| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 8 მარტი, 2013 |
მკვეხარი, ხელმრუდი და მექალთანე სამი კაცი გზასა მივიდოდა. ერთსა- სიტყვამრავალსა მამალი იღლიასა ამოეჩარა, მეორეს- დიაცთა მოყვარულსა ტიკჭორა მცირე და მესამესა- ხელმრუდსა- გვადრუცი რამე ეპყრა. წყაროსა ერთსა მიადგნენ.განისვენეს მუნ და პირი განიგრილეს. გაშალეს სუფრა მცირე. ერთმან პური ,ერთმან მწვანვილი და ერთმან არაყი ტიკჭორითა მოიღო. დაილოცეს და მაღლით ღმერთს მადლი შესწირეს. სასმელმან საუბრისა საღერღელი აუშალათ. გულისა მწიკვლი მათი ხალისობისა მდინარემან მოხოცნა. მამლიანმა თქვა: -ნათლულისა მოსაკითხად ვიყავ, ნათლიმამა შინ არ დამიხვდა. ნათლიდედამ ისრეთი სუფრა გამიწყო, უკეთესი არ იპოვებაო. კაი ბატასინი, ზურგიელი და ყოველი ამო ჭამადი მომართვა, ზედაც ცივი კახური.ეს მამალიც მანცა მიფეშქაშაო. გაეცინა ხელმრუდსა, -რად ცრუთა ამბავთა იგონებო. ნათლიდედა ღოლოსა ზედა გადაგატარებდა, ქმრისა კიდეგანობით. გამოსტუმრებული მაგას მამალს უგრძნობლად ხელსა გამოაყოლებდიო. არაო- იფიცდა მამლიანი, თავად მაჩუქა, ღმერთია მოწამეო. მაგრამ ვერ არწმუნა. მეორე მეინახემ სთქვა: -არ ეგრე იქმნებოდა, ნათლიმამისა შინა უყოფლობასა განზრახ მოაწყობდი. ნათლულსა მიაძინებდით. ნათლიდედასთან ჯერ პურობითა შეიქცეოდი და მერმე მასთანა ალერსობითა იხარებდიო. ესეცა იუარა, ჩემმან მზემან, არ ეგრე იყოო, მაგრამ ვერა შეაჯერა.ორნივე თავისა სიტყვასა ზედა დარჩნენ. შეგონება: ყოველი კაცი სხვისა ბრალისა შეწამებითა თავისა თავსა გასცემს.
2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალია მომეწონა, ენაც სწორედ ასეთი იმჯობინა. სულხან-საბას იგავ-არაკები გამახენდა. ძალია მომეწონა, ენაც სწორედ ასეთი იმჯობინა. სულხან-საბას იგავ-არაკები გამახენდა.
5. ბრავო! ) ++ ბრავო! ) ++
4. რა კარგი იყო... ძალიან კარგი...;-* 555 რა კარგი იყო... ძალიან კარგი...;-* 555
3. ყოველთვის ველოდები ამ გვერდზე პროზას. კარგი იგავია. თანამედროვე ენასაც მოიხდენდა. ყოველთვის ველოდები ამ გვერდზე პროზას. კარგი იგავია. თანამედროვე ენასაც მოიხდენდა.
2. ყოველი კაცი სხვისა ბრალისა შეწამებითა თავისა თავსა გასცემს. კარგი შეგონებააა ყოველი კაცი სხვისა ბრალისა შეწამებითა თავისა თავსა გასცემს. კარგი შეგონებააა
1. შესანიშნავი იგავი, შესანიშნავი შეგონება. შესანიშნავი იგავი, შესანიშნავი შეგონება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|