მოკლედ მცირე მონოლოგით დავიწყებ შემდეგ მონათხრობს. აბსორბცია ცოტა არ იყოს ბევრისთვის უცნობი სიტყვაა და არ დაგიმელავთ მეც პატრიკ ზიუსკინდის წყალობით გავიგე მისი მნიშვნელობა და არსი. შთანთქმას, შეწოვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ მომივიდა აზრად ამ სიტყვისგან შემდგარი სათაური. ალბათ დღეს ბევრი რამე არის შთანთქმული და ბევრიც კიდევ პროცესშია. პროცესი შეიძლება დაჩქარდეს, შეფერხდეს ან საერთოდაც შეჩერდეს ყველაფერი ალბათ ჩვენს ადამიანების ხელთაა და მიმდინარე პროცესების ნაფიცი მსაჯულებიც ალბათ თითოეული ჩვენთაგანი ვართ.
ფარდა ოდნავ გადაწეული იყო და მზის შუქი მცირედით ანათებდა მდორე კვამლში გახვეულ ოთახს. ის უმოძრაო საგანივით იყო სავარძელზე გადაწოლილი და სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლე უმშვენებდა გვერდს. ერთი შეხედვით ჩაფიქრებული იყო, მაგრამ სინამდვილეში მის გონებაში სრული სიცარიელე სუფევდა, თითქოს რაღაც სპეციალური დანადგარის საშუალებით ამოგლიჯეს ყველაფერი და სინჯარაში მოათავსეს, რომელიც ვიღაც უღმერთომ სადღაც შორს გადაისროლა, რომლის უიმედო ძებნამაც სასოწარკვეთა გამოიწვია,. სასოწარკვეთამ კი რომელიც ალბათ ადამიანის ყველაზე დიდი სენია, მარჯვენა ხელში შუბლზე მიბჯენილი რევოლვერის სახით მოახდინა გამოვლინება. ადამიანი, რომელიც იტანჯება დრო ყოველთვის მომაკვდინებელ დარტყმას აყენებს, განსაკუთრებით წამები, რომლებიც იმდენად ნელა მიდიან, რომ აუტანელი ხდება მათი წარმოსახვითი წიკწიკი. ჩახმახი დაეშვა და ყრუ ხმა გამოსცა. სხეულის მდგომარეობამ მხოლოდ ოდნავი კორექტივები განიცადა. ყოველი დილა იმედისმომცემად იწყებოდა. მოღრუბლული ამინდიც კი არ იყო საშინელი, რადგან ოდესმე მზე გამოვიდოდა და ეს სიხარულით ავსებდა მას. მზესთან ყველაზე ტკბილი მოგონებები აკავშირებდა. ჯერ იყო თოფების სროლა ბიჭია ბიჭიო, რო გაიძახოდნენ და თან აქუხებდნენ. შემდეგ საბავშვო ბაღი და სათამაშოებში ასახული ბედნიერება, შემდეგ სკოლა, რომელმაც დედის კალთას პირველად მოწვიტა ცხოვრებაში და დაუნდობელი მასწავლებლები, რომლებიც არცერთი ლექსის არც ერთ ბწკარს არ პატიობდნენ. ბოლო ზარი, პირველი ალკოჰოლი და პირველი იმედგაცრუებული სიყვარული, რომელიც ერთობლიობაში სიამოვნების მომგვრელად ამოტივტივდებოდა ხოლმე გონებაში. უნივერსიტეტი, დიდი სამომავლო გეგმები, წითელი დიპლომი და საქმე რომელიც შინაგან მოწოდებასთან ასოცირდება. ურიცხვი ბედნიერება, რომელიც წლების მიხედვით იყო დალაგებული წარმოსახვით თაროებზე. მისმა ცხოვრებამ რიტმი იპოვა. გადიოდა წლები მის თაროებზე ისეთივე სიხშირით ვეღარ იდებოდა ახალი მასალა, სიმართლე ითქვას და ეს სულაც არ აღელვებდა, აღარ იყო ეს უკვე მისთვის მნიშვნელოვანი. იმ «რიტმმა» ისე ჩაითრია, რომ უკვე აღარ შეეძლო მის გარეშე ყოფა, მხოლოდ მას ემორჩილებოდა და ეთაყვანებოდა, ირგვლივ ვეღარავის ამჩნევდა გარდა თავისი კოშკებისა, რომელიც ყოველ წამს ელანდებოდა სწრაფად მზარდი სახით. ერთ დღესაც დაფიქრდა და მიხვდა, რომ მისი სული ყველა ადამიანური გრძნობებისგან იყო გამოფიტული და გამოსუფთავებული. თავზარი დასცა ამის შეგნებამ, მიუბრუნდა იმ ძველ წარმოსახვით თაროს სადაც ცხოვრების საუკეთესო მომენტები ეგულებოდა, მაგრამ იქ არსებული მასალა იმდენად გახრწნილიყო , რომ წაკითხვა შეუძლებელი იყო. თავბრუს ხვევისგან თავი ვეღარ შეიკავა და სავარძელში ჩაესვენა.... ჩახმახმა ყრუ ხმა გამოსცა....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მუშაობა გინდა და გამოგივა :-) ჩემი მაქსიმუმი აქ:-) მუშაობა გინდა და გამოგივა :-) ჩემი მაქსიმუმი აქ:-)
12. დიდი მადლობა დიდი მადლობა
11. მეც მოვიწონე წარმატებები და სიკეთე ავტორს<3++ მეც მოვიწონე წარმატებები და სიკეთე ავტორს<3++
10. მომეწონა +2 წარმატებები. მომეწონა +2 წარმატებები.
9. ავტორი: გიორგი ლომიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
12 მარტი, 2013 ავტორი: გიორგი ლომიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
12 მარტი, 2013
8. დიდი მადლობა .
გავითვალისწინებ აუცილებლად.
დიდი მადლობა .
გავითვალისწინებ აუცილებლად.
7. წინსვლით... რჩევები..აუცილებლად..გაითვალისწინეთ... ჩემგან+2 წარმატებას..გისურვებ... გაიხარე..შენა.. წინსვლით... რჩევები..აუცილებლად..გაითვალისწინეთ... ჩემგან+2 წარმატებას..გისურვებ... გაიხარე..შენა..
6. 1. დაგეთანხმები. "ცოტა არ იყოს" გაუმართავს ხდის წინადადებას და ჩავასწორებ. 2.მეც აშკარად ვერა იმიტომ, რომ სწორედ ეგრე მგონია და ეგ ინდივინდუალურია. მგონია, რომ დრო ყველაფრის მკურნალი არაა . 3. 90-იანებში გავიზარდე და სათამაშო ისეთი რამ იყო ჩემთვის რასაც მხოლოდ დაბ. დღეებზე ვღებულობდი ძირითადად,. ამ დროში გაზრდილი ხალხისთვის ალბათ ნაცნობია ის ბედნიერი წუთები როცა ახალ სათამაშოს იღებდა მფლობელობაში. სწორედ ეს ვიგულისხმე. ანუ იმ იშვიათი და სანუკვარი ნივთის ქონა. 4. ამაზე არ მაქ პასუხი გარდა იმისა რაც წერია.
მადლობთ კომენტარისთვის და კეთილი სურილებისთვის. 1. დაგეთანხმები. "ცოტა არ იყოს" გაუმართავს ხდის წინადადებას და ჩავასწორებ. 2.მეც აშკარად ვერა იმიტომ, რომ სწორედ ეგრე მგონია და ეგ ინდივინდუალურია. მგონია, რომ დრო ყველაფრის მკურნალი არაა . 3. 90-იანებში გავიზარდე და სათამაშო ისეთი რამ იყო ჩემთვის რასაც მხოლოდ დაბ. დღეებზე ვღებულობდი ძირითადად,. ამ დროში გაზრდილი ხალხისთვის ალბათ ნაცნობია ის ბედნიერი წუთები როცა ახალ სათამაშოს იღებდა მფლობელობაში. სწორედ ეს ვიგულისხმე. ანუ იმ იშვიათი და სანუკვარი ნივთის ქონა. 4. ამაზე არ მაქ პასუხი გარდა იმისა რაც წერია.
მადლობთ კომენტარისთვის და კეთილი სურილებისთვის.
5. ,,ცოტა არ იყოს ბევრისთვის უცნობი'' ეს როგორ ხდება? ,,ადამიანი, რომელიც იტანჯება დრო ყოველთვის მომაკვდინებელ დარტყმას აყენებს '' აშკარად ვერა.. სათამაშოებში ასახული ბედნიერება როგორია მართლა მაინტერესებს, ანუ თქვენ რა იგულისხმეთ. ,,ყველა ადამიანური გრძნობებისგან'' –ყველა ადამიანური გრძნობისგან.
გაუმართავი იყო (ძალზედ) . არ მომეწონა სიუჟეტი.
წარმატებები ავტორს. ,,ცოტა არ იყოს ბევრისთვის უცნობი`` ეს როგორ ხდება? ,,ადამიანი, რომელიც იტანჯება დრო ყოველთვის მომაკვდინებელ დარტყმას აყენებს `` აშკარად ვერა.. სათამაშოებში ასახული ბედნიერება როგორია მართლა მაინტერესებს, ანუ თქვენ რა იგულისხმეთ. ,,ყველა ადამიანური გრძნობებისგან`` –ყველა ადამიანური გრძნობისგან.
გაუმართავი იყო (ძალზედ) . არ მომეწონა სიუჟეტი.
წარმატებები ავტორს.
4. ავტორი: გიორგი ლომიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 1
12 მარტი, 2013
ავტორი: გიორგი ლომიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 1
12 მარტი, 2013
3. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ობიექტური შეფასებისთვის. ვიცი, რომ ბევრი ხარვეზი მაქ და შევეცდები გამოვასწორო. თქვენი ნათქვამი, რომ დავიხვეწები საკმაოდ სასიამოვნო და მასტიმულირებელი ფაქტორია ჩემთვის.იმედია არ იქნება აბსორბციული :))) დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ობიექტური შეფასებისთვის. ვიცი, რომ ბევრი ხარვეზი მაქ და შევეცდები გამოვასწორო. თქვენი ნათქვამი, რომ დავიხვეწები საკმაოდ სასიამოვნო და მასტიმულირებელი ფაქტორია ჩემთვის.იმედია არ იქნება აბსორბციული :)))
2. უნდა ვთქვა რომ ძალიან ყურში მომხვდა "იყო"–ს ბევრჯერ ხსენება,იქნებ სხვა რამით ჩაანაცვლოთ,მეტისმეტია.მთლიანობაში არაუშავდა...თანდათან დაიხვეწები.მე წარმატებას გისურვებ და გისურვებ კიდე რომ შენი სახელი არ იყოს აბსორბცირებული....:))) არამედ პირიქით. ხო წახალისების ქულასაც გიწერ და შემოგივლი კიდევ. უნდა ვთქვა რომ ძალიან ყურში მომხვდა "იყო"–ს ბევრჯერ ხსენება,იქნებ სხვა რამით ჩაანაცვლოთ,მეტისმეტია.მთლიანობაში არაუშავდა...თანდათან დაიხვეწები.მე წარმატებას გისურვებ და გისურვებ კიდე რომ შენი სახელი არ იყოს აბსორბცირებული....:))) არამედ პირიქით. ხო წახალისების ქულასაც გიწერ და შემოგივლი კიდევ.
1. სიუჟეტს ის ემოციურობა აკლია, რასაც ასეთი ფინალი ითხოვს. "მზესთან ყველაზე ტკბილი მოგონებები აკავშირებდა. ჯერ იყო თოფების სროლა ბიჭია ბიჭიო, რო გაიძახოდნენ" - როგორც წესი, ეს მომენტი არავის ახსოვს. სიუჟეტს ის ემოციურობა აკლია, რასაც ასეთი ფინალი ითხოვს. "მზესთან ყველაზე ტკბილი მოგონებები აკავშირებდა. ჯერ იყო თოფების სროლა ბიჭია ბიჭიო, რო გაიძახოდნენ" - როგორც წესი, ეს მომენტი არავის ახსოვს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|