ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2013


დროს ვინ მომცემს დამატებით...

მარტის წვიმის ებანებით,
ხსოვნას ჩამოებანები,
უკვე მოსვლა არის გვიან,
წარსულ დღეებს ფარცხით გვიან.
გადაკეტეს დარაბები
მორჩა დავი-დარაბები,
დავთითოვდით, რა ერთობა,
დრო ქირქილებს  და ერთობა.
ჩანს ჩვენს შორის ნახიდარი,
კიდევ ვიღაც დახლიდარის
გაღიმება ვადიანი,
და ხანჯალი ვადიანი..
მერე ყალბი თავაზები,
რა ბროლები, რა ვაზები...
ვის უნახავს ია ლაღი,
მოჩითული იალაღით.
როგორც მორცხვი ხარი- ლაბა,
ვწევ უღელს და ფიქრებს ვლამბავ,
ქონგურებს ვრთავ ბაიათი,
რაღად მინდა ბაიათი,
თითქოს აღარც მინახიხარ,
იქ გელიან სადაც მიხვალ,
ხელს მიჭირავს გონჯი გონჯა,
წვიმა აღარ მინდა, მორჩა!
მინდა ლექსი მარტიანი,
ჩემი სულის მატიანე,
მორცხვი ია, არა ლაღი,
ლაბაც მწვანე იალაღით,
კიდევ მინდა ნაღდი ლექსი,
ცეცხლის პირზე ანალესი,
მერე თუკი დავმთავრდები,
რითმა-რიტმის თანამდევი,
დროს ვინ მომცემს დამატებით,
სხვა თაროზე გადამდევით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები