ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2013


ღმერთმა დალოცოს წყვილი ყოველი

მიყვარხარ, ვუთხარ ეს მე მხოლოდ ერთს,
ის ერთი შენ ხარ, თუ გჯერა ჩემი,
მე ყველა მიყვარს, მაგრამ სიყვარულს
ერქმევა მუდამ შენი სახელი.

შენ მე სიხარულს მანიჭებ ულევს,
მე სულ სხვა გავხდი, თავს ვეღარა ვცნობ,
ჩემი გარდაქმნა სასწაულებრივ,
სულს, ულამაზესს, უნდა ვუმადლო.

სიყვარულია ყოვლის მომცველი,
უდიადესი გრძნობა ცხოველი,
სიყვარულია უფალი ჩვენი,
სიყვარულითვე შექმნა ყოველი.

სიკეთე თან სდევს ყველა მოყვარულს,
მისგან მუხთლობას ნუღარ მოელი,
მაშ გაუმარჯოს ნამდვილ სიყვარულს,
ღმერთმა დალოცოს წყვილი ყოველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები