 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 4 მარტი, 2013 |
- გამარჯობათ, დებო და ძმებო. აი, თურმე როგორი ყოფილა ჩვენი მშობლების ჯოჯოხეთი: სპერმით მოთხვრილი, შავი მიწა და ზედ მტირალა, დაძიძგნილი, თავკომბალა ემბრიონები. აქ გავლით ვარ, იცით წამოსვლას არც ვაპირებდი. ბარგიც კი არ შემიკრავს, რაც ჩამილაგეს სულ ეს არის: სავარცხელი, კაბა - ჩემი საყვარელი, ორი წყვილი ფეხსაცმელი, ოქროს საყურე, ვერცხლის ბეჭედი და ჩვენი ძმის მლაშე ცრემლები. აი, თურმე როგორი ყოფილა ჩვენი მშობლების ჯოჯოხეთი: დედა ძროხას წველის, აავსებს ვარცლს, ცეცხლზე შემოდგამს ასადუღებლად, რძე უნდათ შვილებს - არგაჩენილებს, სულ ერთი წამით ჩაეძინება და რძე გადმოვა, ჩააქრობს ცეცხლს, აღარც რძე არის, აღარც ცეცხლი. მამა აკვნებს თლის, თოთხმეტს ერთად. გამოთლის, გააპრიალებს, ხუთს ერთ ხელში დაიჭერს, ხუთს - მეორეში, ორს კისერზე ჩამოიკიდებს, ორსაც ღრძილებს წამოავლებს (სადღაა კბილები) და მოდის, მოდის, რომ დაარწიოს თოთხმეტი შვილი - არგაჩენილი, მაგრამ ჯერ სად ხარ, წინ კენჭი გდია, პატარა კენჭი, წამოჰკრავს მამა მარცხენა ფეხს ამ პატარა კენჭს და სადღაა აკვნები, როგორც შუშა ისე იმსხვრევა. აი, თურმე როგორი ყოფილა ჩვენი მშობლების ჯოჯოხეთი. მე აქ გავლით ვარ. დებო და ძმებო, საყვარლებო, ერთი თხოვნა მაქვს: ქუჩის გადაღმა ჩემი პატარა ჯოჯოხეთია. იქ შვილი ცხოვრობს ჩემი, საშოდან ძალით გამოგდებული, ისიც არ ვიცი - ბიჭია? გოგო? უმღერეთ ხოლმე იავნანა თქვენს დისშვილს ან თუ სიმღერა არ გეხერხებათ, უბრალოდ იტირეთ ხოლმე, ხმა რომ გაიგოს თქვენი, რომ იცოდეს, რომ თქვენც აქვე, სადღაც ახლოს ხართ. დებო და ძმებო, საყვარლებო, ჩემი ცოდვა თქვენს წინაშე მხოლოდ ის არის, რომ მე პირველი ჩავისახე დედის საშოში. დებო და ძმებო, საყვარლებო, ერთი კითხვაც მაქვს: როცა ღმერთს რაღაც უჭირს, რაღაც აწუხებს, შველას ვისა სთხოვს? აქ წამოსვლამდე ოთხი დღით ადრე სიზმარი ვნახე - უცნაური - იჯდა ღმერთი თავჩაღუნული და გალურჯებულ ხელებს სულს უბერავდა, თითოქს ითბობდა. დებო და ძმებო, საყვარლებო, თქვენ ალბათ ღმერთთან უფრო კარგად ხართ, მისთვის გიტოვებთ ჭრელ ხელთათმანებს, თუ შემოივლის იქნებ გადასცეთ. დებო და ძმებო, საყვარლებო, ჩემი კუბო შვიდზე მიფრინავს აქ ხომ გავლით ვარ ხელში მხოლოდ One Way Ticket მიჭირავს, მივფრინავ შორს - Paradise თუ Paris ვერ გავარჩიე რა აწერია. დებო და ძმებო, საყვარლებო, გკოცნით სულ ყველას მაგ დაჩეჩქვილ, დასახიჩრებულ პაწაწინა სხეულებზე ეს როგორი ყოფილა ჩვენი მშობლების ჯოჯოხეთი.
ქორო
კუბო, რომელიც შვიდზე გაფრინდა, სადღაც ახლოს Paradise-თან თუ Paris-თან აფეთქდა, ვერ იპოვეს ვერც ნამწვავები, ვერც ნაფლეთები. იმ ადგილას, სადაც თურმე კუბო აფეთქდა, ხედავენ ხოლმე ხშირად ერთ მოხუცს, ხელში ფურცლით და ზედ ნაწერით: ”გთხოვ, მომიქსოვო ორი წინდა და კიდევ ქუდი, თბილი ქუდი, ჭრელი პომპონით, მცივა ხოლმე. წინასწარ გიხდი დიდ მადლობას პატივისცემით, მე, შენი ღმერთი”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მეც გამიკვირდა და ვერ ვიგრძენი =) მეც გამიკვირდა და ვერ ვიგრძენი =)
19. ამ მინიატურას გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსში, საუკეთესო მინიატურის წოდება ერგო :) ამ მინიატურას გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსში, საუკეთესო მინიატურის წოდება ერგო :)
18. კი, გეთანხმები. მედალს ორი მხარე აქვს. მაგრამ საქმე მანდამდე არ უნდა მიიყვანო :) ასე უკეთესი იქნება. კი, გეთანხმები. მედალს ორი მხარე აქვს. მაგრამ საქმე მანდამდე არ უნდა მიიყვანო :) ასე უკეთესი იქნება.
17. და ფოტოებში მე და ჩემ შვილსაც გვიპოვით :)
გიპოვეთ რომელია, ორთავე კარგები ხართ და ქალიშვილი კი უფრო ლამაზი გყოლია, თან ძლიერ გავნებია დედას. ყოჩაღ, რომ თქვენი ფოტოები მოგითავსებია, , საუკეთესო, ფილმია. გისურვებთ დედა-შვილს ულევ სიხარულს,
და ფოტოებში მე და ჩემ შვილსაც გვიპოვით :)
გიპოვეთ რომელია, ორთავე კარგები ხართ და ქალიშვილი კი უფრო ლამაზი გყოლია, თან ძლიერ გავნებია დედას. ყოჩაღ, რომ თქვენი ფოტოები მოგითავსებია, , საუკეთესო, ფილმია. გისურვებთ დედა-შვილს ულევ სიხარულს,
16. აი ამ ლინკზე უკეთ მოისმენთ :)
http://www.youtube.com/watch?v=DbhYvgAdmV0
ვნახე ეს ლინკი შესანიშნავია, სიტყვები არმყოფნის, ძალიან ემოციური "ფილმია" სიტყვებიც უკეთესად ისმის, , წინა კომენტარში, რომ დავწერე არ ვუსმენდითქო, , ეს ვიგულისხმე ის, რომ შინაარსი ანუ ნაწარმოები წავიკითხე , გასაგები იყო და მერე შევედი ფონდზე, მაინტერესებდა გადმოცემის უნარი , მეტყველება და როგორი იყავით ვიზიალურად. და ეს ავღნიშნე. აბორტს არ აქვს გამართლება, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. აი ამ ლინკზე უკეთ მოისმენთ :)
http://www.youtube.com/watch?v=DbhYvgAdmV0
ვნახე ეს ლინკი შესანიშნავია, სიტყვები არმყოფნის, ძალიან ემოციური "ფილმია" სიტყვებიც უკეთესად ისმის, , წინა კომენტარში, რომ დავწერე არ ვუსმენდითქო, , ეს ვიგულისხმე ის, რომ შინაარსი ანუ ნაწარმოები წავიკითხე , გასაგები იყო და მერე შევედი ფონდზე, მაინტერესებდა გადმოცემის უნარი , მეტყველება და როგორი იყავით ვიზიალურად. და ეს ავღნიშნე. აბორტს არ აქვს გამართლება, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს.
15. და ფოტოებში მე და ჩემ შვილსაც გვიპოვით :) და ფოტოებში მე და ჩემ შვილსაც გვიპოვით :)
14. აი ამ ლინკზე უკეთ მოისმენთ :)
http://www.youtube.com/watch?v=DbhYvgAdmV0 აი ამ ლინკზე უკეთ მოისმენთ :)
http://www.youtube.com/watch?v=DbhYvgAdmV0
13. :) ეს ტექსტი ყველასთვისაა განკუთვნილი. ყველასთვის, ვისთვისაც აბორტი მიუღებელია. და მგონია, რომ საკმაოდ გასაგებად არის ეს ამბავი აქ გადმოცემული :)
მუხა, სამწუხაროა, რომ რასაც ვკითხულობდი, იმას აღარ უსმენდი :)
:) ეს ტექსტი ყველასთვისაა განკუთვნილი. ყველასთვის, ვისთვისაც აბორტი მიუღებელია. და მგონია, რომ საკმაოდ გასაგებად არის ეს ამბავი აქ გადმოცემული :)
მუხა, სამწუხაროა, რომ რასაც ვკითხულობდი, იმას აღარ უსმენდი :)
12. აუჰ როგორ იმოქმედე ახლა ჩემზეე,მეტკინა,მეწყინა. აუჰ როგორ იმოქმედე ახლა ჩემზეე,მეტკინა,მეწყინა.
11. ეტყობა ეს ტექსტი საშუალო ადამიანისთვის არაა განკუთვნილი... ვერაფერს მივხვდი. ეტყობა ეს ტექსტი საშუალო ადამიანისთვის არაა განკუთვნილი... ვერაფერს მივხვდი.
10. ეტყობა ეს ტექსტი საშუალო ადამიანისთვის არაა განკუთვნილი... ვერაფერს მივხვდი. ეტყობა ეს ტექსტი საშუალო ადამიანისთვის არაა განკუთვნილი... ვერაფერს მივხვდი.
9. კარგია...:) კარგია...:)
8. " ღმერთი არც სიკეთის კეთებას გვაიძულებს და არც ბოროტებისას.
ეს ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამიკიდებული"
პროზის თემა აქტუალურია დღეს მსოფლიო-საკაცობრიო სადაოა, ხოლო გადმოცემა თანამედროვე პროზის მხატვრულ-ლიტერატურულ ხედვითაა, რაზედაც დიდ სიამოვნებას და კმაყოფილებას მე ნაკლებად გამოვხატავ, . თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და აღქმაც განსხვავებული აქვთ ადამიანებს>
"ოქროს ფონდში " მოგისმინეთ გუშინ, ძალიან მომეწონეთ ვიზუალურად, ხხ კითხულობ გადასარევად, მეტყველაბა, კარგი, ხმის ტემბრი შესანიშნავი, , ხოლო რას კითხულობდი იმას აღარ ვუსმენდი. გამიხარდა რომ გნახე და მოხიბლული დავრჩი!
" ღმერთი არც სიკეთის კეთებას გვაიძულებს და არც ბოროტებისას.
ეს ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამიკიდებული"
პროზის თემა აქტუალურია დღეს მსოფლიო-საკაცობრიო სადაოა, ხოლო გადმოცემა თანამედროვე პროზის მხატვრულ-ლიტერატურულ ხედვითაა, რაზედაც დიდ სიამოვნებას და კმაყოფილებას მე ნაკლებად გამოვხატავ, . თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და აღქმაც განსხვავებული აქვთ ადამიანებს>
"ოქროს ფონდში " მოგისმინეთ გუშინ, ძალიან მომეწონეთ ვიზუალურად, ხხ კითხულობ გადასარევად, მეტყველაბა, კარგი, ხმის ტემბრი შესანიშნავი, , ხოლო რას კითხულობდი იმას აღარ ვუსმენდი. გამიხარდა რომ გნახე და მოხიბლული დავრჩი!
7. უჰ! შემზარავი სურათი!
ეს თითებგაყინული ღმერთიც... უჰ! შემზარავი სურათი!
ეს თითებგაყინული ღმერთიც...
6. მომეწონა,
ისევ ის არდაბადებულები ისჯებიან ურძეობით და უაკვნობით. მშობლებზე მეტად. მომეწონა,
ისევ ის არდაბადებულები ისჯებიან ურძეობით და უაკვნობით. მშობლებზე მეტად.
5. "გთხოვ, მომიქსოვო ორი წინდა და კიდევ ქუდი, თბილი ქუდი, ჭრელი პომპონით, მცივა ხოლმე. წინასწარ გიხდი დიდ მადლობას პატივისცემით, მე, შენი ღმერთი” "გთხოვ, მომიქსოვო ორი წინდა და კიდევ ქუდი, თბილი ქუდი, ჭრელი პომპონით, მცივა ხოლმე. წინასწარ გიხდი დიდ მადლობას პატივისცემით, მე, შენი ღმერთი”
4. "ოქროს ფონდი". GHN-ის. "ოქროს ფონდი". GHN-ის.
3. რა ფონდზეა საუბარი?
რა ფონდზეა საუბარი?
2. კი. ფონდშია. კი. ფონდშია.
1. ეს ფონდშია???
რაღაც მოსმენილი მაქვს მგონი! :) ეს ფონდშია???
რაღაც მოსმენილი მაქვს მგონი! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|