 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: იუმორისტული 31 მარტი, 2013 |
სამსახურში მაგვიანდება,სასწრაფო წესით მივისხ-მოვისხი სუნამო და გამოვვარდი.გაჩერებამდე სანამ მივალ ამ სისწრაფით,ვიცი აუცილებლად ამტკივდება წვივები და წინასწარ ვემზადები,რომ არ შევიმჩნიო. გზის პირას, მეზობლის ბოსტანში, ატმის, ტყემლის და კიდევ რაღაც ხეები, ფიფქებივით ყრიან ყვავილებს ახასხასებულ მწვანე ბალახზე. მზე ანათებს , თბილია და ნაზამთრალ ძვლებამდე ატანს. ერთი სიტყვით მზე, ბალახი და ავტოებისგან თავისუფალი გზა, მეტი რა სჭირდება ბედნიერებისთვის... ძროხას? მე მოვდივარ სწრაფი ნაბიჯით, წვივები მტკივა, მაგრამ მახსოვს,ჩემს თავს შევპირდი არ შევიმჩნიო.მე მოვდივარ და მე ძროხა ვარ... - და მე არსად არ მეჩქარება,წინ მთელი დღე მაქვს, რომ ალაგ-ალაგ,სადაც თვალი მიმიწვდება,ქორფა ბალახი მოვძოვო და ნაზად ვიზმუვლო. - უკვე მივედი გაჩერებაზე, მთავარია ,რომ ტრანსპორტი დროზე მოვიდეს. - მივდივარ, შუბლით და ზურგით მზის სითბოს ვისრუტავ, ბალახს ვღეჭავ და დიდ ჯიქანს მოვათამაშებ. - როგორც იქნა მოვიდა, ცოფიანივით შევვარდი,სწრაფად მოვძებნე ცარიელი ადგილი და ვიღაც მსუქანს მივუჯექი,სავარაუდოდ ოფლის სუნი რომ ასდიოდა, მართალია არ მიგრძვნია, მაგრამ შევწუხდი. - მომწყურდა,იქვე გუბიდან მოვსვი.თბილ ასფალტზე წამოვწექი და თვალმინაბულმა ცოხნა დავიწყე,ტხრილში დაფნის ბუჩქი შევნიშნე,საჭმელად ცოტა მწარეა მაგრამ კარგი სუნი აქვს. - მსუქანა ხვნეშის,მძღოლი ყველა ნაბიჯზე აჩერებს,ამოდიან და ამოდიან,მე არავის ვითმობ ადგილს, ჯიუტად ვზივარ და ეგეც მაწუხებს, ნახევარი გზა გავიარე და ცოტა ვმშვიდდები, ისე ძალიან არ ვაგვიანებ. - არა მაინც რა მწარეა ეს დაფნა,ლამის ცრემლები წამომცვივდეს, მაგრამ სუნი აქვს საუცხოო და რძესაც არომატს აძლევს, ამიტომ ვღეჭავ, მერე ბალახს ან ქორფა კვირტებს მივაყოლებ და ეს იქნება. ვაშლის ხეზე, ჩიტები , ბუდეების ასაშენებლად ადგილს იყოფენ და ყურის წამღები ჟრიამულია. - როგორც იქნა მივაღწიეთ, სსწრაფოდ ჩამოვედი და ლამის გავრბივარ სამსახურისკენ, გზად გამარჯობა ვესროლე ნაცნობს,კარი გავაღე და გაწითლებული აქოშინებული შევედი, ის ჯმუხი სახით დგას და მიყურებს, ვიცი ახლა პირს გააღებს და მეტყვის... - ისევ თბილ ასფალტძე ვწევარ, ზურგით და შუბლით მზეს ვისრუტავ,თვალებმინაბული ვიცოხნი და ვიქრობ საიდან შეიძლება იმ ბოსტანში დგადაძრომა , ასე უქმად რომ ცდება მადისაღმზრელი მწვანე ბალახი.როგორმე უნდა შევიპარო და სულ ერთიანად გადავძოვო, საღამოს სახლში რომ მივიტანო სავსე ჯიქანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გამეღიმა ჯიქანზე გამეღიმა ჯიქანზე
2. ავტორი: კენტავრი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება:0
დიდი უაზრობაა,დამასევდიანა :)
ავტორი: კენტავრი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება:0
დიდი უაზრობაა,დამასევდიანა :)
1. ავტორი: კენტავრი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება:0
დიდი უაზრობაა,დამასევდიანა :)
ავტორი: კენტავრი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება:0
დიდი უაზრობაა,დამასევდიანა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|