| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 29 მარტი, 2013 |
ლეგენდის დასასრული
ორსართულიანი, სარეისო ავტობუსი მოულოდნელად შუა ტრასაზე გაჩერდა. რადიოდიჯეის ხალისიანი ხმა ავისმომასწავებლად დადუმდა. ამას მძღოლის სახასიათო პროფესიული ფრაზები მოჰყვა. მგზავრები შეიშმუშნენ. უმისამართო, ვერბალურმა პროტესტმა გაუთვალისწინებელი უსიამოვნების მოლოდინი გაამძაფრა და შესაბამისად ყურადღების კონცენტრაცია წინ- ერთი მიმართულებით წარმართა. იქ კი საბურავთან ჩაცუცქული დაბალ-დაბალი თავგასიებული მძღოლი ჩალიჩობდა. ვიღაც, ალბათ, მძღოლობასთან ახლო პროფესიის კაცი მას მიუახლოვდა, ისიც ჩაცუცქდა და რაღაც ჰკითხა. - მე რავი, ამის დედაც... დაკვირვებული ვარ, ზუსტად მაშინ უნდა გაფუჭდეს , როცა არ ველოდები... აბა, რა გითხრა, მე შენზე უფრო მეჩქარება. ხო ნახამთ, როცა წავალთ. წინა სავარძელში, ფანჯრის მხარეს მჯდომმა ახალგაზრდა კაცმა ყურსაცმები მოიხსნა და მაისურის ჯიბეში ჩაიტენა. - რა ხდება?- იკითხა თავისთვის, იმ კაცის გამომეტყველებით, პასუხის გაცემის იმედი რომ არ აქვს. გაჩერებულ ავტობუსში სიცხე უფრო აუტანელი გამხდარიყო. სპორტული ხელჩანთა ზემოთ, ბადეზე შემოდო, გვერდით მჯდომ ფაშფაშა ქალბატონს ხაზგასმული თავაზიანობით მოუხადა ბოდიში შეწუხებისთვის და ავტობუსიდან ჩავიდა. ტრასას მარცხნივ ბაღები მიუყვებოდა. შორიახლოს რაღაც უფერული შენობის( სავარაუდოდ, იაფფასიანი პროვინციული სასადილოს) რუხი კონტურები მოჩანდა. რადგან არჩევანი ბევრი არაფერი ჰქონდა, იქით გაემართა. კარის სიახლოვეს გაწოლილი გაძუნძგლული ნაგაზი ზანტად წამოდგა და თავისი კეთილგანწყობა კუდის ქიცინით დაუდასტურა. მომცრო, ნივრისსუნგარეული ოხშივარით გაჟღენთილ დარბაზში ათიოდე მაგიდიდან მხოლოდ ერთს მისხდომოდნენ (თუ მათი ყაყანის სიცხარის მიხედვით იმსჯელებდით) უკვე კარგად შეზარხოშებული მეინახენი. ახალგაზრდა კაცმა კუთხეში განმარტოებული მაგიდა შეარჩია და კარისკენ ზურგშექცევით დაჯდა. ჭუჭყიანი მუშამბის სუფრაზე ორი, ძველი ყაიდის კათხა და ხელსაწმენდების ჭიქა იდო. ახლადმოსულმა თვალებით მასპინძელს დაუწყო ძებნა. როგორც მიხვდა, უკვე შეემჩნიათ. დახლიდან მოულოდნელად, პროფესიული სიმკვირცხლით პატარა, მოკლეფეხება, სუფთად გაპარსული ჩია კაცი გამოკვანტალდა. - გამარჯობა, შენი!- ძველი ნაცნობივით მიესალმა მასპინძელი. - რა მოგართვა? ახლადმოსულმა თავი დაუქნია და გაიფიქრა: „ესენი როგორ სულ ერთმანეთს გვანანო.” კაცს აღნაგობასთან შეუფერებელი, ბოხი ხმა ჰქონდა. - ერთი ლუდი მომიტანე და რამე მისაყოლებელიც.- საკუთარი ღირსების შენარჩუნებით მოითხოვა სტუმარმა. - ბატონი ბრძანდები, ეხლავე. კაცი დახლისკენ მიბრუნდა. მალე ლუდის ლიტრიანი ბოთლი შემოდგა მაგიდაზე და ჩიფსების პაკეტიც შემოუდო გვერდზე. მერე ბოთლი მოხერხებულად გახსნა და დავასხაო- თვალებით ჰკითხა.ახალგაზრდამ თავი გააქნია. -აი, გაიხარე!- შეასახელა მასპინძელი. - თუ რამე დაგჭირდეს, აქა ვარ.- შეიფერა ჩიამ. - შენი სახელი , უფროსო? - რობიზონა, გენაცვალე! - გაიხარე , რობიზონ-ჯან! ახალგაზრდამ კათხა შეავსო და მეზობელ სუფრას გახედა. ოთხნი იყვნენ, ეტყობა აქაურები, რაღაცაზე საუბრობდნენ, რომელიც შორიდან კამათს უფრო ჰგავდა. დროდადრო მათი საუბრის ნაფლეთები აღწევდა კაცის სიცხისაგან გათანგულ ცნობიერების არეში: - მე რო შენში კაცობას არა ვხედამდე, შენთან დამჯდომის... - მე ლიჩნათა, ძმაო, კაცობით არასდროს მივაჭრია. - მერე, ვინა თქვა , რო... - ერთხელა, მამისმინეთ, ქრისტე -ღმერთს ჩამაევლო სოფლის ბირჟაზე, გაიგე?.. ის კაცი, თურმე ეხლაც... - ...მეც მაგ ამბავში, რა... - ეხლა ეგენი რო ჩვენთან მჯდარიყვნენ, რა- წინაპრები- შეიძლება,არც ველაპარაკებინეთ! - მე პირადათა, ძმაო,მრცხვენიან მაგათი... - გეყოთ, ეგენი ჯანჯლები არ ყოფილან... ანაზდად, მოკამათეთა მზერა კარისაკენ შებრუნდა. კაცმა თავისდაუნებურად თვალი მიადევნა მათი მზერის მიმართულებას. კარებში ვიღაც ახმახი, სიბერისგან სახეშემჭკნარი კაცი გახიდულიყო. თვალი მოავლო დარბაზს. მაგიდაზე მსხდომებმა თვალი მოარიდეს. არც ახლადმოსულს ეტყობოდა მათი ხილვით გამოწვეული აღტაცება. კაცი წუთით შეყოვნდა, მერე, ჩანს, ისიც შეამჩნია და მისი მაგიდისკენ გამოემართა. - ჩვენი ძმა, ხო არ გეწყინება, აქ რო დავჯდე?- პასუხს არ დალოდებია, ისე ხმაურით გამოსწია სკამი. ესღა მაკლდა.- გაიფიქრა კაცმა, ხმამაღლა კი თქვა: - დაჯექი, დაჯექი! - კაი კაცი ხარ!- შეაქო მოსულმა და მოშვებულად დაეშვა სკამზე. ნიკოტინით ჩაყვითლებული, გაფარჩხული თითები სავსე კათხას შეავლო, თითქოს სიგრილეს უმოწმებსო. შუბლზე განივად შავი ნაიარევი ეტყობოდა. რაღაც ლუდისა და ქაშაყის ნაზავი სუნი მოჰყვა. - ცივია, დაასხი ერთი! ახალგაზრდა უხალისოდ დაჰყვა..მოსულმა კათხაში ჩიფსის ერთი ფინჩხა ჩააგდო და მიიყუდა. ეტყობოდა მარჯვენა ხელის აწევა უჭირდა და მარცხენას ქვევიდან აშველებდა. „ეს ვინ გადამეკიდა, დღეს რა თარსი დღეა”- GGგაიფიქრა კაცმა. - კაია, ლუდს არაფერი სჯობია ზაფხულში, არა ძმისავ, შენ რას იტყვი?- ხმაურით დაახეთქა კათხა. - ეგრეა, ბიძაჩემო- რატომღაც მათ შორის ასაკობრივ განსხვავებას მიაწვა უნებური მასპინძელი. - მაგარი ხარ, მაგარი!- გაიმეორა კაცმა. ახალგაზრდა ვერც ახლა მიხვდა, რატომ იყო მაგარი. - აქაური ხარ?- ინიციატივა ჩამოართვა სტუმარს. -აქაური ვარ, მაშ ვინ ვიქნები. - რა გქვია? - გივია. - რა გვარის კაცი ხარ გივია?- მიაყოლა მექანიკურად. - გვარი რაში გჭირდება?- დაეჭვებული ჩაეკითხა თანამესუფრე. - რაში უნდა მჭირდებოდეს, თუ გინდა ნუ იტყვი.- გაბრაზდა ახალგაზრდა. - ყარაშვილი- აჰა! - შენ რა გქვიან? - ბიბი. - ბიბი?- გაუკვირდა გივიას. - სადაურელი კაცი ხარ? - თბილისელი. - ჰოო, გასაგებია.- ხმაში ირონია გაუკრთა. - ქალაქელებმა მაგარი პაპიროსი იცით, მოსაწევი გექნება.„ეს ვინ ყოფილა, ჩემი...” სიგარეტი მიაწოდა ბიბიმ. - ეგ გვარი რაღაც მეცნობა, ყაჩაღი რო იყო, ადრე ყარაშვილი, გაგიგია? - მე რავი. ყაჩაღების მეტი რა იყო. ბიბიმ სიგარეტს მოუკიდა. - ამბობენ, აქაურობას აზანზარებდაო, „ჟესტოკას” EEეძახდნენ. მოსულმა გაურკვევლად გააქნია თავი. ნახევრადმოჭუტული თვალებიდან თითქოს დამცინავად იმზირებოდა. - კიდე ხომ არ მოვატანინოთ? ბიბიმ მოყურადე რობიზონას უხალისოდ უჩვენა საჩვენებელი თითი. მანაც მყისვე მოაცუნცულა ბოთლი და მაგიდაზე უხმოდ შემოდგა ისე, რომ კაცისთვის ზედ არ შეუხედავს. დაჩუტულ ტიკს არა ჰგავს?- ცუდადშენიღბული ბოღმით თვალი გააყოლა გივიამ. მერე სიგარეტის ღერი ფილტრის მხრიდან ლუდში ჩააწო და მოქაჩა. - მაგან და მაგის სამმა ძმაკაცმა გაიტანეს ბანკი, მილიციის ფორმაში გამოწყობილებმა.- გააგრძელა ბიბიმ. -ვინა. ამან? - რა მაგან, წეღან რო გეუბნებოდი. დაცვას ისე აართვეს იარაღი, აზრზე ვერ მოვიდნენ. მაშინ ეგეთი კრუპნი საქმეები იშვიათი იყო.- ნელ-ნელა ეშხში შედიოდა ბიბი. - ფული ფქვილის ტომრებში ჩაყარეს და გამზადებული პურის მანქანით გაიტანეს.- ბიბიმ სიგარეტის ბოლი ბოლქვებად აუშვა. - პირველ წრეს გააღწიეს, აზრზე რო მოვიდნენ და დაედევნენ, მაშინ შემოაკვდათ ერთი მილიციანერი, მეორე- მგონი დაჭრეს. კაროჩე, ეგ საქმე ჩავარდა. ხო იცი, ყველაფერი შიგნიდან სკდება. ერთერთი იმ გამტაცებელთაგანი თავად ჟესტოკამ გაასაღა, როგორც ამბობენ, საყვარლის ბინაზე, ლოგინში გამოჭრა ყელი.„რისთვის მკლავ, ჟესტოკო?”- იმან. „შენ შენს თავს განაჩენი თავად გამოუტანეო.”- AAამან. - შენ საიდანღა იცი ეგეები? - უბანში გამიგია, ზროსლებისგან. - ნეტაი შენა, ლაყბობენ, რა. - ეხლა, ნაღდია, რო რაღაცეები დამატებულიც იქნება, მარა, მაშინ რო იყვნენ, ძმაო, ტყუილია!. - იყვნენ-არ იყვნენ, რა შუაშია... ბევრიც იქნება, მერე შენ რა? ვინ რას გვეკითხება, ბალი ორი შაურია... არც ეგრეა საქმე, ზოგ-ზოგი რო რატრატებს. ეს პივაც როგორ გააწყალეს, მაგათი დედის ჯიგარი მ... ნელი-ნელ წრუპავდა ორივე, ერთი ჩუმად, ზლაზვნით, მეორე- ხმაურით, ხარბად.დროდადრო მეორე მაგიდისაკენ გააპარებდა ავ მზერას: - მიდი, ჰა, მანამ პირი ღვინიანი გვაქ! - ერთი ლამაზი სადღეგრძელო... - აი, ჯიგარი რო დაგეწვება... - შენ რო გაძლევ, სიტყვაზე, ის ჩემი შემატება არ არის, ძმაო, ქართველობის ამბავში? - სიყვარულობის ამბავში არაფერი უნდა შეგეშალოს... - იმათი დოქი სუ სავსე ყოფილიყოს! გივიამ მუჭით ჩაიყარა პირში ჩიპსები.- რო კითხო, მაგარი ბიჭები არიან, კაპიკს ვერ გააგდებინებ. - ვისა? - აი,მაგ ქვაწვიებსა. მაგათი გამზრდელი დედის...- შეიგინა ბილწად, დაგემოვნებით, თითქოს გულს თან ატანსო. - ფინთი დრო დადგა, ფინთი! - თქვენ დროს ეგრე არ იყო, არა, ძია კაცო?- ირონია გაურია ბიბიმ. - უბანშიც ეგრე ლაპარაკობენ ძველები. მაშინ ვაფშე სხვა კაცობა იყო. თურმე ციხიდან გამოქცეულ „ჟესტოკას” ცოლის ამბავი რომ დაახვედრეს.ვიღაც მაშინდელ ბობოლასთან. თავისი ხუთი წლის გოგო დას ჩაუყვანა, ცოლს ცალი ყური აათალა, მერე დასტოინად გამოეწყო და იმ თანამდებობის პირს კაბინეტში მიაკითხა, ვითომ დაბარებული იყო. ამდროს მაგის კაცი მდივანს კერავდა. შუა ლაპარაკში სტეჩკინი დააძრო, პირში მისცა და ეუბნება: - მე ჟესტოკას მეძახიან, დამადგი რქები, შე ახვარო, არა, ეხლა შენი რიგია- შენ დაგადგამს, ცოლად რო აგკიდებ! დღესვე რაზვოდს მისცემ შენს გაქსუებულ ცოლს და მაგას მოიყვან თორე, ხო იცი,უკან დამხევი არა ვარ- შეურიე შენი ტვინი სისხლსო. კაროჩე , შეტენა თავისი ცალყურა, კახპა ცოლი იმ კაცს. გივიას თვალები მიელულა და დუმდა, ვერ მიხვდებოდი, თვლემდა თუ უსმენდა. - მერე, ქვეყანა რომ აირია, ქურდების საქმეც გაფუჭდა. ეხლა შავები ბიზნესს უსხედან წილში, ეგრე სად არი. ადრე სად ქურდი და სად კომფორტი. ქურდს სკრომნად უნდა ეცხოვრა. - როგორა? - ისე, თვალში რომ არავის მოხვედროდა. - სუ ტყუილია ყველაფერი, სიზმარი!.. დღესა ხარ, ხვალ- აღარა... შენ ეგ არ გეცოდინება. - არც ეგრეა საქმე, ბიძაჩემო!- ეწყინა ბიბის. - მე ჩემდათავად, ქურდობაზე ასი წელი თავს არ დავდებ, მარა უბანში პატივს მცემენ.არიფი არასოდეს ვყოფილვარ. ეხლანდელი პაცნები ან წამალზე ზიან, ან ბალახს აშენებენ.ციხეც მაყურებლების ამარა დარჩა. - მაიცა, რა!- ხელი აუქნია გივიამ. ბიბი ვერ მიხვდა, რა არ მოეწონა მის თანამოსაუბრეს. - შენ ეგ არ გაინტერესებს, იასნია- ციხე, ქურდობა., რამე. ისიც მაგ დროს გააფუჭეს ციხეში, ცოტა იაღლიში მოუვიდა. აბშჩიაკის მაყუთი ვისაც ებარა, იმას თან დაიწყო ჩალიჩი. იმან კიდე ზონაში გაუბაზრა. მაგასაც სხვა გზა არ ჰქონდა- პაბეგი აიკიდა. მაგას და კიდევ ორ პატიმარს ორმოცდაათ მეტრიანი გვირაბი გაუთხრიათ. სამი თვე ჩალიჩობდნენ თურმე. ბედი არ გინდა, სვაბოდაზე გააღწიეს და იქ გაეძრო პატრული. ჩვეულებრივ რეიდში ამოყვეს თავი.. არ დამორჩილდებოდნენ, იასნია. სროლა აუტეხავთ. მაგისი ორი პაძელნიკი იქვე გაუსაღებიათ. მაგას მოუსწრია, გაქანებულ გრუზავიკს შეახტა თურმე. ზუსტად ვერ გეტყვი. ფაქტია, რო დაითესა.. მერე კვალი იკარგება. ზოგი ამბობს, პაბეგის დროს მოკლესო, ზოგი- გაასწროო, ესპანეთში , ჩასულ შავებს აკონტროლებსო. რას გაიგებ. - კიდევ ხომ არ დაგვემატებინა?- გამოფხიზლდა კაცი. - არა, ბიძაჩემო, წასასვლელი ვარ, ავტობუსი მიცდის. - გენაცვალე ჯიგარში, მაგარი ხარ!- გივია საკოცნელად გადმოიხარა. ბიბიმ თავი უხეშად მოარიდა.კაცი წამოდგა და კარისაკენ გაემართა. ბიბიმ თვალი გააყოლა, როგორ ბარბაცით, თითქმის თვალდახუჭული მიემართებოდა კარისკენ, მოშვებული, ყველასგან გარიყული. ახალგაზრდა ერთხანს იჯდა. მერე რობიზონა მოიხმო. ისიც უმალ მოცუნცულდა. -სულ ათი ლარის ამბავია, საყვარელო! - კი, ბატონო!- უკმაყოფილო სახით მიუგო ბიბიმ. მარა კლიენტს მეტი უიუტი სჭირდება, ძმაო!.- - ხო არ შეგაწუხა?- ფარისევლური თანაგრძნობით დაეკითხა რობიზონა თან გამოწვდილი ათლარიანი ჩაიკუჭა ჯიბეში. - ვინ არის ეგ ნაგლი, არ გამიხურა? - სულ ეგრე იცის, დამიფრთხო კლიენტები, ისედაც არა გვაქვს ვაჭრობა. გამიგია,კაცო!- გული აიჩუყა რობიზონამ. - მერე რატო უშვებთ? - სულ მე მეკითხება, ხო იცი. - ვინ ჩემი ფეხებია ამისთანა? - „ჟესტოკა” AAAარ გაგიგია? - მერე, რო გამიგია? - ხოდა, ეგ არი, რა!
2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგი მოთხრობაა, ო ჰენრის ერტი მოტხრობა მომაგონა, ლი კიდი თუ რაღარც მაგდაგვარი , ბრაზილიაში შვილადს რომ გაასაღებს ტავს და მერე რომ აღმოჩნდება რომ იმათი შვლი მისი მოკლული იყო. რა გასაგებად ვთქვი:))) მეზარება შეცვლა.
კარგი მოთხრობაა, ო ჰენრის ერტი მოტხრობა მომაგონა, ლი კიდი თუ რაღარც მაგდაგვარი , ბრაზილიაში შვილადს რომ გაასაღებს ტავს და მერე რომ აღმოჩნდება რომ იმათი შვლი მისი მოკლული იყო. რა გასაგებად ვთქვი:))) მეზარება შეცვლა.
4. ირგვლივმყოფებმა უფრო მეტი იციან შენს შესახებ ვიდრე წარმოგიდგენია და გაგიკეთებია.
მომეწონა ++ ირგვლივმყოფებმა უფრო მეტი იციან შენს შესახებ ვიდრე წარმოგიდგენია და გაგიკეთებია.
მომეწონა ++
3. - აი,მაგ ქვაწვიებსა. მაგათი გამზრდელი დედის...- შეიგინა ბილწად, დაგემოვნებით, თითქოს გულს თან ატანსო. - ფინთი დრო დადგა, ფინთი
მართლა ფითი დროა , ფინთი! მომეწონა კარგია!
- აი,მაგ ქვაწვიებსა. მაგათი გამზრდელი დედის...- შეიგინა ბილწად, დაგემოვნებით, თითქოს გულს თან ატანსო. - ფინთი დრო დადგა, ფინთი
მართლა ფითი დროა , ფინთი! მომეწონა კარგია!
2. თავიდანვე აშკარა იყო, "ჟესტოკა" რომ აღმოჩნდებოდა ბიბის თანამესუფრე.
კარგი მოთხრობაა, როგორც გჩვევიათ ხოლმე :) თავიდანვე აშკარა იყო, "ჟესტოკა" რომ აღმოჩნდებოდა ბიბის თანამესუფრე.
კარგი მოთხრობაა, როგორც გჩვევიათ ხოლმე :)
1. წავიკითხე ეს საკონკურსოებში...:) კარგია...5 წავიკითხე ეს საკონკურსოებში...:) კარგია...5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|