(გუშინ პირველ მარტს, ჯაჯას, შუახნის მამაკაცს, რომელიც ბაზარში მუშაობს, ვთხოვე ტაქსამდე ტვირთის მიტანა)
გაზაფხული უხდებოდა ფაზისს და მზე სითბოდ იღვრებოდა ციდან, ფეხქვეშ მეგო მიწა-ფიანდაზი, კორჩიოტა იის ფასი ღირდა. რიონის პირს ჩამწკრივებულ დუქნებს, აუვლიდა-ჩაუვლიდა ხალხი, ერთნაირად, გამხდრებსა და მსუქნებს, მასპინძლობდა სასწორი და დახლი. საბერველთან შემოჭედილ ფიცრებს, დაეკიდათ ცელოფნების ფარდა, და დოვლათი-მოჯარული სივრცეს მხატვრის ლამაზ ნატურმორტებს ჰგავდა. ჭაპანს სწევდა მეურიკე, მძიმეს, მივყვებოდი, თმებს უშლიდა სიო, ჯაჯა, ბიჭო, იქით გაიწიე, თორემ ვიღაც გაგიტანს და ,,ვსიო’’! მოისმინა წამიერად შედგა და ურიკას მოაშორა მაჯა, -მართლა ასე იქნებოდეს ნეტა! თქვა და მერე ცას ახედა ჯაჯამ. გაზაფხული უხდებოდა ფაზისს, მზე სინათლედ იღვრებოდა ციდან, წამებს ედო საუკუნის ფასი და ღიმილი ცრემლის ფასი ღირდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მომეწონა, წარმატებები++ მომეწონა, წარმატებები++
10. ცრემლი მომერია. :(( ცრემლი მომერია. :((
9. ბოლო 2 სტროფი მომეწონა. წარმატებები. ბოლო 2 სტროფი მომეწონა. წარმატებები.
8. ძალიან ლამაზია და თან ტევადი, სავსე ლექსია, კარგია. ძალიან ლამაზია და თან ტევადი, სავსე ლექსია, კარგია.
7. ეს, ადრე წავიკითხე და მეტკინა...
+++++++++++ ეს, ადრე წავიკითხე და მეტკინა...
+++++++++++
6. ერთნაირად, გამხდრებსა და მსუქნებს, მასპინძლობდა სასწორი და დახლი. ერთნაირად, გამხდრებსა და მსუქნებს, მასპინძლობდა სასწორი და დახლი.
4. წამებს ედო საუკუნის ფასი და ღიმილი ცრემლის ფასი ღირდა...
+5 წამებს ედო საუკუნის ფასი და ღიმილი ცრემლის ფასი ღირდა...
+5
3. გაზაფხული უხდებოდა ფაზისს, მზე სინათლედ იღვრებოდა ციდან, წამებს ედო საუკუნის ფასი და ღიმილი ცრემლის ფასი ღირდა...
მშვენიერი ! 5 გაზაფხული უხდებოდა ფაზისს, მზე სინათლედ იღვრებოდა ციდან, წამებს ედო საუკუნის ფასი და ღიმილი ცრემლის ფასი ღირდა...
მშვენიერი ! 5
2. ძალიან მომწონს თქვენი ლექსები. ) ++ ძალიან მომწონს თქვენი ლექსები. ) ++
1. საბერველთან შემოჭედილ ფიცრებს, დაეკიდათ ცელოფნების ფარდა, და დოვლათი-მოჯარული სივრცეს მხატვრის ლამაზ ნატურმორტებს ჰგავდა. კარგი იყო ბაზარიც და სევდიანი ჯაჯაც...:) ასე უბრალოდ ადამიანების სევდის მოტანა მკითხველთან...5
საბერველთან შემოჭედილ ფიცრებს, დაეკიდათ ცელოფნების ფარდა, და დოვლათი-მოჯარული სივრცეს მხატვრის ლამაზ ნატურმორტებს ჰგავდა. კარგი იყო ბაზარიც და სევდიანი ჯაჯაც...:) ასე უბრალოდ ადამიანების სევდის მოტანა მკითხველთან...5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|