ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა პაპოშვილი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2013


იქ , ბავშვობაში ..

მე პატარა ვარ , მაგრამ გული მქონია დიდი,
ეს დედამ მითხრა, როცა ლუკმას ვჭამდი ხათრებით.
ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი პატარა-დიდი
გარე სამყაროს გავცქეროდი შორი ნატვრებით.

ეს უწინ იყო, როცა ქვიშით ვაგებდი კოშკებს,
ხან ვთამაშობდი ზილინას და წრეში ბურთს ბაღში.
იცით ,აქ დიდი ჯადოსნური  ვაშლის ხე ცოცხლობს.
-"ო , არარსებობს", -დიახ , "რსებობს" , ცოცხლობს და ჰყვავის.

ასე ზღაპრებით დახუნძლული ვართობდით ერთურთს,
ხშირად ბუზები იქცეოდნენ ჩვენთან ლომებად,
მაგრამ ზღაპრები ბოროტოები არ იყვნენ მაშინ
და არც თამაშით არ ვიცოდით უწინ მოწყენა.

იქ ბავშვობაში ატმისფერი იყო ყოველი,
ღიმილისფერი დასდებოდათ უფერო კადრებს,
"შენ გაიზარდე" -დედამ მითხრა , მაშინ როდესაც,
ჩემი თოჯინა უნებლიედ გვერდზე გადავდე.

და მყისვე მკერდზე მივიბჯინე ზრდასრული ხელი,
მას შემდეგ ვფიქრობ  გავიზარდე იმ გულის ხარჯზე..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები