 | ავტორი: გ.დ. ჟანრი: პროზა 21 მარტი, 2013 |
-გიხდებათ წიტელი ბერეტი. -გმადლობთ! -წვიმს, შეიძლება თქვენს ქოლგას შევეფარო? მძულს წვიმა და არ მინდა დავსველდე -მე არც კი გიცნობთ! -ხოდა, ერთმენეთსაც გავიცნობთ... ასე უაზროდ ვცადე მასთან საუბრის წამოწყება. უნივერსიტეტის წინ, გაჩერებაზე ვიდექით. უმოწყალოდ წვიმდა. ზოგადად მიყვარს წვიმიანი ამინდი, თუმცაღა იმ მომენტში წვიმის სიძულვილი და ქოლგის ქვეშ ამოფარება მხოლოდ საბაბი იყო მის გასაცნობად. გაამართლა. თანხმობა მივიღე. ვდგავარ მასთან ასე ახლოს. თითქმის მისი გულისცემის ხმა მესმის. ხმის ამოღებას ვერც კი ვბედავ, მაგრამ როდემდე უნდა ვიყო ჩუმად. -აქვე ახლოს ჩაის სახლია, ხომ არ შევსულიყავით. -წვიმს, ცივა და ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ ტრანსპორტი იგვიანებს. სულელი უნდა ვიყო უარი რომ გითხრათ! ცოტა არ იყოს დამაბნია ასეთმა პირდაპირმა პასუხმა. ვიფიქრე ცოტას იყოყმანებდა და უარს მეტყოდა. ამის შემდგომ მე მომიწევდა მისი გადარწმუნება და საბოლოოდ იმ შედეგს მივაღწევდი, რომ წვალებით მაგრამ მაინც დავითანხმებდი ჩემთან ერთად ფინჯანი ჩაი დაელია. სწრაფი ნაბიჯებით გავუყევით გზას. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად შვიდი წუთი დაგვჭირდა. შევედით დიდი ჭაღით განათებულ დარბაზში, სადაც მაგიდები წრიულად იყო განლაგებული. დარბაზის კუთხეში ფართო ადგილი იყო გამოყოფილი სადაც დიდი შავი როიალი იდგა. ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდასთან დავსხედით და მენიუ მოვითხოვეთ. ახლაღა გამახსენდა რომ საფულე სახლში დამრჩა. ჯიბე მოვიქექე. ჩემი ფინანსები ორიდან სამი ლარის ფარგლებში მერყეობდა. ცივმა ოფლმა დამასხა. ვერ გავრისკე მისთვის მეთქვა რომ უფულოდ ვიყავი. თავს ვერც იმის უფლებას მივცემდი რომ მას დავეპატიჟე. ამიტომ გადავწყვიტე მოვლენების განვითარებას დავლოდებოდი და ყველაფერი ბედისწერისთვის მიმენდო. დაე ყოფილიყო ისე როგორც ,,მას’’ (განგებას) სურდა. თითო ფინჯანი ჩაი დავლიეთ. მოვლენები საინტერესოდ ვითარდებოდა. ცოტა ვისაუბრეთ. თითქმის ყველა თემას მოვედეთ. თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც დაგეგმილი მქონდა, მაგრამ მაინც რაღაც მაკლდა, ოღონდ ვერ ვხვდებოდი რა. ამასობაში როიალს ახალგაზრდა, ასე 25-27 წლის მამაკაცი მიუჯდა... ნახევარი საათის მერე ჰაერი გაჯღენთილი იყო მოცარტის, შოპენის და ვივალდის ჰანგებით. და აი ახლა კი მივხვდი რაც მაკლდა. ეს იყო მუსიკა. ტანგო. სხეულის და ვნებების თამაში. ცეკვა შევთავაზე. საბედნიეროდ კვლავაც თანხმობა მივიღე. მასთან ასე ახლოს მხოლოდ ერთხელ ვიდექი, წვიმაში გაჩერებაზე. ახლაც ვგრძნობდი მის გულისცემას. კვლავ წვიმაში, ქოლგის ქვეშ მეგონა თავი. ტანში ჯრუანლტელმა დამიარა. ძარღვები დამეჭიმა. ფეხები ერთმანეთში მებლანდებოდა. ცეკვა მიჭირდა. მის სურნელს ვგრძნობდი. თავი ხელში ავიყვანე და როგორც იქნა ტანგოც დასრულდა. ამასობაში წვიმამამაც გადაიღო. მთხოვა ცოტა გავისერინოთო. ანგარიში მოვითხოვე. ვიცოდი რომ გადამხდელი არ ვიყავი მაგრამ სასწაულის იმედი მქონდა. და აი ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა. მიმტანმა სანდომიანი ხმით გვამცნო რომ აქცია ჰქონდათ. დღის განმავლობაში აქცია ჰქონდათ. ყოველი მეოცე კლიენტისათვის სტუმრობა უფასო იყო. გულზე მომეშვა. სწრაფი ნაბიჯებით დავტოვეთ იქაურობა. სახლამდე მივაცილე... ... მოულოდნელად ჩემი სახელი გავიგონე... გიორგი, გიორგი. ხმა თანდათან უფრო ძლიერდებოდა. როგორც იქნა გამოვფხიზლდი... წვიმისგან ერთიანად ვიყავი გალუმპული. გოგონა კვლავ ქოლგით ხელში იდგა. მასთან მივედი... -გიხდებათ წითელი ბერეტი... -გმადლობთ!.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. -გიხდებათ წითელი ბერეტი...
გილოცავ დაბადების დღეს :) -გიხდებათ წითელი ბერეტი...
გილოცავ დაბადების დღეს :)
1. გულწრფელად დაწერილია, რასაც ძალიან ვაფასებ. გულწრფელად დაწერილია, რასაც ძალიან ვაფასებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|