ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: საბავშვო
11 აპრილი, 2013


მზე

მეც მოვედი გვირილებო,
იებო და ენძელებო,
ვიცი სითბო მოგენატრათ,
არ მეძებდით?
წილად მერგო
აისიდან დაისამდე
ამ სხივებით გეთამაშოთ,
გაითვალეთ პატარებო:
ესა მესა , ჩემსა მზესა...
ვფიცავ აღარ ვატკენ გულსა
დედას, მამას,
ბებოს, ძმებსა,
დეიდებს და მამიდებსა...
ცხრა მთას თქვენთვის გადმოვედი,
ხომ მიცანით ცხრათვალა მზე?
გაზაფხული მოგიყვანეთ,
იხარეთ და გაიზარდეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები