მე წუხელ ამ ცხოვრებისა არ ვიყავი. თავიდან ეს სიკვდილის წინათგრძნობა მეგონა. მერე მივხვდი, მოვიდა გაზაფხული... და სამყარო შევიდა მასში, და მეც შევედი მასში, როგორც ერთადერთ თავშესაფარში, და აქ მიწა არ იყო ცივი და აქ იყო სიცოცხლე. აქ შევედით ყველა ერთად, მაგრამ საკუთარი თვალებით, საკუთარი სხეულებით. ჩვენ ავშრიალდით, განვიტოტეთ და სიცოცხლის ვარდისფერ ნისლში ირწეოდა ჩვენი ფიქრები. ჩვენ ვღიღინებდით გაზაფხულის პირველ სიმღერას და ფრთხილი წვიმა ამტკიცებდა, რომ ეს იყო რეალობა, ამ სიმღერას რათქმაუნდა შენ გიმღეროდი. რომ ვშრიალებდი მხოლოდ შენთვის რომ მე ვიყავი ფესვებგამდგარი, ხე, მსხმოიარე მხოლოდ შენს გამო. რომ ამხელა გაზახულში ჩვენი ფესვები , თბილი მიწის ქვეშ მოძებნიდნენ ერთიმეორეს, ჩაეხვეოდნენ სამუდამოდ, სამარადჟამოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ტავიდან სჯობს კარგად დაიწყოო ვიდრე ბოლოდაასრულოო :) ასე რომ თავს მიხედე :) ტავიდან სჯობს კარგად დაიწყოო ვიდრე ბოლოდაასრულოო :) ასე რომ თავს მიხედე :)
1. ბოლოს კარგი იყო, თავიდან ეს "შესვლები"ისე რა :))
+ ბოლოს კარგი იყო, თავიდან ეს "შესვლები"ისე რა :))
+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|