ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კლიმტ
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2013


შენ ვერ მიხვდები

შენ პატარა ხარ,დაწნული თმებით დადიხარ ხშირად.
მიყურებ–ხოლმე
და ვერც კი ხვდები,რომ მამა ვარ შენი.
გიკვირს პატარას,თუ რატომ ხედავ
წვერმოშვებულ,უცხო მამაკაცს ძალიან ხშირად:
გაჩერებაზე,
ანდაც
საერთოდ სადმე კუთხეში,
მუდამ ღიმილით
რომ დაგდევს თითქოს.

შვიდია მარტის,ზამთრის სუსხია გარეთ,
ქურდს ვგავარ ალბათ,შავებში ჩაცმულს,
რომელიც განძის მოპარვას ცდილობს.
და მეც ვაპირებ,ავიტუზო კარების მიღმა
და დაველოდო,რომ ჩაგეძინოს დედის ტკბილ
ჰანგზე. (რომელიც მთიშავს.
მიკარგავს უნარს
ვიფიქრო საღად).
ჰო, რას ვამბობდი...
და როცა სახლში ჩაქრება შუქი
და იმოძრავებს კედლებში სუსხი
თბილ კანს მოგიტან, ხელებით მამი
და შენც ჩამჭირდებ პატარა თითებს
როგორც ჩამჭირდე ზუსტად იმ ღამით,
როცა მოვედი შენთან პირველად
და მოგიტანე შიში ცრემლებით.
ახლაც ასე ვარ, მკვდარი ქურდივით
რომელსაც მიაქვს ურიცხვი განძი
და ეცოდება თავისი თავი,
რომ შეეშინდა ჰყოლოდა შვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები