*** ეგ კაცი, რომ დგას ნაძვთან და ძლივს რომ ახელს თვალებს, სანაპიროზე სვამდა ლუდს, რამდენადმე მწარეს.
თუმცა არ არის ბავშვი, წინდაწინვე გრძნობს უკვე, რომ გააძრობენ სახლში ტყავს, რამდენადმე უხეშს.
ეძებს თვალებით ატმის ყვავილისმოფრო კაბას, არ შეეფეთოს სადმე ცოლს, რამდენადმე კაპასს.
ეს მეეზოვე ქალიც როგორ არიდებს სახეს... მივა ონკანთან, დალევს წყალს, რამდენადმე მყაყეს.
სკოლაში(იქვე, სახლთან) დაბალს რომ იღებს ქულებს, იფ! მიტყიპავდა ახლა შვილს, რამდენადმე სულელს...
წავა მშრალ ხიდზე(მორჩა!) ოდინდელ ნაცნობ კაცთან, ხოდა, მიჰყიდის გროშად სულს, რამდენადმე გამცვდარს!
*** ხშირად გიპყრობდა სევდა და გაჰყურებდი გზას, ელოდებოდი ჩემთან მე არ ვიცი კი რას.
ძმად მთვლიდი(გითქვამს „ძმაი“), ჩემს მეუღლეს კი, _ დად, წასვლა გინდოდა მაინც, მე არ ვიცი კი სად...
ხოლო ერთ დილით, როცა თრთვილი ანამდა მზით, ვერსი გივლია ოცი, მე არ ვიცი კი რით.
მერე გავიგე, ურმით რომ გავიარე გზად, თავი მოგიკლავს თურმე, მე არ ვიცი კი რად.
შობა ღამე
სამშობლოვ, დიახაც ლამაზო, მოთქმა და წუწუნი რომ გიყვარს, რამდენი წელია თამაშობ, ბოლოდან მეორე მოჰიკანს.
დავთვალოთ, აქამდე, რა იყო, რაც მოხდა, გასული შობიდან. ღმერთმა თუ ეს წელი წაიღო, სანაცვლოდ იმ წელს ხომ მოგვიტანს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ავტორი: ჩერნობილელი გენიოსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4 ავტორი: ჩერნობილელი გენიოსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
3. სამშობლოვ, დიახაც ლამაზო, მოთქმა და წუწუნი რომ გიყვარს, რამდენი წელია თამაშობ, ბოლოდან მეორე მოჰიკანს.
სამშობლოვ, დიახაც ლამაზო, მოთქმა და წუწუნი რომ გიყვარს, რამდენი წელია თამაშობ, ბოლოდან მეორე მოჰიკანს.
2. მომეწონა... წარმატებები... მომეწონა... წარმატებები...
1. ოჰოო!
ჯერ ერთი, ის, რომ მართლა ლექსებია ეს და არ მომიხდა პროზაში პოეზიის აღმოსაჩენად წვალება:)
"წავა მშრალ ხიდზე(მორჩა!) ოდინდელ ნაცნობ კაცთან, ხოდა, მიჰყიდის გროშად სულს, რამდენადმე გამცვდარს!"
მეორეც- ძალიან მოხდენილადაა ყოველი ფრაზა ნათქვამი და ლექსების რიტმს ყვები ისე, რომ ხმამაღლა წაკითხვა გინდება.
"მერე გავიგე, ურმით რომ გავიარე გზად, თავი მოგიკლავს თურმე, მე არ ვიცი კი რად."
მესამეც- აზრიანებიც!
"სამშობლოვ, დიახაც ლამაზო, მოთქმა და წუწუნი რომ გიყვარს, რამდენი წელია თამაშობ, ბოლოდან მეორე მოჰიკანს."
დიდი იმედი მაქვს, რომ გაჟონვის შემდეგ, მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვალეთ, თორემ ჩერნობილის ტრაგედიის ერთერთ ყველაზე ტრაგიკულ შედეგად ამას ჩავთვლი:)
ოჰოო!

| მონაცემები არ არის |
|
|