ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2013


სამშობლო - დარდი

სამი სამშობლო გამაჩნია და ერთი დარდი,
ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი და ფერეიდანი,
ცხოვრობდე მარტო, სამშობლოდან მოშორებული,
ტკივილი მითხარ, რაღა არის ამაზე მეტი?!
შეინარჩუნო ქართული ენა, ადათ-წესები,
ოთხასი წელი, გადაკარგულ ფერეიდანში,
სუფრისა თავში ამღერებდე ჩონგურს კლარჯეთში,
ჰერეთში ქურმუხს ლოცულობდე, ანთო სანთელი,
ამას შესძლებდა ქვეყანაზე მხოლოდ ქართველი.
სწორედ ეს არის ჩემი სამშობლო და ჩემი დარდი.

ვიცი ლექსი უხეშად ჟღერს, ძალიან ნუ განმიკითხავთ :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები