ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2013


კვამლი ბუხრიდან

წინადადებას ვგავარ: "დავღამდი",
ახლა, როცა არ გათენებულხარ.
ღიმილი შეგრჩა, როგორც ლაჟვარდი,
ვით ნაკვერჩხალი, ჩვენს ჩამქრალ ბუხარს.

სულ ერთ სიტყვაში გამოვიკეტე:
"დავღამდი", გარეთ ისევ ნისლია...
უყმუის მგელი, ღამის ცივ კერპებს,
ვარსკვლავებს დაბლა, როცა ისვრიან.

სამყარო კი, გავს სიტყვას: "არ მკმარა",
მგლური ინსტინქტით ისევ ნადირობს.
ალბათ მოვწყდები ახლა ვარსკვლავად
და შორს შევხვდები სულ სხვა ალიონს.

წინადადებას ვგავარ: "დავღამდი",
შენ კი, სიზმრებს შორს გადევნებულხარ.
გამოგეკიდო? – ალბათ აღარ ღირს...
ვწუხვარ ძვირფასო, ძალიან ვწუხვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები