ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2013


პანგეას ბინადარი (პირველი ნაწილი)

დანაწევრებამდე ერთი მთლიანობა ვიყავი, ისე როგორც სამშობლო და სიყვარულია. სიყვარულამდე ჯერ სამშობლო იყო და შემდეგ ადამიანი, რომელმაც სიძულვილიც ისწავლა.
სიძულვილმა სხვათა მჩაგვრელად აქცია ადამიანი, მათი მწვალებელი თავს ბედნიერად გრძნობდა. თვლიდა, რომ ღირსნი იყვნენ მონობ ის. მათ ერთი თავკაცი სჭირდებათ, მეტსახელად „პანგეა“. ის იქნება სიხარულიც და წუხილიც, სიყვარული და სიძულვილიც. არავითარი სამშობლო, არავითარი გრძნობები, მხოლოდ ბრძოლა გადარჩენისთვის.

ცხოველები...
მღრნელები...
„პანგეა“ - მხსნელი თუ მკვლელი სულებისა...

ის არჩევანს უპირატესობას არ ანიჭებს. ის არ აღიარებს სამს, შვიდს, თორმეტს. მას უყვარს ყველაფერი ერთი და ყველაფერი ცალ-ცალკე.

„პანგეა“ - ღვთის მოშიში ერთი ნაძირალა ვინმეა, რომელსაც უფალი ისევე უყვარს როგორც სძულს. ის დედამიწიდან უფალს დიალოგს თხოვს.

* * *

ერთი ღერი სიგარეტი - მომიკიდეთ!
ერთი ცალი წითელი ვარდი - მაჩუქეთ!
ერთი ჯვარი - შემინდეთ მამაო!
უფალმა შეგინდოთ!..

სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩავარდა. ბოლი ოთახში გეურკვეველი წრე-ხაზებით ერთი ცალი ვარდის თავზე ტრიალებდა, რომელიც კეტრინს ლარნაკში ჩაედო. ის გუშინ დაბრუნდა სოლომონის ტაძრის გახსნის ცერემონიალიდან., სადაც ერთი ახალგაზრდა  მამაკაცი გაეცნო. ვარდი მიართვა და შეხვედრას დაჰპირდა. მამაკაცს უცნაური იარა ჰქონდა, რომელსაც გრძელი თმების საშუალებით მალავდა, მაგრამ კეტრინს ის არ გასმოპარვია. მოერიდა ეკითხა თუ რა სჭირდა...
კეტრინი ტახტზე მოკალათებული, ბროლის მაღალ ფეხიან ჭიქაში ნახევრამდე ჩასხმულ ვისკის სვამდა და ტელეყუთს მისჩერებოდა. გრძელი, ფითქინა, წკეპელივით ფეხები ჟურნალის მაგიდაზე შემოეწყო და ბოჰემურ ცხოვრებას შეჩვეული ფიქრს მისცემოდა. მისაღებ ოთახში, ვერანდაზე გასასვლელ კართან, კედელზე ჯვრაცმა ეკიდა, რომელიც კეტრინის პაპის საკუთრება იყო. სახლი ისეთივე სილამაზით გამოირჩეოდა როგორც მისი ულამაზესი სახე. ორივე ერთი მხატვრის მიერ ტილოზე შერსულებულ ნახატს ჰგავდა, რასაც ნაზი, ფაქიზი ფუნჯის კვალი ეტყობოდა.
კეტრინი თვლემისგან კარზე კაკუნის ხმამ იხსნა. ჯერ ცალი ფეხი ჩამოსწია მაგიდიდან, რომელიც დაბუჟოდა. მოკლე, თავისუფალი, თეთრი, კაბიდან შავი საცვალი გამოუჩნდა, შემდეგ მეორე ჩამოსწია. მგზავრობის გამო დაღლილს ტახტიდან წამოდგომა გაუჭირდა. კარის ჭუჭრუტანაში გამჭოლი მზერა შეაგება კარს მიღმა მდგარ ახალგაზრდა გოგონას. სახეზე ემოცია არ გამოსახვია. ალბათ ესეც დაღლილობის ბრალი იყო. პერანგის სამი ღილი შეხსნილი ჰქონდა. არც უცდია შეეკრა ისინი. გასაღები ერთხელ გადააბრუნა და სტუმარი სახლში შემოიპატიჟა. ზურგით მისკენ შებრუნებულმა უთხრა:
- მიხარია შენი ნახვა, მაგრამ დღეს ვფიქრობ საინტერესო საღამო ვერ გვექნება. დაღლილი ვარ.
- არც მიფიქრია?!... თუ გართობა მომინდა სხვაგან წავალ.
- მაშინ, რისთვის მოხვედი? - ჰკითხა კეტრინმა.
- შენი შთაბეჭტილებების მოსმენა მსურდა, მაგრამ თუ დაღლილი ხარ სხვა დროს შემოვივლი.
- არა, იყოს... დაჯექი! ახლოს მოდი! ძალიან მომენატრე, ნინა!
- მეც! ეს ერთი კვირა მის გარეშე კოშმარად მექცა...
- რა მოხდა, დაშორდი?!
- შეიძლება ასე ითქვას... წავიდა! წავიდა იქ სადაც შენ წახვედი. შენც მაკლდი. მრჩეველი მაკლდა. არავინ იყო ჩემს გვერდით...
- გაჩუმდი! იქნებ მითხრა რა მოხდა? - კვლავ ჰკითხა კეტრინმა.
- ვიკამათეთ და ბოლოს მომაძახა „სხვა მიყვარსო“.
- არაფერია, სხვას შეიყვარებ. ის არაფრით იყო განსაკუთრებული. არასოდეს მომწონდა. - ნინამ თავი კეტრინის კალთაში ჩადო, ფეხები ტახტის სახელურზე შემოაწყო და კეტრინს თავისი წყლიანი, თბილი თვალებით დაუწყო ცქერა.
- კეტრინ, ეს პატარა იარა საფეთქელთან ახლოს საიდან გაქვს?
- იარა?! არვიცი?!... ჩანთა მომაწოდე! ტახტთან იატაკზე დევს.
- ახლავე! - მარცხენა ხელით ხელჩანთას მისწვდა და კეტრინს გაუწოდა.
კეტრინმა ხელჩანთიდან პატარა მრგვალი სარკე ამოიღო. თავი ოდნავ მიაბრუნა მარცხენა მხარეს და მარჯვენა პროფილი სარკემ აირეკლა. იარა საფეთქელთან დაშანთულს ჰგავდა. ვერ გაიხსენა თუ საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ გაახსენდა ახალგაზრდა მამაკაცი იარით, რომელიც ჯერ კიდევ მოსვენებას არ აძლევდა.
ფიქრები მასზე - გაუთავებლად...
ფიქრობდა იარაზე...
ფიქრობდა დაზე, რომელსაც თავი მის კალთაში ჩაედო და მისთვის სათქმელს ვერ პოულობდა.
„არაფერი მახსოვს, რა ვუთხრა?! ეს იარა საიდან გაჩნდა ან ამ ფორმის?“
- კეტრინ, დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურები! ძალიან ლამაზი ხარ! სამწუხაროა, რომ დღეს ჩემს გარდა ამ სილამაზეს ვერავინ იხილავს...“ - ნინა შეეცადა უხერხული სიჩუმე დაერღვია.
ჭერისთვის თვალებმოუცილებლად მადლობა გამოსწირა გონიდან და ბაგეების მოძრაობით უსახსოვრა, ნიშნად მადლიერებისა, ნაცნობ ხმას, რომელიც მამაკაცისა იყო.
ჭერიდან მზერა თავის კალთაზე გადაიტანა. ნაცვლად დის მშვენიერი სახე-პირისა თვალწინ იმ ახალგაზრდა მამაკაცის მეტყველი ანფასი დახვდა, რომელიც ათბობდა და ასევე აციებდა მის გრძნობებს.
ტახტზე მძინარე კეტრინს შფოთვისგან გამოეღვიძა. ოთახში ირგვლივ მიმოიხედა. ყველაფერი წესრიგში იყო. მარტო ყოფნამ განვლილი კვალი უწესრიგობით გამოწვეული ქაოსით შეცვალა. მღელვარება და შიში უშორებელ, თანდაყოლილ სენად ექცა.
ოთახში მარტო - პანგეას ბინადარს დაემსგავსა.

