ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
23 მარტი, 2013


ხასიათი ძალაუფლებისა

ხასიათი ძალაუფლებისა
  მეფობდა ბაღდადს ამირა ერთი ეგზომ სასტიკი, უსამართლო და მრავლისა ავისა მოქმედი, რომ მისსა ნავალსა ზედა მწვანვილი არღარა ხარობდა. ვაჭართა ნავაჭრსა უყოფდა, ხელოსანთა ავიწროებდა, ყადთა როზგვითა ილხენდა. ერსა მას დიდად აჭირვებდა. ყოველთა ამა სიკეთესა თანა უცნაური ზნე ერთი სჭირდა. ჟამითჟამად, რა მზე დასავალსა დაივანებდა, სასახლისა თვისისა წალკოტსა მიმართავდა. რა გულისა მძვინვარებასა ვერა დაიცხრობდა, ვარდთა ფეხითა სთელვიდა. გულისა წუთხსა კეკლუცისა მუსვრით იქარვებდა.
  და იყო ქალაქსა მას კაცი ერთი- მეცნიერი და ყოვლითა კეთილითა შემკული, სახელად მაჰდი. ენასა ზედა იანი უყვაოდა. უყვარდა ერსა მას მაჰდი სამართლიანობისა მისისათვის. არა სთნდა მას კაცსა ქაფარობა ამირისა. და მოუწოდა მაჰდი ერსა მას დამხობად ბოროტისა ხელისუფლისა. ჰქნეს ეგრეთ. დღესა ერთსა  განაძეს ამირა იგი და დასვეს მის მუქფად მაჰდი.დია განიხარა ერმა. ახალი ამირა იგი ყოველთა მართლად განსჯიდა, საფასესა გასცემდა, ჭირვეულთა ყოველთა შეიწყნარებდა,
  გამოხდა ხანი. ძალითა თრობამა დაბინდა გული მისი. ბრალეულთა არა შეიწყალებდა, მოაჯეთა არა განიკითხავდა. ემონა მამონასა. რა  შემწუხრდის, იკარგებოდის.
  დღესა ერთსა იხმო აქიმი თვისი ბუზმირ და უბრძანა: ბრჭალსა ეკალნი განმეწონა და მიშველეო. -ვითარ წაგეკიდა საქმე ესეო- ჰკითხა აქიმმა და :ვარდთა ფეხითა ვსთელვიდიო- მიუგო მაჰდი.
  შეგონება: ძალისა უფლება კეთილსაცა კაცსა ბოროტად მოაქცევს.

          2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს