"ერთი
ყველა სახლში განსხვავებული სუნი დგას, მხოლოდ ეკლესიებშია ერთნაირი სუნი.
ჩვენ შვიდი მილიარდი ვართ..." ბ. ახალაია
-----------------------------------------------------------------------------------
ჩემს ღმერთს, ზუსტად ისე მოუკლეს შვილი 2 000 წლის წინათ, როგორც უმეტესობა თქვენგანის ღმერთს.
ჩემი ღმერთი, თითქმის ისე გამოიყურება, როგორც უმეტესობა თქვენგანის.
ჩემი ღმერთი, მკაცრი და მომთხოვნია ჩემს მიმართ, ისევე (ალბათ), როგორც უმეტესობა თქვენგანის.
ჩემი ღმერთი, მუდმივად მპატიობს შეცდომებს (ჩემგან განსხვავებით), ალბათ, უმეტესობა თქვენგანის ღმერთიც ასეა...
ჩემი ღმერთი, ნიშან–ხატების ენაზე საუბრობს: (ისევე (ალბათ), როგორც უმეტესობა თქვენგანის) ხანდახან გაიელვებს ხოლმე ჩვენს გონებაში, ამ ნიშან–ხატთა მნიშვნელობები, ვით წამიერი გამონათება.
ჩემი ღმერთი, არასდროს ითხოვს შესაწირს: სისხლდაცლილ პირუტყვს (ალბათ არც თქვენი...).
და მაინც, – ჩემი ღმერთი განსხვავებულია, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანის:
7 000 000 000 ღმერთიდან, 1 ჩემია:
ყველას ცალცალკე დაგვყვება იგი.
ყველამ ვიცით, რომ განსხვავება აქ არ არსებობს, რომ ის ჩვენთვითონ გამოვიგონეთ: ნიშან–ხატების უგვანოდ კითხვით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|