენილი ვარ, რა გავაკეთო?!” - ამოიოხრა ლინდამ და უაზროდ გახედა თავის პატარაობისდროინდელ გაცრეცილ სურათს.
დღეს ქმარ-შვილი გააცილა აგარაკზე და აღარ იცის მოზღვავებული ენერგია და საიდანღაც ზედმეტად შემორჩენილი დრო სად გაფანტოს.
,,კომპიუტერს ჩავრთავ!” - გადაწყვიტა ბოლოს და შვილის ოთახისკენ გაემართა. ალბათ სიტყვა ,,გაემართა” ვერ გამოხატავს და არ ძალუძს აღწეროს ის მოძრაობა, რაც ლინდას სხეულს გაჰყვა თან: ერთ დროს ზამბარასავით გაჭიმულ სხეულს, მდორე ცხოვრების სუსხი შეჰპარვია;  არაპროპორციულ, მაგრამ საკმაოდ მიმზიდველ სახის ნაკვთებს, გაცრეცილი სევდის კვალი კეთროვანივით დაჰკრავს და ახალგაზრდა ქალის სახეს იდუმალ ელფერს ანიჭებს. თითოეულ მის მოძრაობაში იგრძნობა  დავიწყებული,  თუ ძალით მივიწყებული ქალური  ჟინის ალი - სულის ბნელ კუთხეში რომ გამომწყვდეულა და უშედეგოდ ცდილობს თავის დაღწევას დაჟანგული ტრადიციების მარწუხებიდან.
,,თანამედროვე ეპოქის ცივილიზაციის პირველწყარო” Aსაკმაოდ დიდი ხანია რაც შეიძინეს, თუმცა  ლინდასათვის იგი კვლავ ამოუცნობ უცხო ნაწილაკად რჩება. Uუფრო სწორად, ქსელური სამყარო წარმოადგენს მისთვის სრულიად უცხო, ფატალურ გარემოს, რომელსაც მისი ნერვული სისტემა როგორც ვნებისაგან დაცლილ, უინტერესო მეძავ ქალს, ისე  აღიქვამს.
Mმიზეზი?
24 საათიანი გრაფიკის უკმარისობა?!
(დროა დედამიწა ვაიძულოთ შეამციროს თავისი მოძრაობის სიჩქარე და გვაჩუქოს ზედმეტი წუთები ადამიანებს!.. ან თავად ინებოს და ნაკლები ენერგია გაფანტოს სივრცეში დღე-ღამის წარმოსახვითი მირაჟის შესაქმნელად. შესაძლოა ამ უკანასკნელმა გრავიტაციის რღვევა და ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს? - არა უშავს! ისედაც მილიარდობით ადამიანი იღუპება ყოვლეწლიურად, თუმცა ამით არავინ ზარალდება. პირიქით, ისე გავმრავლდით, დროა ჰიტლერისა და სტალინის კლონირებული ორგანიზმები ერთმანეთთან შევადუღოთ და გამოვძერწოთ კიბერნეტიკული აპოკალიპსი, რათა ეს ,,პრობლემა” სულ ცოტა 2 საუკუნის მანძილზე აღარ დადგეს დღის წესრიგში.  Bბოლოს და ბოლოს, რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი ღირს  თუნდაც იმად, რომ სულ  რამოდენიმე წუთით მოგვემატოს დილის ძილის ნეტარება. Yყველა შემთხვევაში მომავალი თაობები მაინც მადლიერი დაგვრჩება ამ ფრიად ,,ჰუმანური” გადაწყვეტილების გამო).
Mმაინც საითკენ მიექანება ჩვენი პროგრესული აზროვნება?!...
D...და ბოლოს ახალ ცივილიზაციასთან შეგუების კომპლექსი. (ალბათ ყველაზე ჭეშმარიტი მიზეზი).
თუმცა პირველყოფილი ცოდვის საფუძვლები ალბათ ყველა ადამიანის გენშია თავმოყრილი და პროფესიონალი ავტომრბოლელივით დააქროლებს ჩვენს ინსტიქტებს.
ინტერესი და ლტოლვა იდუმალისაკენ!
      რატომღაც ლინდას სურვილი მოეძალა გაიგოს თუ რა აიძულებს თავის ერთადერთ შვილს საათობით გააბას მონიტორთან  უხილავი, ელექტრონული ძაფების კონა...
ელექტრონული გვერდები კი რიტმულად ენაცვლება ერთმანეთს, თუმცა აქაც ერთფეროვნება და არაფერი გამორჩეული.…
თუმცა...
აღმოჩნდა რომ ამ უხილავ სამყაროშიც არის შესაძლებელი ადამიანების გაცნობა.
თუმცა ალბათ მხოლოდ ზედაპირულად...
თუმცა...
სიგარეტი...…     

               
                            * * *


მონაცემების  შეყვანისას ჩაფიქრდა: ,,-რა ჩავწერო, ვინა ვარ?” გაეღიმა და გადაწყვიტა სიმართლე არ ჩაეწერა:  ,,რა იცი რა ხდება!” შესაძლოა  ნაცნობიც იყოს უცნობ გვერდზე დარეგისტრირებული და მერე ახალი, გაუღვივებელი მარცვალი იმ ადამიანთა ანკესისათვის, რომელთა  კაუჭიან ბოლოს არცერთი სახეობის მსუყე ჭორი არ ამოჰყოლია უკანასკნელი დროის მანძილზე გაზარმაცებული უსაქმურობის დასამშვიდებლად.
- ,,რა თქმა უნდა ასე ჯობს!” -დააასკვნა ბოლოს და მხოლოდ ასაკი დატოვა სიმართლესთან გაიგივებული.   
შემდეგ...
      შემდეგ მსგავსი  წერილების კასკადი:
- როგორ ხარ?
- ვიმეგობროთ?
- სურათს არ გამომიგზავნი?
- რას საქმიანობ?
      და ასე დაუსრულებლად...
ისე გაიტაცა ამ ყველაფერმა, თვითონაც ვერ აცნობიერებს რამდენი ,,გამართლებული“ სიცრუის თქმა უხდება. უბრალოდ ჩაება ვირტუალური ფლირტის მორევში.D
Yთითქმის ყველა ასაკის ადამიანებთან უწევს საუბარი.  თითოეულ მათგანთან თავისი მიკროსამყარო შექმნა. M
ატყობს ეს ვირტუალური გარემო მის შინაგან სამყაროზე ნარკოტიკივით ზემოქმედებს. ათვიცნობიერებს რომ ასე გაგრძელება  შეიძლება კრახით დასრულდეს, თუმცა ცდუნება თავის ,,დოზას” ითხოვს...
ფიქრი...
თამბაქოს კვამლში არეული აზრები...
      ,,გაექცეს  ერთფეროვან და მოსაწყენ ცხოვრებას, უსასრულოდ რომ მიიზლაზნება სადღაც უფსკრულში, თუ ვნების რიტმულ დინებას ააყოლოს თავისი გულისცემა?!”
    ოჯახი!
    ალბათ უმრავლესობა ვერ აღიქვამს ამ თითქოს მარტივ, სამი მარცვლისაგან შემდგარ, გველებივით დაკლაკნილ და მუხის ფესვებივით ღრმად, სულში ჩახვეულ სიტყვას.
    არა, ,,მცნებას”!
    ,,ოჯახი მხოლოს სიტყვა არ არის. იგი მცნებაა და თვით ყველაზე წმინდა მცნება, უხილავ მცნებათა შორის!” - გაჰკივის ოთახში შემოპარული ბლანტი სიჩუმე.
    ისევ სიგარეტი...
    ფიქრი და კვლავ ოთახში შემოპარული დაუპატიჟებელი ბლანტი სიჩუმე...
    ნერვული იმპულსები საშინელი სისწრაფით დაჰქრიან უდაბნოსავით ჩაფიქრებულ  აკლდამაში. Dდუმს ფუღუროსავით გამოფიტული ქალის სუსტი სხეული, თუმცა ეს ერთი შეხედვით...
ბრძოლა უშეღავათოა!
უშეღავათო და მომაბეზრებელი!
ბოლოს გამაყრუებელი სულის წივილი, დაბერილი ყვრიმალები და ზავი...
დაგლეჯილ ნერვებს გულისრევის ,,დამამშვიდებელი“ ნაზავი აკოწიწებს და კვლავ ერთიან ორგანიზმად ძერწავს.
თუმცა დროებით...
 
                               

                                  * * *


- გჯერათ მამაკაცისა და საპირისპირო სქესის მეგობრობის?
- ჯერ გამარჯობა. არ ვიცი... მგონი კი.
- გაგიმარჯოთ! მე არ შემიძლია ვიწამო მისი!
- მიზეზი?
- ვფიქრობ  ქალს არ შესწევს უნარი ჩაწვდეს მამაკაცის რაციონალურ სამყაროს...
- რას გულისხმობთ?
-შინაგან ფასეულობებს. ,,გრძნობებს” რომ ეძახით სუსტი სქესის წარმომადგენლები.
- რამდენი წლისა ხართ?
- ოცდაოთხის.
- თქვენ ალბათ ასაკი გაიძულებთ ასეთი მკაცრი განაჩენი გამოუტანოთ ევას ,,შთამომავლობას”.
- უიმედო რომანტიკოსად აღმიქვამთ?
- ნაწილობრივ.
- როგორ ფიქრობთ, ვარ ღირსი ვიპოვო ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში ადამიანი, რომელთანაც წამის მარადისობას შევიგრძნობ?
- ,,-?-”
- რატომ დუმხართ?
- მე თქვენ სრულიადაც არ გიცნობთ, არ მაქვს უფლება ამ კითხვაზე გიპასუხოთ.
- მე მშიერი ვარ. ადამიანურ სითბოს მოკლებული  და ვნებას მოწყურებული მშიერი მხეცი. საკუთარ სხეულში გამოკეტილიც თავს უცხოდ და ზედმეტ არსებად რომ გრძნობს...
- თქვენ ალბათ ნასვამი ხართ.
- მე არარაობა ვარ! კარგად ბრძანდებოდეთ...
- ,,?!”!


                     
                                * * *


      - მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
- არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა და ქვეშე ქვეყნისა, არა თაყვანი სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
- არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
- მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ჰყავ იგი; ექვსსა დღესა იქმოდე და ჰქმენ მათ შინა ყოველივე საქმენი შენი; ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღვთისა შენისა.
- პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
- არა კაც-ჰკლა.
- არა იმრუშო...


                       
                            * * *


,,არა იმრუშო.”
,,არა იმრუშო.”
,,არა იმრუშო...”
ეს სიტყვები მტვერივით წამოიშალა ფურზელზე მიმაგრებული სტრიქონებიდან და სრულიად მოიცვა ლინდას აზროვნების ყველა უჯრედი...
,,არა იმრუშო”.
,,არა იმრუშო”..
,,არა...”




                          * * *


...არებობს მსგავსება ან თუნდაც სხვაობა მრუშობასა და ვნებააშლილ ლტოლვას შორის? თუ ისინიც ერთი დედის მუცლიდან ნაშობ, ორ სრულიად სხვადასხვა ორგანიზს წარმოადგენენ, ისევე როგორც კაენი და აბელი.
      ,,თქვენ გსმენიათ ეს უკანასკნელი: არა იმრუშო, ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.” - ამჯერად ჩურჩულით ირთობს თავს ბლანტი სიჩუმე.
      თუ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტებაა, ადამიანთა მოდგმის არცერთი შთამომავალი, გარდა ერთეულებისა  არ არის სასუფევლში ცხონების ღირსი! რამეთუ ჩვენში ჩასახლებული მეორე მე გვაიძულებს აღვიქვათ და შევიგრძნოთ ყველაფერი ის, რასაც ჩვენი პირველსაწყისი გაურბის. მით უმეტეს, როცა ეს ,,ყველაფერი” აკრძალულ ხილთა კატეგორიას მიეკუთვნება!
რატომ ვცხოვრობთ ადამიანები მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ?!
ნუთუ ესეც ბუნების მიერ დადგენილი, დაუწერელი სასჯელია ადამიანთა მოდგმისათვის - ასე რომ გვტანჯავს და სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს ჩვენი აზროვნება.
ნუთუ ბუნებაც ასე ჩაკეტილი და არასრულფასოვანია თავის არსებაში?! შესაძლოა, ისიც უხილავ ჩარჩოშია მოქცეული და მორჩილად ემსახურება ზეკანონურ ფარგლებს მიღმა არსებულ მისტიკურ ძალას -  ჩუმად რომ მართავს და განაგებს მთელ ცივილიზაციას.
თუ უბრალოდ ყველაფერი ეს ადამინის ფანტაზიის ნაყოფია და უბრალო შემთხვევითობაა ყველაფრის საწყისი და საფუძველი?
    …...თუკი მხოლოდ ერთი შეხედვა, ერთი გაფიქრებაც საკმარისია ცოდვის კვამლში გასახვევად და არავითარი სხვაობა არ არსებობს აზრობრივ და ხორციელ მრუშობას შორის, სად იმალება გამოსავალი ამ უგზოდ-უკვლოდ დახლართულ შემეცნებებს შორის?!
-,,.თუკი გაცთუნებს შენი მარჯუენა თუალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. ხოლო თუ გაცდუნებს შენი მარჯუენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.”
ნუთუ ასე მარტივია გამოსავალი ამ ჯურღმულიდან?...
მაგრამ რა მოვუხერხოთ აზრებს? აზრებს - უკვე რომ ჩასახლებულა და დალექილა ჩვენი ტვინის ფსკერზე. ისინი როგორღა ამოვძირკვოთ და მივაგდოთ ოთახის ბნელ კუთხეში ისე, რომ არასოდეს შეგვახსენოს თავისი არსებობა?!
და თუ ყველაფერში ,,ვნებიერი განცდებია” დამნაშავე, საერთოდ რა საჭიროა მათი არსებობა, ასე გულუხვად რომ ჩააქსოვა დედა-ბუნებამ თითოეული ჩვენთაგანის გენეტიკურ კოდში?
თუ აქაც სამყაროს მეორე დიდი ძალა იმალება?
ძალა, რომელიც ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს სამყაროს ზუსტი მექანიზმივით აწყობილ ურთულეს ორგანიზმში.
ნუთუ სატანამაც მიიღო მონაწილეობა სამყაროს შექმნასა და ადამიანის ფორმირებაში?!
    თუ ესეც ჭეშმარიტებაა, თვითონ სატანას არსებობა საიდან იღებს სათავეს?! ,,ბოროტი ზრახვების სამეფოც” ხომ ბუნების მუცლიდან ნაშობი ინდივიდია.  რატომ ელოდება და ითმენს სამყარო ამდენს? რატომ არ უჩნდება სურვილი ხელის ერთი მოსმით გაანადგუროს  და საამუდამოდ გაათავისფლოს საკუთარი ორგანიზმი ამ წყლულისაგან...
თუ აქაც დედობრივი ინსტიქტები აიძულებს მატერიის პირველსაწყისებს ითმინოს თავისი ნაშიერის ბინძური სულის გამოძახილები?!
იქნებ ყველაფერს თავისი დრო აქვს?
არსებობს კი დრო, როგორც განზომილება, თუ ისიც ადამიანის  ფანტაზიის ნაყოფია?!
      იქნებ სამყაროშიც დაუსრულებული ომია გაჩაღებული ორ გიგანტს შორის და ორთავე მათგანი იბრძვის თვითდამკვიდრებისათვის?
იქნებ ზედმეტად ვაფათურებთ ხელს ჩვენი ცნობიერებისათვის მიუწვდომელ ლაბირინთებში?!
და მაინც, საითკენ მიექანება ჩვენი პროგრესული აზროვნება?!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები