 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 18 აპრილი, 2013 |
მზე არის და აპრილი, როგორც შენი ნაპირი, ხე ჩრდილს მისდევს ტოტებით, ქარი კვირტებს გაბერავს... შენ იღიმი საეჭვოდ, თითქოს წასვლას აპირებ, მეც თავს გიქნევ, უფრო კი მეძნელება გაშვება
შენი ერთი წამიც კი, მზეო, სისხლი ჩამისხი, ყველა ძარღვი უშენოდ არის მიწა აგვისტოს... მზე არის და აპრილი, სუნთქვა არ დამავიწყდეს ვცდილობ, რაც შენ წახვალ და ფიქრი ფიქრობს ამიკლოს.
გაზაფხულის გახაზვა ჩაიფიქრა სხივებმა, ფიქრი მიჯრით მიეწყო, როგორც ჯარგვალ-მორები. მერე მოვალ, აჯობებ ჩემს მოტანილ იებს და ყველა ასე დაწერილ ლექსებს გავიმეორებთ.
ვიტყვით, როგორ უყვარდა დილით ადრე ადგომა მზეს და ვნახავთ ჰორიზონტს, ქარი ტალღებს დაზვერავს ... შენ იღიმი საეჭვოდ, მარხვა არის აღდგომის ბოლო კვირის, ლექსებზე, შენს ფიქრზე და წყალზე ვარ!..
- ახლა ვიტყვი!.. - ფიქრობს დრო, ვერ აკვეხებს თუმცაღა... ბგერა ჰაერს ჟრუანტლად ჩაუყვება ჩემსავით... მერე ალბათ იტყვიან - ბოლოს ისე უყვარდათ, თითქოს გული გახსნეს და დარჩათ დაუკემსავი...
ახლა უფრო აპრილი, როგორც შენი ნაპირი, მზიან ქარებს კვირტების ჭოჭონაქზე ტოვებდა... შენ იღიმი საეჭვოდ, ვიცი რასაც აპირებ, ვფიქრობ, ასეც ღირხარ და წასვლაც მესათნოება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. "ვიტყვით, როგორ უყვარდა დილით ადრე ადგომა მზეს და ვნახავთ ჰორიზონტს, ქარი ტალღებს დაზვერავს ... შენ იღიმი საეჭვოდ, მარხვა არის აღდგომის ბოლო კვირის, ლექსებზე, შენს ფიქრზე და წყალზე ვარ!.." ბრავო! :) "ვიტყვით, როგორ უყვარდა დილით ადრე ადგომა მზეს და ვნახავთ ჰორიზონტს, ქარი ტალღებს დაზვერავს ... შენ იღიმი საეჭვოდ, მარხვა არის აღდგომის ბოლო კვირის, ლექსებზე, შენს ფიქრზე და წყალზე ვარ!.." ბრავო! :)
7. გაიხარეთ დიდი მადლობა ))) გაიხარეთ დიდი მადლობა )))
6. რა ლამაზი ლექსია.მომეწონა.შენიშვნების არ ქონის გარეშე ვამბობ.ავტორი შეიძლება შენიშვნებს ელოდა კომენტარების სახით,მაგრამ მე გამიხარდა რომ იმედი გუცრუვდა :) დიდი პატივისცემით +2 ჩემი მწირი შესაძებლობებიდან და სამომავლო წარმატებების სურვილი თქვენს მიმართ. რა ლამაზი ლექსია.მომეწონა.შენიშვნების არ ქონის გარეშე ვამბობ.ავტორი შეიძლება შენიშვნებს ელოდა კომენტარების სახით,მაგრამ მე გამიხარდა რომ იმედი გუცრუვდა :) დიდი პატივისცემით +2 ჩემი მწირი შესაძებლობებიდან და სამომავლო წარმატებების სურვილი თქვენს მიმართ.
5. გაიხარე გიო, ძალიან ლამაზია :) გაიხარე გიო, ძალიან ლამაზია :)
4. მე უფრო შენიშვნებს და ცოტათი ვრცელ კომენტარებს ველოდი, თუმცა გმადლობთ ))) მე უფრო შენიშვნებს და ცოტათი ვრცელ კომენტარებს ველოდი, თუმცა გმადლობთ )))
3. ლამაზი ლექსია . ლამაზი ლექსია .
2. მშვენიერი ლექსია-მოედინება ლაღად :) მშვენიერი ლექსია-მოედინება ლაღად :)
1. ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|