ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
17 მარტი, 2013


* * *

გაბრიელ გარსია-მარკესი ამბობს, რომ ”ადამიანები ისე ვცხოვრობთ, თითქოს სიკვდილი არასდროს მოვა და ბოლოს ისე ვკვდებით, თითქოს არასდროს გვიცხოვრია.”ჩვენ, ადამიანებს, ხანდახან ყველაფერი ერთად გვინდა, ხანდახან კი არაფერი, ჩვენს თავებში ვერ გავრკვეულვართ და არ ვიცით, რა გვინდა სინამდვილეში. ჩვენ გვაქვს მიზნები და ოცნებები, მაგრამ ზოგი ხვალისთვის გვაქვს გადადებული, ზოგიც კი წარმოუდგენლად მიგვაჩნია. მიზნისთვის სწრაფვა არ გვინდა, იმიტომ, რომ რაღაც გვაბრკოლებს, რაღაც ხელს გვიშლის და ვივიწყებთ იმას, რისთვისაც ნამდვილად ღირს შრომა, რაც შეგვიძლია და რაც გვინდა, ვივიწყებთ რატომ დავიბადეთ და რა უნდა გავაკეთოთ, რა გვევალება. მხოლოდ ამაოებით ვართ შემოფარგლულნი, ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შევჭამოთ, რა ჩავიცვათ და რა დავიხუროთ, ამ დროს კი ჩვენ უსულო ცხოველებს ვემსგავსებით, რომლებსაც არ შეუძლიათ ფიქრი და აზროვნება. რატომ ვიბრმავებთ თვალებს, როცა შეგვიძლია გახელა და სილამაზის დანახვა, რატომ ვუშვებთ ხელებს, როცა შეგვიძლია მიზნისთვის ბრძოლა, რატომ ვჩერდებით, როცა უნდა გავიქცეთ,რატომ ვიძინებთ, როცა სიფხიზლეა საჭირო?! ცხოვრების დინებას მივყვებით და ისიც გვავიწყდება, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან. დროს,რომელიც გვგონია, რომ არასდროს დაგვიმთავრდება უაზროდ ვხარჯავთ, და მერე კი, როცა გავიგებთ, როგორ უნდა გვეცხოვრა,მივხვდებით,რომ თურმე სიცოცხლე არ გვყოფნის, ზუსტად ის სიცოცხლე, რომელიც გვეგონა, რომ თავზე საყრელად გვქონდა...
საკუთარი საზღვრები გვაქვს დაწესებული და იმის იქით ნაბიჯს არ ვდგამთ, არც გვაინტერესებს რა ხდება იქ, ამ საზღვრის ერთ მხარეს შესაძლებელს, და მეორეს შეუძლებელს ვეძახით. საზღვართან კი არასდროს მივსულვართ, არასდროს გვინახავს რა ხდება იქ და არც არასდროს მოგვდომებია, რომ გადავსულიყავით მეორე ”მხარეზე”... გვავიწყდება, რომ მეორე მთის დასანახად ჯერ პირველი მთის წვერზე უნდა ავიდეთ, რომელიც ხედს გვიფარავს და არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ მეორე მწვერვალი, სადაც ყოფნაზეც ვოცნებობთ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია და თუ მოივინდომებთ, თუ ჩვენი სურვილის და რწმენის ძალა  დაამარცხებს ჩვენში ყოველგვარ დაბრკოლებას და შიშს, ჩვენ გავარღვევთ ის დამაბრმავებელ წრეს, რომელიც ჩვენს გარშემო დაგვაქვს და არც კი გვიცდია მისი მოშორება, რომლის იქითაც ყველაფერი შესაძლებელია ადამიანისთვის. ამისათვის სურვილის და რწმენის უსაზღვრო  არსებობაა საჭირო. რწმენის იმისა, რომ ადამიანს მართლაც შეუძლია, გადადგას მთა, თუ ის ამას დაიჯერებს, რწმენა იმისა, რომ ადამიანი უფლის ხატად და მზგავსადაა შექმნილი და ადამიანს შეუძლია თავისი ცხოვრების სწორად წარმართვით დაემსგავსოს შემოქმედს, ის კი ყოვლის შემძლეა, როგორც თავის თავში განმტკიცებული და რწმენით აღსავსე ადამიანი. არ არის ზღუდე, რომლის გადაბიჯებაც მას არ შეუძლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები