ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2013


სიყვარულის სიმღერა

მოდი, წავიდეთ მე და შენ,
როცა საღამო იღვრება და ავსებს ზეცას,
როგორც ეთერიზებული პაციენტი მაგიდას;
მოდი, წავიდეთ ამ ნახევრად უდაბური ქუჩებით,
რომლებიც მოუსვენარ ღამეთა
ბუზღუნით იხევენ უკან, ღამის გასათევ იაფ ჰოტელებში
და ლოკოკინების ნიჟარნამსხვრევიან რესტორნებში:
ქუჩებით, რომლებიც მოგვყვებიან მზაკვრული განზრახვის
დამღლელ არგუმენტებად,
რათა მიგვიყვანოს დამთრგუნველ კითხვამდე...
ოღონდ ნუ მკითხავ ”ეს რა კითხვაა?”
მოდი, წავიდეთ  და განვახორციელოთ  ჩვენ ეს ვიზიტი.

ქალი შემოდის და მიქელანჯელოზე მოსაუბრე
ტოვებს ოთახს.

ყვითელი ნისლი - ფანჯრის მინებს რომ ეყრდნობა ზურგით,
ყვითელი კვამლი - ფანჯრის მინებს რომ სახეს აჭყლიტავს
და აუზის საკანალიზაციო ხვრელში ვერ გამძვრალ ნალექს
და სარკმელის კუთხეებში შემოპარულ საღამოს ლოკავს თავისი ენით,
რომელიც მოვიდა და გადაეშვა ზურგით ამ მილებიდან გადმონაღვენთში,
აივანზე ფეხდამცდარმა რომ მოულოდნელი ნახტომი გააკეთა
და დაინახა, რომ ეს იყო მსუბუქი ოქტომბრის ღამე,
ხუჭუჭა თმასავით რომ შემოეხვია სახლს და მიიძინა.

და  რა თქმა უნდა, ეს დრო დადგება,

ყვითელი კვამლისთვის, რომელიც დაეფინება ქუჩას,
ფანჯრის მინებს რომ ჩამოუვლის ზურგის ხახუნით;
ეს დრო დადგება და დრო გექნება,
რომ მოამზადო სახე, იმ სახეებისთვის, რომლებსაც შეხვდები;
და დრო იქნება, რათა მოკლა ან შექმნა,
დრო - ყველა საქმისთვის და დღისთვის, ხელებისთვის,
რომლებსაც აღმართული შეკითხვა დაუვარდებათ შენს თეფშზე;
დრო - შენთვის და დრო - ჩემთვის,
და დრო, კიდევ ასი ყოყმანისთვის
და ასი ხილვისთვის, თუ გადახილვისთვის,
ვიდრე ცხელ ორცხობილას მივატანთ ჩაის.

ქალი შემოდის და მიქელანჯელოზე მოსაუბრე
ტოვებს ოთახს.

და  რა თქმა უნდა, რომ დრო დადგება
ფიქრისთვის, ”ნუთუ გავბედავ? ნუთუ გავბედავ?”
რომ დროს უკუსვლით ჩამოვუყვე, როგორც კიბეს,
თმის შუაგულში მელოტი სივრცით -
(ისინი იტყვიან: ”როგორ გამხდარა მისი თმა!”)
ჩემი დილის ქურთუკი, პირსახეს აფარებული მისი საყელოები,
ჩემი ჰალსტუხი - მდიდრული და მოდური, მაგრამ შეკრული უბრალო კვანძით -
(ისინი იტყვიან: "რა ძლიერ გამხდარა ხელფეხზე!"),
ნუთუ გავბედავ
სამყაროს შეწუხებას?
ერთ წუთში დადგება დრო -
გადახილვისთვის, გადაწყვეტისთვის, რა წუთსაც შეიცვლება თავად ეს წუთიც.

რადგან ვიცნობდი მათ უკვე ყველას, ვიცნობდი ყველას -
ვიცნობდი საღამოებს, დილებს, დღეებს,
ყავის კოვზით რომ ვრწყავდი ჩემს სიცოცხლეში;
მე ვიცნობ ხმებს, რომლებიც ვარდებიან მომაკვდინებელი ვარდნით,
რომელსაც ერთვის შორი ნომრიდან რაღაც მუსიკა.
როგორ აღვიქვა სხვაგვარად?

და უკვე ვცნობდი თვალებს, ვიცნობდი ყველას -
თვალებს, რომლებიც გკურნავენ ფორმულირებული ფრაზებით
და როცა ფორმულირებული ვარ, ვეკონწიალები სამაგრს,
რომელიც მამაგრებს - მშფოთვარეს - კედელს,
მერე როგორღა დავიწყო
ღილების წყვეტა ჩემს დღეებზე თუ გზებზე?
როგორ აღვიქვა?

და უკვე ვიცნობდი ხელებს, ვიცნობდი ყველას -
ხელებს - მოჭდობილთ - თეთრებს და შიშვლებს
(მაგრამ ლამფის სინათლეზე ყავისფერი თმით მღელვართ!)
მაგიდაზე დაწყობილ ხელებს, ან გახვეულებს ჩითში.
კაბის სურნელი -
ასე რომ მაბრუებს...
და როგორღა აღვიქვა ისინი?
ან როგორ დავიწყო?
. . . . .

უნდა ვთქვა? - რომ გავუჩინარდი ვიწრო ქუჩებში ჩამომდგარ ბინდში
და მარტოსული კაცი, ფანჯარაში გადაყუდებული, მაისურისამარა ვაკვირდებოდი
საკვამურებიდან აღმოცენებულ კვამლს...


დაგლეჯილი ბრჭყალებით უნდა ვყოფილიყავი
მოყურყუმელავე, ოთახთა მდუმარების ზღვის სიღრმეში.

. . . . .

შუადღეს და საღამოს, უმშვიდესი ძილით რომ სძინავს!
გრძელი თითებით ნაფერებს და დაწყნარებულს,
სძინავს... დაღლილს... ან ვითომ სნეულს,
იატაკზე გართხმულს, აქ, ჩემსა და შენ შორის.
ჩაის, ნამცხვარის და ნაყინის შემდეგ,
უნდა მომეკრიბა ძალა, რომ შემეტია და კრიზისამდე მიმეყვანა ეს მომენტი?
მაგრამ მე ვტიროდი და ვმარხულობდი, ვტიროდი და ვლოცულობდი,
თუმცა ვხედავდი ჩემს თავს (მზრდად მელოტ სივრცეს), მორთმეულს თეფშზე,
მე არ ვარ წინასწარმეტყველი - ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა;
მე ვნახე ჩემი დიდების ბრწყინვალე მომენტი - მისი კრთომა
და ვნახე მარადიული მხედარი, ჩემს ქურთუკს ჩაჭიდებული და დამცინავი,
მოკლედ: მე მეშინოდა.

ნუთუ ეღირებოდა ამად ყველაფრის მერე,
მარმელადების და ჩაის ფინჯნების მერე,
ფაიფურს შორის, ჩემსა და შენზე საუბრებს შორის,
ნუთუ ეღირებოდა ამად ყოველი,
ეს მოკვნეტილი კითხვა მსუბუქ ღიმილით,
ბუშტად შეკუმშული მთელი სამყარო
და დაგორებული დამთრგუნველ კითხვისკენ,
რათა თქვა: ”მე ვარ ლაზარე, მკვდრეთით აღვზდექი,
დავბრუნდი უკან, რათა მეთქვა ყველასთვის ეს ყოველივე” -
ამ დროს კი, ერთი - ბალიშზე ნადები თავით -
იტყვის: ”ეს, ის არაა საერთოდ, რაც მე მინდოდა,
ეს, ის არაა საერთოდ.”
და ნუთუ ეღირება ამად ეს ყველაფერი, ამ ყველაფერის შემდეგ,
ნუთუ ეღირება ამად ყოველი,
დაისების, ბაღების და მორწყული ქუჩების შემდეგ,
რომანსების შემდეგ, ჩაის ფინჯანთა შემდეგ, იატაკზე მოფენილ კაბების შემდეგ -
ამათი და კიდევ ბევრი რამის შემდეგ? -
შეუძლებელია იმის თქმა, თუ რას ვგულისხმობ!
და თითქოს მაგიურმა ფანარმა გაანათა ნერვთა სინჯები ეკრანზე:
ნუთუ ეღირება ამ ყოველივედ, როცა
ის ერთი, ბალიშს ისწორებს, ან მანდილს აგდებს,
ფანჯრისკენ ტრიალდება და ამბობს:
”ეს, ის არაა საერთოდ, რაც მე მინდოდა,
ეს, ის არაა საერთოდ.”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები