 | ავტორი: ბოსი ჟანრი: პოეზია 22 აპრილი, 2013 |
ახლა ქარია და ახლა ბანალური წვიმაა, გზაზე ღამე მიდის თხელი, ჩამოქნილი ტერფებით, სადღაც, ჰორიზონტზე ისევ რომანტიკამ იმატა, სადღაც პათეტიკამ...მაგრამ მე ეს სულ არ მეხება.
მაგრამ მე ეს სულ არ მაღელვებს და სულ არ მადარდებს! ფერი შეუხამეთ ჩემგან დაწესებულ ჩარჩოებს. მე კი დავჯდები და ფეხებს შემოვაწყობ კიდეზე, მაგიდის კი არა - მიწის. მერე ყველა ჩვევების
დედაც ავატირე! ცეცხლი მომიკიდეთ სიგარეტს, ერთი მეც გავმჭვარტლო ლექსით ავსებული ფილტვები, ერთიც შეგაწიოთ, მერე პოეზიამ იმართლოს თავი(გინდათ ბოლო)- ჩემი რა მიდის, რა იმტვრევა?!.
აგერ, სამოვარი შემრჩა - გადაჰყურებს ხეივნებს, (სოფლის ელანდება, ალბათ, დაბურული წინკარი,) სადღაც, გზის ბოლოს კი, ღამემ დაიბანა ხელები და სველი ნაჭერივით მთვარე მთების უკან მიაგდო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. განსაკუთრებული ხედვა ეს ბევრს არ აქვს, შენთან დავინახე...სათქმელი რომ უფრო მკვეთრად და თანმიმდევრულად ჩანდეს აი ამაზე იმუშავე...რამდენიმე სახე ძალიან ლამაზია ამ ლექსში ++ განსაკუთრებული ხედვა ეს ბევრს არ აქვს, შენთან დავინახე...სათქმელი რომ უფრო მკვეთრად და თანმიმდევრულად ჩანდეს აი ამაზე იმუშავე...რამდენიმე სახე ძალიან ლამაზია ამ ლექსში ++
24. აი კითხვას გიბრუნებ შენ:რატო გადაწყვიტე ეს დაგეწერა და ლექსი დაგერქმია მერე ამ რაღაცისთვის??:) აი კითხვას გიბრუნებ შენ:რატო გადაწყვიტე ეს დაგეწერა და ლექსი დაგერქმია მერე ამ რაღაცისთვის??:)
23. სადღაც, გზის ბოლოს კი, ღამემ დაიბანა ხელები და სველი ნაჭერივით მთვარე მთების უკან მიაგდო. სადღაც, გზის ბოლოს კი, ღამემ დაიბანა ხელები და სველი ნაჭერივით მთვარე მთების უკან მიაგდო.
22. სად შეგრჩა ტო სამოვარი? სად შეგრჩა ტო სამოვარი?
21. ეს არის სრული დებილობა. ეს არის სრული დებილობა.
20. ლელე,ლექსი უფრო საინტერესო მეჩვენება მე... რუსამეი,შენ მართალი ხარ..მაგრამ აი სადარ ხარ მართალი,მე სხვის დასაჯერებლად ხოარ ვიქებ თავს..ჩემთვის ვიქებ,და მე მჯერა..:)) ლელე,ლექსი უფრო საინტერესო მეჩვენება მე... რუსამეი,შენ მართალი ხარ..მაგრამ აი სადარ ხარ მართალი,მე სხვის დასაჯერებლად ხოარ ვიქებ თავს..ჩემთვის ვიქებ,და მე მჯერა..:))
19. აუ არაფერი ნაწილაკი არ ამოაგდო,არაფერი მოსაგვარელებელი არ არის... რა რჩევებს იძლევიან მეცინება, მე მომეწონა, გაიხარე :) ერთი რჩევა: საკუთარ თავს ნუ იქებ, არავის უხდება ეგ და არც სჯერათ ხოლმე ;) აუ არაფერი ნაწილაკი არ ამოაგდო,არაფერი მოსაგვარელებელი არ არის... რა რჩევებს იძლევიან მეცინება, მე მომეწონა, გაიხარე :) ერთი რჩევა: საკუთარ თავს ნუ იქებ, არავის უხდება ეგ და არც სჯერათ ხოლმე ;)
18. აუ არაფერი ნაწილაკი არ ამოაგდო,არაფერი მოსაგვარელებელი არ არის... რა რჩევებს იძლევიან მეცინება, მე მომეწონა, გაიხარე :) აუ არაფერი ნაწილაკი არ ამოაგდო,არაფერი მოსაგვარელებელი არ არის... რა რჩევებს იძლევიან მეცინება, მე მომეწონა, გაიხარე :)
17. საინტერესო კომენტარები იყო :) საინტერესო კომენტარები იყო :)
16. მელნისფერო,როგორ შემომელნისფერებულხარ და შემორიხინფერებულხარ ..მეც ავარიხინ ჩავარიხინე შენი კომენტარი და რაღაცეებში დაგეთანხმე და რაღაცეებში არ დაგეთანხმე და რაშიც არ დაგეთანხმე მეზარება ეხლა დაწერა და რაშიც დაგეთანხმე შენ მიხვდები ვგონებ... მელნისფერო,როგორ შემომელნისფერებულხარ და შემორიხინფერებულხარ ..მეც ავარიხინ ჩავარიხინე შენი კომენტარი და რაღაცეებში დაგეთანხმე და რაღაცეებში არ დაგეთანხმე და რაშიც არ დაგეთანხმე მეზარება ეხლა დაწერა და რაშიც დაგეთანხმე შენ მიხვდები ვგონებ...
15. ჰალო. ბოს, ვერ ხარ ფორმაში :შ ვერც იღადავე და ვერც ძველებური აღტაცება (აღშფოთება) გამოიწვიე.
,,გზაზე ღამე მიდის თხელი, ჩამოქნილი ტერფებით''. მხოლოდ ეს ღირს რაღაცად. (ჩემი აზრით) ამას რომ ვკითხულობდი, ერთი სული მქონდა სანამ ბოლოში ჩავრიხინდებოდი, რომ პირველი, უბოსეს(ური)ი კომენტარი მენახა. მერე კომენტარები ჩავარიხინე, მერე ,,მაუსის ბორბალი,, ისევ მაღლა ავარიხინე და ახლიდან გადავიკითხე ჟანრში მითითებული პოეზია, მეთქი გამორიცხულია, როგორ მოხდა რომ არც აღვშფოთდი, არც აღვფრთოვანდი და არც არაფერი, ალბათ რაღაც ვერ აღვიქვი–მეთქი. ჰოდა ასე, ,,ილიჩის ნათურა,, ამაზე მეტად მომეწონა, ,,პეროს'' შემდეგ კიდევ უბრალოდ ტეხს ამის დადება.
არადა ავატარი ისევ ისე იბღინძება :)
წავედი მე ჰალო. ბოს, ვერ ხარ ფორმაში :შ ვერც იღადავე და ვერც ძველებური აღტაცება (აღშფოთება) გამოიწვიე.
,,გზაზე ღამე მიდის თხელი, ჩამოქნილი ტერფებით``. მხოლოდ ეს ღირს რაღაცად. (ჩემი აზრით) ამას რომ ვკითხულობდი, ერთი სული მქონდა სანამ ბოლოში ჩავრიხინდებოდი, რომ პირველი, უბოსეს(ური)ი კომენტარი მენახა. მერე კომენტარები ჩავარიხინე, მერე ,,მაუსის ბორბალი,, ისევ მაღლა ავარიხინე და ახლიდან გადავიკითხე ჟანრში მითითებული პოეზია, მეთქი გამორიცხულია, როგორ მოხდა რომ არც აღვშფოთდი, არც აღვფრთოვანდი და არც არაფერი, ალბათ რაღაც ვერ აღვიქვი–მეთქი. ჰოდა ასე, ,,ილიჩის ნათურა,, ამაზე მეტად მომეწონა, ,,პეროს`` შემდეგ კიდევ უბრალოდ ტეხს ამის დადება.
არადა ავატარი ისევ ისე იბღინძება :)
წავედი მე
14. კარგია!
ლექსიც კარგია და ბოსიც. კარგია!
ლექსიც კარგია და ბოსიც.
13. აუტანელი ბოსების იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომელსაც თავისი საქმე კარგად ესმის ) აუტანელი ბოსების იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომელსაც თავისი საქმე კარგად ესმის )
12. თუ ბოსია ესეიგი ყველაფერში მართალია! :))) მთავარია ბოსს მოწონს.
წარმატება ბოსს!!
მთავარია (და) -ს მნიშვნელობა იცი..
ხო ხო, სხვა რამეებისიც იციიი....
თუ ბოსია ესეიგი ყველაფერში მართალია! :))) მთავარია ბოსს მოწონს.
წარმატება ბოსს!!
მთავარია (და) -ს მნიშვნელობა იცი..
ხო ხო, სხვა რამეებისიც იციიი....
11. უარყოფითნაწილაკიანო მითო, მანდ "და"-ზეა მთელი დატვირთვა,ეგ "და" არის მთელი კონვენცია და მარცვალი და რიტმი და რითმა და მელოდიურობა..ვერ ამოვაგდებ..ეს ახალი მიმდინარეობაა და მომყევით...მაგრა წაიღო ერთით მეტმა მარცვალმა..დაკვირვება უნდა პრიოსტა! ისე "და"-ნაწილაკი არ არი...და ესე..
უარყოფითნაწილაკიანო მითო, მანდ "და"-ზეა მთელი დატვირთვა,ეგ "და" არის მთელი კონვენცია და მარცვალი და რიტმი და რითმა და მელოდიურობა..ვერ ამოვაგდებ..ეს ახალი მიმდინარეობაა და მომყევით...მაგრა წაიღო ერთით მეტმა მარცვალმა..დაკვირვება უნდა პრიოსტა! ისე "და"-ნაწილაკი არ არი...და ესე..
10. ავტორი: ბოსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
ახლა ქარია და ახლა ბანალური წვიმაა, გზაზე ღამე მიდის თხელი, ჩამოქნილი ტერფებით, სადღაც, ჰორიზონტზე ისევ რომანტიკამ იმატა, სადღაც პათეტიკამ...მაგრამ მე ეს სულ არ მეხება. -(ეს სტროფი მშვენიერია)
მაგრამ მე ეს სულ არ მაღელვებს და სულ არ მადარდებს! (მადარდებს-კიდეზე ეს არანაირი რითმა არაა,მარტო ერთი დე ნაწილაკის დამთხვევა,ვერ გაგირითმავს) ფერი შეუხამეთ ჩემგან დაწესებულ ჩარჩოებს. მე კი დავჯდები და ფეხებს შემოვაწყობ კიდეზე, მაგიდის კი არა - მიწის. მერე ყველა ჩვევების
დედაც ავატირე! ცეცხლი მომიკიდეთ სიგარეტს, ერთი მეც გავმჭვარტლო ლექსით ავსებული ფილტვები, ერთიც შეგაწიოთ, მერე პოეზიამ იმართლოს თავი(გინდათ ბოლო)- ჩემი რა მიდის, რა იმტვრევა?!.
აგერ, სამოვარი შემრჩა - გადაჰყურებს ხეივნებს, (სოფლის ელანდება, ალბათ, დაბურული წინკარი,) სადღაც, გზის ბოლოს კი, ღამემ დაიბანა ხელები და სველი ნაჭერივით მთვარე მთების უკან მიაგდო. (აქ 16 მარცვალია, "და"ნაწილაკი ამოაგდე და პრობლემა მოგვარდება) ავტორი: ბოსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
ახლა ქარია და ახლა ბანალური წვიმაა, გზაზე ღამე მიდის თხელი, ჩამოქნილი ტერფებით, სადღაც, ჰორიზონტზე ისევ რომანტიკამ იმატა, სადღაც პათეტიკამ...მაგრამ მე ეს სულ არ მეხება. -(ეს სტროფი მშვენიერია)
მაგრამ მე ეს სულ არ მაღელვებს და სულ არ მადარდებს! (მადარდებს-კიდეზე ეს არანაირი რითმა არაა,მარტო ერთი დე ნაწილაკის დამთხვევა,ვერ გაგირითმავს) ფერი შეუხამეთ ჩემგან დაწესებულ ჩარჩოებს. მე კი დავჯდები და ფეხებს შემოვაწყობ კიდეზე, მაგიდის კი არა - მიწის. მერე ყველა ჩვევების
დედაც ავატირე! ცეცხლი მომიკიდეთ სიგარეტს, ერთი მეც გავმჭვარტლო ლექსით ავსებული ფილტვები, ერთიც შეგაწიოთ, მერე პოეზიამ იმართლოს თავი(გინდათ ბოლო)- ჩემი რა მიდის, რა იმტვრევა?!.
აგერ, სამოვარი შემრჩა - გადაჰყურებს ხეივნებს, (სოფლის ელანდება, ალბათ, დაბურული წინკარი,) სადღაც, გზის ბოლოს კი, ღამემ დაიბანა ხელები და სველი ნაჭერივით მთვარე მთების უკან მიაგდო. (აქ 16 მარცვალია, "და"ნაწილაკი ამოაგდე და პრობლემა მოგვარდება)
9. მართლა მჭვარტლია...ლექსი კი არა საცოდაობაა. ცადე იქნებ სხვა საქმე ოდნავ უკეთ გამოგივიდეს. მართლა მჭვარტლია...ლექსი კი არა საცოდაობაა. ცადე იქნებ სხვა საქმე ოდნავ უკეთ გამოგივიდეს.
8. ხო წინა შენს სხვა ნაწერებთან შედარებით ,,მერანი" იყო, მაგრამ იმაშიც რამოდენიმე თემატური სისუსტე იგრძნობოდა, ამაზე აბა რა გითხრა ხავსი რომ გიჭერს და ისიც წყდება ნაპირს აი ესეთი რაღაც არის... ხო წინა შენს სხვა ნაწერებთან შედარებით ,,მერანი" იყო, მაგრამ იმაშიც რამოდენიმე თემატური სისუსტე იგრძნობოდა, ამაზე აბა რა გითხრა ხავსი რომ გიჭერს და ისიც წყდება ნაპირს აი ესეთი რაღაც არის...
7. და სველი ნაჭერივით მთვარე მთების უკან მიაგდო. ეგ ნაჭერი აღარაა..ტილოა უკვე...:)
რაცარუნდა გაგიკვირდეს მომეწონა...კარგი სახეებია ძალიან...ავტორის ამბიციებიც (კარგი გაგებით) მშვენივრად ჩანს... 5 და სველი ნაჭერივით მთვარე მთების უკან მიაგდო. ეგ ნაჭერი აღარაა..ტილოა უკვე...:)
რაცარუნდა გაგიკვირდეს მომეწონა...კარგი სახეებია ძალიან...ავტორის ამბიციებიც (კარგი გაგებით) მშვენივრად ჩანს... 5
6. რიტმი არეული. რითმებზე ლაპარაკი ზედმეტია! აზრი - ალაგ ალაგ გამონათებები.
"ახლა ქარია და ახლა ბანალური წვიმაა," – ზვიმაზე უფრო აზრია ბანალური.
"ცეცხლი მომიკიდეთ სიგარეტს," – სიგარეტი ხართ?
"სადღაც, გზის ბოლოს კი, ღამემ დაიბანა ხელები და სველი ნაჭერივით მთვარე მთების უკან მიაგდო." – ერთადერთი ფრაზა, მთელ ლექსში, რომელსაც თავისუფლად დავუწერე +
წარმატებები რიტმი არეული. რითმებზე ლაპარაკი ზედმეტია! აზრი - ალაგ ალაგ გამონათებები.
"ახლა ქარია და ახლა ბანალური წვიმაა," – ზვიმაზე უფრო აზრია ბანალური.
"ცეცხლი მომიკიდეთ სიგარეტს," – სიგარეტი ხართ?
"სადღაც, გზის ბოლოს კი, ღამემ დაიბანა ხელები და სველი ნაჭერივით მთვარე მთების უკან მიაგდო." – ერთადერთი ფრაზა, მთელ ლექსში, რომელსაც თავისუფლად დავუწერე +
წარმატებები
5. მე ნუ მასწავლი რა არის მაგარი.გითხარი ეს უკვე ,,პერო" სულ სხვაა :) ამდენი ხანი იმიტომ დაიკარგე რომ ასეთ რამით მოსულიყავი? რა ვიცი რა ვიცი. არა და ისე შენ ბოსის ხუთი წესი არ იცი, თორემ შედარებით დახვეწილი ბოსი იქნებოდი და ქვეშევრდომებს არ ეტყოდი ისეთ სიყვას,როგორიცაა ცუღლუტობა :) მე ნუ მასწავლი რა არის მაგარი.გითხარი ეს უკვე ,,პერო" სულ სხვაა :) ამდენი ხანი იმიტომ დაიკარგე რომ ასეთ რამით მოსულიყავი? რა ვიცი რა ვიცი. არა და ისე შენ ბოსის ხუთი წესი არ იცი, თორემ შედარებით დახვეწილი ბოსი იქნებოდი და ქვეშევრდომებს არ ეტყოდი ისეთ სიყვას,როგორიცაა ცუღლუტობა :)
4. გილო,ნუ ცურლუტობ.ესეც მაგარია! გილო,ნუ ცურლუტობ.ესეც მაგარია!
3. წინა ლექსი ჯობდა ეს რა არის. ნამდვილად : ,,მაგრამ მე ეს სულ არ მაღელვებს და სულ არ მადარდებს!" :) წინა ლექსი ჯობდა ეს რა არის. ნამდვილად : ,,მაგრამ მე ეს სულ არ მაღელვებს და სულ არ მადარდებს!" :)
2. ფინალი ძალიან მომეწონა!:) ყოჩაღ! ფინალი ძალიან მომეწონა!:) ყოჩაღ!
1. კონვეციის შუქურა და მანათობელი ამაყობს თავის ლექსით როგორც ყოველთვის!! ყოჩაღ ბოს! კონვეციის შუქურა და მანათობელი ამაყობს თავის ლექსით როგორც ყოველთვის!! ყოჩაღ ბოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|