ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2013


თითქოს უბრალოდ...


სადღაც ოლიმპოს ციურ სიმაღლეს,
იქ, სადაც ღმერთთა იყო საუფლო,
ერთი სასახლე შემოგინახეს,
შენს ხალხთან უფლის ხმით სასაუბროდ..
  ყველგან ისმოდი, მთას და მეიდანს,
  ცა ედგა შენი შუქით მოსილი,
და პოეზიის უკვდავ  ფლეიტას
აჯადოვებდი ოლომპოსივით...
ერთი სასახლე შემოგინახეს,
გზებზე გიფინეს ია-ვარდები,
შენ დაიმკვიდრე ყველა სიმაღლე,
და ზევსს ვერ შესწვდნენ სხვა გიგანტები..
თითქოს უბრალოდ, ბოლო ნაბიჯმა,
გაჰყარა სულთან ხორცი ძლეული,
სარკმლიდან ერთი სხივი გაიჭრა,
ყრუ კედლებს შორის გამომწყვდეული...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები