ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2013


* * *


      * * *
  დაჭიმული აფრებად
  თრთის ნერვები ეპოქის,
  მოსწყურდება გაფრენა
  სულს, ზრუნვებით შებორკილს.

    ქარებს ვერ გამოვები,
    ფრთები ფრენას მიშლიან.
    ალბათ ამაოების
    შეუცნობი შიშია.

  სხეულს სივრცე არ ყოფნის,
  ლოცვით თრთიან ბაგენი.
  ნაპირს ყოფნა-არყოფნის
  ისევ ვერ მივაგენი.

    ფიქრით აუტანელით
    ისევ გავითანგები,
  ვით ტერენტი გრანელის
    მგლოვიარე ჰანგებით.

  სული განაწამები
  ტკივილს პურად იზოგავს,
  ეწებება წამები
  მდორე მარადისობას.

    გრძნობა შთანთქა წარსულმა    წლობით ნასათუთები.
  წასასვლელი წასულა,
    გულო, რად არ ყუჩდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს