ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2013


ტანჭრელი

ყველა გრძნობები დავამოწმე ნოტარიულად,
დარჩნენ მუზები უპარნასოდ, ბინის გარეშე...
დავლიოთ ლუდი-ჩეხური ან ბავარიული;
ფულზე ნუ დარდობ, ყველაფერი ვიანგარიშე!

გაცვეთილ ფრაზებს დავალაგებ, როგორც დომინოს,
შევრჩები ნაპირს მიტოვებულ სპილოს ძვალივით...
შლეგი მარტია და ამინდიც მძლავრად ბოგინობს,
დავტოვებ ბინას, დღეს საღამოს ანდა ხვალევე!

უთვალავ ფერით შეგიკერავ აპრილის კაბას,
რომ საუკუნოდ ცისარტყელით იყო მოსილი...
მოყვება მთვარე, როგორც წესი, "აბრაკადაბრას"
და მისახსოვრებს სურნელოვანს, რამე ლოსიონს.

მაისის პირზე მივადგები უფას, აზიას,
რომ მოვინატრო: ეიფელი, ლუვრი, პარიზი...
და დავგმობ ლექსებს-უნაყოფოს, უფანტაზიოს;
სავსეს: სიყალბით, სიცრუით და არა ქარიზმით!

დავრჩები ასე ნირვანაში, ოღონდ არათუ,
როგორც რონინი, ტრამალებში უცხოდ გაჭრილი...
მე-სამურაი, რომ დავიპყრობ ზეცის მარათონს,
შენ კი გერქმევა ცისარტყელის კაბით ტანჭრელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები