ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია.დადიანი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2013


გავისეირნოთ ?



-სისულელეა,
მაგრამ  ლამაზია ეს ყველაფერი!
ღმერთო, რა საყვარელია...
(გაიფიქრებ და გახვალ).
გაზაფხულია გარეთ,
გავისეირნოთ?-მეტყვი.

-მე თვალებს ვმალავ.

-ღმერთივით უკრავს ჩვენში,
სიყვარული,
ხომ გესმის?
გესმის? -ამბობ და ხმაში
მხდალი ეჭვები სხედან.
ფოთოლცვენაა გარეთ,
გზა  შინ  შემოსვლას  ლამობს.
გავისეირნოთ?-მეტყვი.

-მე ისევ თვალებს ვმალავ.

-არ იფიქრო, რომ ბედის
სამდურავი მაქვს რამე,
ჩემს თავს მოვუწყობ დებოშს,
ჰო, შევეცდები მალე
გარდავისახო,
მერე ?
ისევ თავიდან შენსკენ...
შენ ალბათ ისევ სხვისკენ...
ზამთრის ღამე დგას გარეთ,
გავისეირნოთ?-მეტყვი.

-მე ისევ ვმალავ თვალებს .

-ათასნაირი გზიდან მე ავირჩიე ერთი,
ამოვირჩიე სახლი, მიწა...
და მერე როგორ
ამოგიჩემე ჩუმად, ჩემად, ჩემიდან ჩემში...
ზაფხულს თავისი ხვატი,
შენ ჩემი ხატი...
მზეა...
და ერთი წვიმა ახლა გაგვაგრილებდა რარიგ...

-გავისეირნოთ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები