 | ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია 17 მარტი, 2013 |
დილაადრიან აშლილებს, ჭიუხში ჯიხვებს ვხოცავდი, თვალთ მხედველობას სიმარდეს, თოფის სიმართლეს ვლოცავდი.
ხან ისეთ ქარაპს ვხვდებოდი, სალს კლდეზე ძლივსა ვცოცავდი, რა გავიდოდი უვნებლად, ჩემსა ღმერთებსა ვლოცავდი.
დამიფრთხებოდნენ მირბოდნენ, ხანდისხან ასეც ხდებოდა, მივსდევდი მივეწეოდი, ვესვროდი მიზანს ხვდებოდა.
კლდით-კლდეზე ისე ვხტებოდი, ვით ფოცხვერი თუ კანჯარი, თოფი და ჯოხი თან მქონდა, ის იყო ჩემი აბჯარი.
პირდაღებულნი უფსკრულნი, ჩემზე ილესდნენ კბილებსა, წარბშეუხრელად ვიდოდი, ვტოვებდი განაწბილებსა.
და ბოლოს ტებულოს თავში, თოვლის მომისკდა ზვავიო, დაგორდნენ ქვა და ლოდები, თითქოს შეეკრათ ზავიო.
დაუნანებლად მთელავდნენ, ზვავის ტალღები ავია, ვეცადე ვერ გამოვედი, ვერ დავაღწიე თავია.
ქვევით ამხანაგს ჩაუჩნდა, ზვავი კლდეებზე ხეთქებით, განზე გადგა და დაუწყო, ცქერა თვალების ცეცებით.
რა ნახა ზვმა წამიღო, მოტაცებული ცერითა, მომმართა მოსაშველებლად, დრო არ დაკარგა ცქერითა.
ზვავში შევარდა ჩააგდო, თავის სიცოცხლე არადა, უნდოდა გამომდგომოდა, ამხანაგს რვალის ფარადა.
ბედმა უმტყუვნა წადილი, არ დაუფასდა ჩალადა, ხელთ შევრჩი უსულო გვამი, მიძინებული მარადა.
ქოქორიშვილის სახსოვრად, ლექსი დავწერე მონამა, კოსტალეს გახსენებაზე, ცრემლმა თვალები მონამა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. :) madloba... :) madloba...
10. კოსტალეს გახსენებაზე...
"კოსტალე"... გამეღიმა, ისე თუშურია ეს, ისე... :)
5. კოსტალეს გახსენებაზე...
"კოსტალე"... გამეღიმა, ისე თუშურია ეს, ისე... :)
5.
9. მადლობა ულამაზესი კომენტარისთვის..) მადლობა ულამაზესი კომენტარისთვის..)
8. ექსპრესიული თხრობაა- ხედავ, როგორ გადადის ქარაფებზე მონადირე და ზვავის ხმაც გესმის.
მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად განწირული სიცოცხლის უკვდავსაყოფი ლექსია. ექსპრესიული თხრობაა- ხედავ, როგორ გადადის ქარაფებზე მონადირე და ზვავის ხმაც გესმის.
მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად განწირული სიცოცხლის უკვდავსაყოფი ლექსია.
6. მადლობა..ასევე...:) მადლობა..ასევე...:)
5. კარგია))წარმატებები)) კარგია))წარმატებები))
4. კარგია))წარმატებები)) კარგია))წარმატებები))
2. ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
1. მომეწონა ნაღვლიანი მიძღვნა. გაიხარე. მომეწონა ნაღვლიანი მიძღვნა. გაიხარე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|