 | ავტორი: კატუშა ჟანრი: პროზა 8 აპრილი, 2013 |
დავითი წამოხტა. უცბად ვერ გაერკვა, რა ხდებოდა მის თავს. დაბნეულმა თითებით გადაივარცხნა თმა. მერე, საწოლს მივარდა ბოდიშების მოხდით, გადაბერტყა, მოაწესრიგა. სავარძლები ადგილზე მიდგა. ფარდები გაასწორა.
- უკაცრავად, ჩამეძინა. არ ვიცი, რა მომივიდა. არ მეგონა, დღეს თუ აპირებდით დაბრუნებას. - ჰო, საიდან გეცოდინებოდა. მოგწერე, გაურკვეველი დროით გავდივარ მეთქი ქალაქიდან. - ერთი სიგარა ავიღე მხოლოდ. . . ყვავილები მოვრწყე, ყველაფერი წესრიგშია . . ახლა, წავალ. ჰო, ბირმინგემშიც ვიყავი. - როი,-დაიძახა სერ უილიამმა.- აჩვენე დევიდს ფარული ჩანაწერები!
. . .დავითი აჩქარებული ნაბიჯით უახლოვდება თროქმორთონების სახლს. გასაღებს არგებს კარს და ბნელ დერეფანში შედის. შუქს ანთებს, სიგნალიზაციას თიშავს. სასადილო ოთახში დაბორიალობს. მაცივარს აღებს. მოიარა პირველი სართული, ყველაფერს ათვალიერებს. ადის მეორე სართულზე. სურათთან ჩერდება. ოთახებში გადაადგილდება. თეჯირს მიღმა იკარგება. გამოდის, ხელში პატარა ნივთი უკავია, ჯიბეში იდებს. სამლოცველოც მოინახულა. საძინებელში უჯრებს ხსნის. კამერას საწოლის ფარდა ეფარება სანახევროდ. ზურგით დგას., დესეოსკენ იხრება. ზარდახშაში იქექება. სრულად არ ჩანს, მაგრამ მოძრაობაზე ეტყობა, იქიდან რაღაც ამოიღო. . .
დაბნეული დავითი საწოლზე ჩამოჯდა. მზერა უილიამის ტალახიანი ფეხსაცმელებისკენ გაექცა. ჭუჭყიანი ნაკვალევი კედელიდან იწყებოდა.
- არაფერი მესმის. რა ხდება?! სერ უილიამმა ნიკაპზე ხელი ჩამოისვა. - ეს ჩანაწერები თქვენებმა რომ ნახონ, წარმოიდგინე, რა დაემართებათ? დედაშენზე უარყოფითი ემოციები როგორ იმოქმედებს, კარგად იცი. შენი დაიკო სამსახურს დაკარგავს. სჭირდებათ ბანკში თანამშრომელი, რომლის ძმა მძარცველია. მამაშენი კი. . . - რას ამბობთ?- ცდილობდა თავაზიანად ელაპარაკა.-მეხუმრებით? - არა, არ გეხუმრები. შენ მითვალთვალებდი, გაიგე სიგნალიზაციის კოდი, შემოაღწიე ჩემს სახლში, მომპარე ძვირფასი ნივთები, ფული. ჩემი სასმელით გამოთვერი. გარკვევით ჩანს ყველაფერი. არ ვიცი, რამდენს მოგისჯიან, მაგრამ ციხიდან, რომ გამოხვალ, ეგ ლამაზი თმა, საკმაოდ შეთხელებული გექნება.
დავითს გამალებით უცემდა გული. ხელები გაუოფლიანდა. - არ მჯერა, აქ რომ ვარ, ამ პირქუშ ოთახში და საშინელებებს ვისმენ. ჯერ შვილოთი მომმართავთ, მერე ციხით მემუქრებით. სანთებელა დამივარდა და ჯიბეში ჩავიდე. ყუთიდან სიგარა ამოვიღე. ეს არის უნიჭო მონტაჟი. სად არის კადრები, ყვავილებს რომ ვუვლი? რაც შეეხება აქ შემოღწევას, როიმ გადმომცა გასაღები. რატომ ფიქრობთ, რომ მოულოდნელად მეხსიერებაში ჩავარდნები დამეწყო? თქვენი წერილი შენახული მაქვს. - შენ გულუბრყვილო ხარ დევიდ, მე-წინდახედული. აი, ჩემი წერილი!
სერ უილიამმა ჯიბიდან ოთხად მოკეცილი, დაჭმუჭნილი ფურცელი ამოიღო და ნაკუწებად აქცია. დავითი გაშეშდა. ყველაზე ცუდ სიზმარში ეგონა თავი. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საკუთარ თავს სხვისი თვალით შესცქეროდა. როი დაბალ სკამზე იჯდა, ხითხითებდა და საზიზღრად უჩანდა დაბრეცილი, ყვითელი კბილები. - შენ მანუნიზე უფრო მშვიდი აღმოჩნდი ბიჭო! - მანუნიზე?! - ჰო, ფეხსაცმელი ჩამარტყა თავში. ცოტაც და საფეთქელში მომხვდებოდა. - როი!- აღშფოთდა უილიამი. - რა იყო? მეც მაქვს სიტყვის უფლება. ჩამარტყა და სამაგიეროდ, კარგი მუშტი მიიღო ძუკნამ.
დავითს სხეულში ცხელმა ტალღამ დაუარა. ენერგიის საოცარი მოზღვავება იგრძნო. თითები რამის დაასკდა გამოუცნობი ძალიგან. მოჩუქურთმებული რკინის კალათიდან აუჩქარებლად ამოიღო ბუხრის ორთითა საჩხრეკი, ღონივრად მოიქნია და როი ტერფით იატაკს მიაჭედა. როიმ საზარლად დაიგმინა და აფართხალებული ბუხრის ცხაურს მიაწყდა ზურგით. სისხლმა შადრევანივით ამოასხა. მეორე საჩხრეკს წაეტანა, ცერით ფხა მოუსინჯა. უილიამს გახედა.
- აი, ეს კი, თქვენთვის იქნება. რა უყავით მანანას? რა გინდათ ჩემგან? სერ უილიამმა ორი ერთად აფარფატებული ჩრჩილის პეპელა გაზეთით მიასრისა კარადას.
- დამშვიდდი! თუ რამდენიმე დღეში არ გარდაიცვალა, თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, უკვდავება ელის შენს მანუნის. შენ ძველი ცხოვრებით ვეღარ იცხოვრებ. წარმოდგენც არ გაქვს, რა აღმოჩენებთან გექნება საქმე. ჯერ გამეგზავნები იქ, სადაც წლებია ვაპირებ წასვლას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებ. პირველ ეტაპზე ეს, შემდეგ-დანარჩენი. ჩემს განზრახვას ხელს ვერაფერი შეუშლის. არჩევანი შენზე შემთხვევით არ შევაჩერე. გაკვირდებოდი. ყველა მონაცემით ჩემთვის საჭირო ადამიანი ხარ. შენ იმაზე წესიერი აღმოჩნდი, ვიდრე მეგონა. ჯერ ლერასთან წახვედი და მერე დაიწყე ფულის ძებნა. სხვა ამას არ გააკეთებდა. ძალიან გაგიმართლა. რაც ვიცი, მინდა შენ გაგიზიარო და გადმოგცე. მართალია, ლერას თავისი ცდისთვის სჭირდებოდი, მაგრამ დავითანხმე და წინააღმდეგი არ არის, გახდე ჩემი მემკვიდრე. პირველად რომ გნახე, მივხვდი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებდი. და იცი რატომ? შენ საოცრად გავხარ ჩემს გარდაცვლილ შვილს, ჩემს რობერტს.
დავითმა თვალები მაგრად მოხუჭა. მონაცვლეობით ჩაესმოდა უილიამის შთამაგონებელი ლაპარაკი და როის მოთქმა.
- ვილიი, უთხარი ამ ველურს, ამომაძროს რკინა! ძალა არ მაქვს, მიშველე! - ამოგაძრობს, აბა, სად წავა? არა, დევიდ? - მე არ ვიცი, რა აღმოჩენები გაქვთ, რა ცდებს ატარებთ ან სად უნდა წავიდე, მაგრამ ცუდი ფსიქოლოგი კი ბრძანდებით. შეგეშალად ბარონეტო! არ იყო საჭირო ნაბახუსევზე იმ ვიდეოს ჩვენება. გეთქვათ უბრალოდ, რა გინდოდათ ჩემგან, მოგისმენდით და იქნებ დავფიქრებულიყავი. ისე, იცოდეთ, ჩემები არასდროს დაიჯერებენ ამ საზიზღრობას. ალბათ, მიამიტი ვარ და წესიერიც, მაგრამ მშიშარა-არა. როცა საქმე ჩემს ახლობელ ადამიანს ეხება, შეიძლება მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი ნაბიჯები გადავდგა. - შეილამ მითხრა, რომ ეხვეწებოდი, შვილად აეყვანე. - რა სისულელეა! ვეხუმრებოდი.
უილიამმა თაროდან ალბომი გადმოიღო და პირველივე გვედზე ჩაკრული სურათი გაუწოდა. დავითი შეკრთა. საკუთარი თავი უმზერდა სურათიდან. ბიჭს რაგბის ბურთი ეკავა ორივე ხელით და ობიექტივს უღიმოდა. - მანქანამ გაიტანა ჩემი რობერტი. - გატყუებს, გატყუებს!-ღმუოდა როი.- ვილი, შე უგულო, რატომ არ მშველი?! მტკივა, საშინლად მტკივა! წყალი, ცოტა წყალი. . . ვკვდებიი! - ნუ ბღავიხარ, არ მოკვდები! - არასდროს გყვარებივარ. საუკუნეა ერთგულად გემსახურები და წარბიც არ შეგიტოკდა. არაფერს აკეთებ ჩემს დასახმარებლად. მიშველეთ!
დავითმა სითბო იგრძნო მარჯვენა ფეხთან. ინსტიქტურად დაიხედა. როის სისხლი ნელნელა გუბდებოდა და ხალიჩის ნაპირისკენ მიიწევდა. - მოკლედ, არ მაინტერესებს თქვენს შვილთან მსგავსება, არც თქვენი საიდუმლოებები და აღმოჩენები. უკანასკნელად გეკითხებით, სად არის მანანა? უილიამი წინ და უკან დადიოდა. - დაფიქრდი! მინდა მშვიდად მიიღო ყველაფერი. - მშვიდად მივიღო ყველაფერი?
საჩხრეკი ასხლტა უილიამის ტანზე და ყრუ ხმაურით დავარდა. დავითი გაგიჟდა. მოკლედ დაჭრილი შეშის ნაპობები გამოიღო ბუხრიდან და ერთი თავში გაუქანა. უილიამი, თითქოს არაფერი შეხებია, ხელებს იქნევდა და ხარხარებდა.
- ვერაფერს დამაკლებ, დევიდ, ვერაფერს! მოფიქრებისთვის დროს გაძლევ. იქ, სადაც შენს გაგზავნას ვაპირებ, მშვიდი გულის გარეშე ვერ გახვალ. შენ დიადი საქმეების გასაცნობად ხარ დაბადებული! ძალიან რომ მოინდომო, წინააღმდეგობას ვერ გამიწევ, მე არ მოგცემ ამის საშუალებას. იცოდე, შენი გზა ჩემს გზას გვერდს ვერ აუვლის. დაგელოდები, იმ იმედით, რომ მომაკითხავ. ვფიცავ რობერტის სულს, შენ არაფერი გექნება სანანებელი.
მერვე თაობის ბარონეტი - სერ უილიამ თროქმორთონი გაფერმკრთალდა, გაილია და ნისლივით შეიწოვა კედელმა. დავითს სუნთქვა შეეკრა. შეშა როგორ გაუვარდა ხელიდან, ვერ გაიგო. საძინებელში სისხლის, სიძველის და გამხმარი ლავანდის სუნი დატრიალდა. ფანჯარა გამოაღო. ქალაქს გახედა. უზარმაზარი ფორთოხალივით იდო ჩამავალი მზე უსწორმასწორო ჰორიზონტზე. სუფთა ჰაერის ნაკადმა და მანქანების ხმაურმა ცოტა გამოაფხიზლა. როი გაახსენდა.
ისედაც პატარა როი, მოიკუნტა, მუშტისხელა გახდა. - არ დამარტყა, გთხოვ! დავითმა მურიან ხელებზე დაიხედა. - იცი, ახლა რას გავაკეთებ? - არ მომკლა დევიდ! მე შენთვის არაფერი დამიშავებია. . . - აბა! - ლერასთან არის მანუნი. ძლივს ამოაძრო საჩხრეკი იატაკიდან. გულწასულ როის დიდი თავი მკერდზე ჩამოუვარდა. დაბალყელიანი ჩექმა წვალებით გახადა, გადასკდომაზე იყო ტყავი. შარვლის ტოტი შემოახია. საშინლად გასივებულ წვივს და ტერფს მომწვანო -მოლურჯო ფერი ეპარებოდა. ორჯერ შემოულაწუნა სახეში. როიმ თვალები დააჭყიტა. გაოცებული დააშტერდა დავითს. უყურა, უყურა და ბოლოს მკლავი აიფარა სახეზე.
- მეზიზღები! წადი აქედან!
…ჩანდრამ შეასრულა დავითის თხოვნა: შუქი არ აანთო ოთახში, არაფერი ჰკითხა, ტანსაცმელი მისცა გამოსაცვლელად, უხმოდ ჩაუდო ხელში მანქანის გასაღები და სათადარიგო კარიდან გააცილა. ის იყო, სიბნელეში უნდა გაუჩინარებულიყო დავითი და ვერ მოითმინა ჩანდრამ:
- დევიდ, ბიჭო, ისეთი არაფერი ჩაიდინო, რომ სანანებლი გაგიხდეს. არ მინდა, მეც შარში გავეხვიო, ყველაფერი უკან დამრჩეს და ბოლოს, რიქშად ვიმუშაო ქაშმირში.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8.
ჰოომ? აბა ვნახოთ კატუშა რისთვის გვამზადებ. ვის რაში დაჭირდა ეს ქართველი ემიგრანტი, :) 5.
ჰოომ? აბა ვნახოთ კატუშა რისთვის გვამზადებ. ვის რაში დაჭირდა ეს ქართველი ემიგრანტი, :) 5.
7. ამ ბოლო ორ თავს ძალიან სწრაფი ტემპით ამთავრებ. თითქოს თავი მოგაბეზრეს გმირებმა. უბრალოდ, ბოლომდე წავიკითხე და ახლა გიკომენტარებ!
ცოტა გაშალე ნაწერი. ეს ორი თავი - 4-5 თავის მასალას გაძლევს და.... გამოიყენე ნაწარმოების სასიკეთოდ!
მომწონხარ! 5 ამ ბოლო ორ თავს ძალიან სწრაფი ტემპით ამთავრებ. თითქოს თავი მოგაბეზრეს გმირებმა. უბრალოდ, ბოლომდე წავიკითხე და ახლა გიკომენტარებ!
ცოტა გაშალე ნაწერი. ეს ორი თავი - 4-5 თავის მასალას გაძლევს და.... გამოიყენე ნაწარმოების სასიკეთოდ!
მომწონხარ! 5
6. საინტერესოდ ვითარდება.. საინტერესოდ ვითარდება..
5. ავტორი: კატუშა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
8 აპრილი, 2013
ავტორი: კატუშა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
8 აპრილი, 2013
4. ვკითხულობდი და ის იყო ემოციებით ავივსე, სათადარიგო კარებიდან ვიპარებოდი მეც გაპარვას ჩანდრას ხმა რომ მომესმა და ... ფარდა დაეშვა,
გაგრძელება იქნებაო და დაველოდები . ვკითხულობდი და ის იყო ემოციებით ავივსე, სათადარიგო კარებიდან ვიპარებოდი მეც გაპარვას ჩანდრას ხმა რომ მომესმა და ... ფარდა დაეშვა,
გაგრძელება იქნებაო და დაველოდები .
3. საინტერესო ჩანს(ო) ცოტა მოგვიანებით წავიკითხავ :)
იმედია გამიმართლებს საინტერესო ჩანს(ო) ცოტა მოგვიანებით წავიკითხავ :)
იმედია გამიმართლებს
2. ეეე, ელოდე ვხელა გაგრძელებას ნახევარი წელი, ეგ საშინელი თვისევბა ჩემი არ მიყვარს და ... კატუშა მოვითხოვ ხვალ გეკუთვნის დადება შემდეგი ნაწილის და გააგრძელო, ეგერ სადაა:) მართლა მე-3 ნაჭილში კითხვა დავსვი და თუ არ დაგეზარება ნახე, და კიდე თუ არ დაგეზარება მიპასუხე:) ეეე, ელოდე ვხელა გაგრძელებას ნახევარი წელი, ეგ საშინელი თვისევბა ჩემი არ მიყვარს და ... კატუშა მოვითხოვ ხვალ გეკუთვნის დადება შემდეგი ნაწილის და გააგრძელო, ეგერ სადაა:) მართლა მე-3 ნაჭილში კითხვა დავსვი და თუ არ დაგეზარება ნახე, და კიდე თუ არ დაგეზარება მიპასუხე:)
1. დაიწყო გადაბირება.
რაღაც ამდაგვარს კი მოველოდი, მაგრამ...
სიუჟეტი - საინტერესო, თხრობა- მშვენიერი.
"მერვე თაობის ბარონეტი - სერ უილიამ თროქმორთონი გაფერმკრთალდა, გაილია და ნისლივით შეიწოვა კედელმა. დავითს სუნთქვა შეეკრა. შეშა როგორ გაუვარდა ხელიდან, ვერ გაიგო. საძინებელში სისხლის, სიძველის და გამხმარი ლავანდის სუნი დატრიალდა. ფანჯარა გამოაღო. ქალაქს გახედა. უზარმაზარი ფორთოხალივით იდო ჩამავალი მზე უსწორმასწორო ჰორიზონტზე." დაიწყო გადაბირება.
რაღაც ამდაგვარს კი მოველოდი, მაგრამ...
სიუჟეტი - საინტერესო, თხრობა- მშვენიერი.
"მერვე თაობის ბარონეტი - სერ უილიამ თროქმორთონი გაფერმკრთალდა, გაილია და ნისლივით შეიწოვა კედელმა. დავითს სუნთქვა შეეკრა. შეშა როგორ გაუვარდა ხელიდან, ვერ გაიგო. საძინებელში სისხლის, სიძველის და გამხმარი ლავანდის სუნი დატრიალდა. ფანჯარა გამოაღო. ქალაქს გახედა. უზარმაზარი ფორთოხალივით იდო ჩამავალი მზე უსწორმასწორო ჰორიზონტზე."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|