 | ავტორი: კახელი ჟანრი: პროზა 23 მარტი, 2013 |
-გამარჯობათ, ბატონი თეიმურაზი ბრძანდებით? -დიახ, მე ვარ, შამობრძანდით. - მოხუცს, ქართველის დანახვაზე ცრემლები წამოუვიდა. სახლში შევიდნენ, ირგვლივ მიმოიხედეს, მხოლოდ ერთი საწოლი, მაგიდა ოთხი სკამით და ჭურჭლის სათავსო იდგა, კედლებზე ძველებური იარაღი და ხალიჩები ეკიდა. -მე, დავითი გახლავართ, ეს ნიკაა. ჟუნრალისტები ვართ საქართველოდან. ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებზე სტატიას ვწერთ, სოფელში მითხრეს, რომ თქვენ არაჩვეულებრივად ფლობთ ქართულს და ჩვენი სტატიისთვის კარგი რესპოდენტი იქნებით. იმედია ნებას მომცემთ ინტერვიუ ჩამიგართვათ, თქვენი და აქაური ქართველების შესახებ. -კი ბათონო, დიდად ნასიამი დავრჩები -როდის გეცლებათ? -ოთხმოცდაოთხი წლის ავადმყოფი ვარ, ერთადერთი ჩემი საქმიანობაა ახალგაზრდებს ქართული ენა და წერა ვასწამლო, ასე რომ, სულ მცალია. -კარგით, მაშინ დავიწყოთ ... პირველ რიგში მინდა გკითხოთ ასე კარგად საიდან ფლობთ ენას? -ჩემ ბალღობაში აქ ერთი ქალი ჩამოვიდა საქართველოდან, მარიამ ერქა, როგორც ღმთისმშობელს, მან დაიწყო ქართული ენის ფუძიანი სწამლება, მეც მას მიმბარეს, კარგი ქალი იყო წიგნებსაც მჩუქნიდა და ეხლა მე თვითონ ვასწამლი მშობლიურს. -გასაგებია ... წეღან თქვენ ღვთისმშობელი ახსენეთ, აქაური ქართველები ქრისტიანები არ არიან, როგორც მე ვიცი, თქვენ მონათლული ხართ? -ეგ ჩემი ოცნება, მონათლა ოცნება, როგორც საქართველოს ნახვა. გულით ქრისთეანი ვარ, მა შემდეგ რაც ისტორია სამშობლოსი ვისწამლე კარგა. ქრისტიანობა ძალათ გადააკეთებიეს წინაფრეებს თურმე. საქართველოც ღმთისმშობლის წილხვედრია მიტომა გადარჩა ბევრ ომსა. -ალბათ ძელიან გიჭირთ აქ ცხოვრება. - მოხუცმა თავი ჩახარა და კვლავ ცრემლები წამოუვიდა - აქაურობის შესახებ მიამბეთ, როგორ ცხოვრობთ, რა ტრადიციები შემოგრჩათ? -ტრადიციას რაც შეგვიძლია ვიცამთ, ჩვენმა წინაპრებმა უდაბნოში ვაზიც კი მოიყანეს, ღვინოს ვაყენებთ, სუფრის წესებს კარგა ვიცამთ, სადღეგრძელოებს ვამბობთ, ხინკალ და მწვადს ვაკეთებთ, ქალს პატიმს ვცემთ, ახალგაზრდები ლახტიობას და ჭყავჭყაობას თამაშობენ... -კარგით, დღეისთვის გვეეყოფა, სხვებიც უნდა მოვინახულოთ. ხვალ კიდევ შეგხვდებით. მოხუცმა თეიმურაზმა სტუმარები გააცილა. მეორე დღეს კვლავ ჩაწერეს ინტერვიუ, შემდეგ ჟურნალისტები საქართველოსკენ გამოეშურნენ, იყო ცრემლები და დაპირებები, რომ კვლავ ჩავიდოდნენ, არ დაავიწყდებოდათ მათი არსებობა და ქართველობა. გავიდა ორი წელი, დავითს კავშირი ჰქონდა ფერეიდნელ ქართველებთან. ბატონი თეიმურაზის ავადმყოფობა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ბოლოს ლოგინად ჩავარდა. და აი კვლავ მოიპოვა დავითმა დაფინანსება ფერეიდანში წასასვლელად, გამგზავრების წინ ერთი მუჭა მიწა და ნაკურთხი წყალი წაიღო მოხუცისთვის. ქართველთა სოფელში ჩასვლისთანავე, თეიმურაზის სახლისკენ გაეშურა, ჭიშკართან ხალხი იყო შექუშებული. სახლში შევიდა, მოხუცი ლოგინზე იწვა და სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა. -სამშობლო, საქართველო, ღმერთო შემინდე - ლუღლუღებდა მოხუცი. დავითმა ხალხი გაარღვია, მოხუცთან მივიდა და ხელებში მიწა ჩაუყარა. -ეს საქართველოა ბატონო თეიმურაზ, თქვენ ოცნება აიხდინეთ და ის შეიგრძენით. -მომნათლე, მომნათლე შვილო. -არ შემიძლია, ეგ მღვდელმა უნდა გააკეთოს. -მომნათლე, მომნათლე - აკანკალებული ხმით კვლავ ამოილუღლუღა მოხუცმა და ცრემლები წამოუვიდა. დავითმა თავის მამაოს დაურეკა და რჩევა ჰკითხა. ნაკურთხი წყალი აიღო, ლოცვა წაიკითხა და მოხუცს პირჯვარი გამოსახა. -მონათლული ხართ. მოხუცმა გაიღიმა და ბედნიერმა დატოვა ქვეყანა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. უი :დ დაბეჭვდაში მომდის შეცდომები, ეხლა ნეტა შეიძლება გამოსწორება? უი :დ დაბეჭვდაში მომდის შეცდომები, ეხლა ნეტა შეიძლება გამოსწორება?
5. მაგდენს კი მივხვდი :), მაგრამ ესენი არა მგონია იმ მოხუცის ნალაპარაკევიდან იყოს: "სალხში, ოთხო, ჟუნრალისტები, ჩევენი, მოხიცმა და ა.შ"(თქვენ წაიკითხეთ უფრო დაკვირვებით), სასვენი ნიშნებიც აკლია. მაგდენს კი მივხვდი :), მაგრამ ესენი არა მგონია იმ მოხუცის ნალაპარაკევიდან იყოს: "სალხში, ოთხო, ჟუნრალისტები, ჩევენი, მოხიცმა და ა.შ"(თქვენ წაიკითხეთ უფრო დაკვირვებით), სასვენი ნიშნებიც აკლია.
4. მხოლოდვაფასებ: არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ სიკვდილით ცხოვრება არ მთავრდება, ის უბრალოდ დასასრულია ერთი მონაკვეთის. არც ნაწარმოები მთავრდება წერტილით, თუ ვინმეს გულში დარჩება. მანანა ჰაჰაჩია: შეცდომები სპეციალურადაა, ეს ფერეიდნელის ლაპარაკია. მხოლოდვაფასებ: არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ სიკვდილით ცხოვრება არ მთავრდება, ის უბრალოდ დასასრულია ერთი მონაკვეთის. არც ნაწარმოები მთავრდება წერტილით, თუ ვინმეს გულში დარჩება. მანანა ჰაჰაჩია: შეცდომები სპეციალურადაა, ეს ფერეიდნელის ლაპარაკია.
3. კარგია, მაგრამ კორექტურა სჭირდება, ბევრი შეცდომაა. კარგია, მაგრამ კორექტურა სჭირდება, ბევრი შეცდომაა.
2. ნაწარმოებს რაც შეეხება მომეწონა +2, ერთი კითხვა მაქვს ყველლა თქვენი ნაწარმოები სიკვდილით რატომ მთავრდება? (ნუ იმას არ ვგულისხმობ რომ ასე არ უნდა იყოს, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს) ნაწარმოებს რაც შეეხება მომეწონა +2, ერთი კითხვა მაქვს ყველლა თქვენი ნაწარმოები სიკვდილით რატომ მთავრდება? (ნუ იმას არ ვგულისხმობ რომ ასე არ უნდა იყოს, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს)
1. ჟრუანტელმა დამიარა. ძალიან კარგია. ჟრუანტელმა დამიარა. ძალიან კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|