***
სულით დაავადებულთა კლინიკაში ერთი პაციენტი იზოლირებულ გარემოში სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ატარებდა. ილუზიურ-ჰალუცინაციურ გამოხტომებს დაჩვეული კეტრინი აბებს მორჩლად იღებდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.
მისი ჩანაწერები „პანგეას ბინადარზე“ კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა, ფსევდონიმის დახმარებით, გამომცემლობა „ოდესღაც მქონდა სამშობლო“-ს ჟურნალში „ფიქრები სამშობლოზე“. გამომცემლობა ქართველ მეცენატს და საკუთარ სამშობლოზე უბადლოდ შეყვარებულ ადამიანს ეკუთვნოდა. მისი ბეჭდური საქმიანობა გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ ვიწრო გარემოცვას ეძლეოდა შესაძლებლობა მოეხდინა ჟურნალის გავრცელება უსასყიდლოდ.



***

ოთხი კვირით ადრე

წერილი პირველი

მოგზაურობა პანგეაზე


წუხელ ყვარცმის წინ ვლოცულობდი. გაუთავებლად ვბუტბუტებდი სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა ხშირ შემთხვევაში გაუგებარი იყო. ახალგაზრდას გაუსაძლისი ტკივილი მტანჯავდა, მაგრამ ოცნება რომელიც ფიქრი იყო ჩემი არ გამნელებია. ეს იყო ფრენა.
ეს იყო თავისუფლება...
ეს იყო თვის მძიება...
დილა გათენდა გაზაფხულის. ნინას ლარნაკში დაცვარული იები ჩაეწყო. ვერანდაზე გავედი. დილის ექვსი საათი იქნებოდა როცა უჩვეულო სამკუთხედი შევნიშნე - მზე, მთვარე და დედამიწა. სამივე მნათობი ერთი დილით სუნთქავდა, ვსუნთაქვდი მეც! მჭირდა უიმედობა - თვალებით ვთამაშობდი წრეში ბურთს. შუაში მე და დედამიწა ვიყავით.
დედამიწა დაჭრეს.
მე გავიმარჯვე!
არ მიხაროდა. მშობლიური ჭრილობა მტანჯავდა. ექთანს დავუძახე და შევჩივლე: „უმკურნალეთ დედამიწასთქო!“ ექთანმა დავთარში რაღაც ჩაიწერა. ოთახში დამაბრუნა და ლარნაკი იებით სავსე გაიტანა.. გავძახე: „იები დატოვეთ-მეთქი:, მაგრამ თხოვნა უპასუხოდ დატოვა.
დღეც მიილია...
ნინამ ჩამკეტა.
მე ფრენაქ მინდა!
მე თავისუფლება მინდა!
მე თავის ძიება მწყურია!
იცით, რას ნიშნავს გწყუროდეთ თავისუფლება? რა ფამილარობაა ეჭიდაო გრძნობას და მარცხის დადგომის ჟამს სულს ჩააფურთხო, უმოქმედობის გამო. სწორედ ამ დროს დგება უსასრულობის განცდა. ცდილობ თავს აპატიო და წყურვილი, როგორ ამბობენ?! - -ჰო, უნდა მოიკლა. თუმც მოკლა წყურვილი, ეს იგივეა მოკლა ღმერთი!..
სწორედ ეს არის ჩემთვის მწუროდეს თავისუფლება!
თვალი დავხუჭე და უფალს დავუთმე ღამის დასრულება. ვიცი ჯერ კიდევ ადრეადა... მე გავფრინდები! დავთმე ყველაფერი მიწიერი რათა მიმეღო ყველაფერი ცისმიერი!
მიკვირს - როგორი ფრთხილია სამყარო ადამიანების მიმართ და როგორი ჯიუტები ვართ ჩვენ, ულმობელნი... ცესწრაფით იდეალებს, ვითხოვთ მეტს ვიდრე გავცემთ...
იარამ შემაწუხა. მაპატიეთ, წამით გავალ, მალამოს ვიცხებ და დავბრუნდები.

***
სანამ გასული ვიყავი, ნინამ ერთი მთვარე გადამაყლაპა. მწყალი დავაყოლე და წყურვილიც „მოვიკალი“.
შუაღამეა. გათერნებამდე სამი საათი რჩება. მე ისევ ვიღიმი და ვწერ წინადადებებს, რომლებიც ერთ დღეს ფრენას შეძლებენ, როგორც მე. რა ლამაზი იქნება ცაში მონანავე ჩემი თანხლებით...
ხომ ლამაზი იქნება მამა? - ოთახში არავინაა, მხოლოდ მე ვარ. არ ვიცი რა მემართება?!... გათენებას ველოდები და ფრთებს. დედა შემპირდა: „ ილოცე და ფრთებიც ამოგივაო!“ როგორც მახსოვს დედა ძილის წინ საკუთარ ზღაპრებს რომ მიკითხავდა, ეს ფრაზაც იმ ზღაპრიდან იყო, რომელსაც ყოველ საღამოს სხვადასხვა შინაარსი ჰქონდა.
თავს დამათენდა, გრძელი თმები ნინამ დამივარცხნა, სარკესთან ცოტა ვიმაიმუნე. ნინა იცინოდა და გაუთავებლად მესაუბრებოდა. მას არ გაუმართლა. ქმარმა მიატოვა. ჩემი მაზლი დიდი თაღლითი ვინმე იყო, აუტანელი და დადაღული ნაბიჭვარი. გაუმაძღარი სექსოპათოლოგი. შვილი მყავს, რომელმაც უარმჰყო და მასთან გაიქცა.
მე ის ნაბიჭვარი მოვკალი.
ისევ ის ახალგაზრდა მამაკაცი ვერანდაზე, სოლომონის ტაძრიდან. თითქოს მოჩვენებაა. ვერანდის ერთი თავიდან მეორემდე სეირნობდა რიჟრაჟის პირზე. სწრაფი ნაბიჯებით ვერანდაზე გავედი, მაგრამ ის გაქრა.
ზურგს უკან რაღაც გაიშალა. ტერფები იატაკს დაშორდა... განცვიფრებულმა ხელები ზურგს უკან წავიღე. თითები მაქმანებით მორთულ ფრთებში გაიხლართა.
სიხარულით ცას ვეწვიე!

***

მე, ცის სტუმარი

მე, ფრენა მინდოდა...
ავფრინდი!
ცამ მიმიღო, როგორც შვილი, როგორც აქამდე არა ერთხელ მყოფი მის სივრცეში. მან ჩამიხუტა... რა ლამაზია დედამიწა ციდან... მე მას დავარქმევდი დედაცისას!
ძალიან, ძალიან მაღლა დავფრინავდი, ოზონის სფეროსთან ახლოს. ხვრელი შევნიშნე. არა, შავი არა, ის ლურჯი იყო, მაგრამ მომაკვდინებელი. გულში დაჭრილ ირემს ჰგავდა, რომელიც შველას ითხოვს.
აღარ მწყუროდა...
ცა გამიმასპინძლდა...
ცისასრულს დავშორდი და ოდნავ ქვევით დავეშვი. დედამიწა ღრუბლებს ქვემოთ დავინახე: ცათაბჯენების თავზე ვიფრინე, ეგვიპტე მოვინახულე, სირიაში შევიარე, ერაყი დავთვალიერე, რუსეთში კრემლს შევავლე თვალი. იქ იმპერიის სუნი ტრიალებდა. მექსიკას გადავუფრინე, გვატემალაში ნამყოფი ვიყავი. იქ ვისვენებდი როცა შვილი შემეძინა. ბებერ ევროპას ვეწვიე, იქიდან დაღლილი და დასიცხული ანტარქტიდაში გასაგრილებლად გავფრინდი. ერთი პატარა ქვეყნის მონახულების სურვილიც გამიჩნდა. მიუხედავად დიდი მანძილისა, დაღლა არ მიგრძვნია. მხნედ ვათამაშებდი ფრთებს და სურვილს ამ ქვეყნის ნახვისას ერთი-ორად მაიხანგრძლივებდა დედის მონათხრობი. ეს ქვეყანა იმ ზღაპრიდან იყო, რომელსაც ყოველ საღამოს სხვადასხვა შინაარსი ჰქონდა. მას საქართველო ჰქვია!
წყაროებით, ჩანჩქერებით, მდინარეებით მდიდარი მხარე... კავკასიონის მთების გავლით ვიფრინე. ჰაერიც განსხვავებული, თითქოს ნაკლებ აზოტიანი და ჟანგბადით გამდიდრებული მეჩვენა. მხოლოდ ჩასუნთქვას ვლამობდი. ამ ქვეყნის განსაკუთრებულობა მის მრწამში აისახება. მე კი ეს გუმბათებში ვნახე! გუმბათების სიმრავლე მთათა წყობასა და მათ უხვობას ტოლს არ უდებდა.
ჯვრების სიმრავლე გულს მალამოდ მეცხო!..
მშვენიერია თავისუფლება!..
ჰაერში გაშლილი ფრთების მწყობრი ხმოვანება პარტიტურად იქცა.
ჰანგები...
მრავალხმიანობა...
ცისკრის სიმღერა..
კითხვებს აღარ ვსვამ. მე მივხვდი თავისუფლებას. კანონები მზღუდავდა.
ჰაერში კანონები არ არსებობს.
მხოლოდ უფლის კანონებისა ვიწამე!..
დიდება უფალს!!!

***
დავბრუნდი.
ნინა ოთახში დამხვდა. ერთი მზე გადამაყლაპა. წყალი დავაყოლე და წყურვილი სადღაც გაქრა...
მზაემ თბილად დამაძინა.


***

სამი კვირით ადრე

წერილი მეორე

ჯერ კიდევ წარსულში

მარსიანელობამდე დედამიწელი ვიყავი. მყავდა მშობლები, და და შემდეგ შვილი, რომელმაც საშინელი ტკივილი დამიტოვა. სანამ მარსიანელი გავხდებოდი, საიდუმლო უნდა გავთქვა, საყვარელი მყავდა, რომელიც ფულს აღარ ითვლიდა. კმჯისი ფული სასწორზე იწონებოდა-ხოლმე. ადგილი და სამკვიდრო მარსზე, სწორედ მისი ფულების წყალობით შევიძინე. ხუთი ათასი კვადრატული მეტრი. ერთი დიდი მამულის მფლობელი გავხდი მარსზე. თავი სიზმარში მეგონა.
იყო დრო დედამიწა ჩემით ამაყობდა. ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკას ვხემძღვანელობდი. კლინიკას „პანგეას მსოფლიო სამკურნალო-კვლევითი ფსიქიატრიული კლინიკა“ ერქვა, მაგრამ ეს კლინიკა არ გამხდარა ჩემი სახელის აღზევების საბაბი. სახელი ჩემმა მოთხრობებმა გამითქვა, რომელთა უმრავლესობა პაციენტთა ისტორიებზე დაყრდნობით იქმნებოდა.

ციკლიდან
„პანგეას კლინიკის პაციენტები“

პაციენტი № შტრიხკოდი

მოქმედება ხდება ჯერ კიდევ დედამიწაზე, სანამ უფლისგან სამალავს მიაგნებდა კაცობრიობა.
წალკოტად წოდებული მშვიდი ადგილი...
ტყის მასივთან ძალიან ახლოს პატარა მშვიდი სოფელი ბუნებრივად იწონებდა თავს რამდენიმე რამდენიმე მდიდრული კოტეჯის წყალობით. მისი შემოგარენი ასფალტის რკალით იყო შემოსაზღვრული და მხოლოდ, გრძელი, დაუსრულებელი გზით ამყარებდა კავშირს შორებელ, მონათესავე, უფრო მჭიდროდ დასახლებულ სოფელთან.
ქალბატონი ვიტნესი ყოველ საღამოს საკუთარ სახლში სოფელ აუთვილში ბრუნდებოდა. სამსახურის შემდეგ ხშირად იწვევდა მეგობრებს ვახშამზე. მათ შორის სახელგანთქმული, ულამაზესი გოგონა, იტალიის ელჩის ქალიშვილი, ოქროსფეროვანი თმებით, მაღლა აწეული სამოთხისვაშლებიანი მკერდით, ჩამოსანთლული თეძოებით, ყურძნის დაშაქრული წვენის მათრობელა თვალებით იწონებდა თავს.
ქალბატონი ვიტნესი შეყვარებული იყო იტალიის ელჩის ქალიშვილზე. მისი სურვილი, ჰყოლოდა გოგონა, რომელიც სწორედ ისე სცემდა პატივს და ეყვარებოდა, როგორც პენელოპა, უფალმა არ შეისმინა. მხოლოდ ვაჟი აჩუქა. მიზეზი ნათელი იყო პენელოპას სტუმრობისა ქალბატონი ვიტნესის კარზე. მას სურდა ჰყოლოდა რძლად ზღაპრის გმირი, რომელსაც სანატრელ დედობას გაუწევდა.
ვიტნესი პროტესტანტი იყო. პენელოპა კათოლიკე. დედა პენელოპასი მართლმადიდებელი, საქართველოდან ემიგრირებული ორი ათას სამი წლიდან - ორი ათას თორმეტ წლამდე რეპრესიულ-დიქტატორული რეჟიმის მიერ დევნილი თამარის შვილი. მრწამსისა და აღმსარებლობის სხვადასხვაობის მიუხედავად ქალბატონი ვიტნესი თანახმა იყო დაეკმაყოფილებინა ყველა კაპრიზი რასაც პენელოპას გაახარებდა.
ქალბატონი თამარი უაღრესად განათლებული, საზოგადო მოღვაწე და პატივცემული ქალბატონი გახლდათ. აწ გარდაცვლილი ქალბატონი თავის დროზე სიცილიაში ჩავიდა და იქ დაივანა. მომავალ მეუღლეს სწორედ სიცილიაში შეხვდა. მოიხიბლა მისი გონიერებითა და რაც მთავარი იყო მასში შენიშნა ქართული ხასიათი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ დაოჯახებაში. პენელოპა მათი მესამე შვილი იყო. ნაბოლარა. პირველი ორი შვილი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა პალერმოში, ვიტორიო ემანუელეს გამზირზე მოხდა. გამზირის გადაკვეთისას დედა და ორი ვაჟი სწრაფად მომავალმა „პანგეასუს“ ფირმის ავტომობილმა გაიტანა. დედა გადარჩა. ეს მოხდა სავსე მთვარეობისას. ხანგრძლივი გლოვის შემდეგ იტალიის ელჩის მეუღლემ დატოვა ანდერძი, სადაც წერდა: „დამმარხეთ ისე, რომ ვერც ერთმა სულიერმა იპოვოს ჩემი საფლავი!“
ბატონმა ვიტორიომ მეუღლის ანდერძი პირნათლად აღასრულა. ის იყო ერთადერთი ადამიანი პანგეას მმართველობის დრო-ჟამს ვინც იცოდა თამარის საფლავი.
ვიტორიომ მეუღლისა და ვაჟების გარდაცვალების შემდეგ გარკვეული პერიოდი ასტეკური ცხოვრებით გაატარა. პენელოპა კი ბებიასთან იზრდებოდა. ექვსწლიანი განდეგილობის შემდეგ ის დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას და რიტმულად განაგრძო თანაცხოვრება პანგეას მობინადრეთა შორის.
დაუვიწყარ საღამოებს მართავდა ქალბატონი ვიტნესი. ეს საღამოც მისი დიდებულებით განსხვავდებოდა წინა შეხვედრებისაგან. ყოველი სტუმრობა განსაკუთრებულ ატმოსფეროში აღინიშნებოდა. დღევანდელი საღამო მეჯლისმა დაამშვენა, რაც გახსენება იყო რენესანსული პერიოდისა. ასევე მონატრებაც მოწვეულ სტუმართა შორის საკუთარი წარმომავლობისა, დადუღებულ საყრდენზე მოსიარულე თუ მოცეკვავე გოგო-ბიჭები, ქალბატონები და ბატონები, ნიშნად ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულებისა ენითა და თვალებით ათას სამკობ და უთქმელ კეთილ ფრაზებს ცვლიდნენ. როგორც კი ქალბატონი ვიტნესი საღამოს დასრულებულ;ად გამოაცხადებდა, მათ ეს ენათბილობა და თვალებსხივობა სადღაც ქრებოდა... სხდებოდნენ ავტოფრთოსნებში და კვლავ ერთმანეთის მიმართ მავნებლობით კავდებოდნენ.
ექვსი წელი სრულდება მარკისა და პენელოპას ქორწინების დღიდან და თარიღის აღსანიშნავად რიგით მეთორმეტე წვეულება გამართა ქალბატონმა ვიტნესმა მათ პატივსაცემად. ფერადი კაბები და სმოკინგები წყვილდებოდნენ. ატლასით გაწყობილი სუფრა, ოვალური მაგიდები ერთმანეთის გასწვრივ მწყობრად იდგნენ. მაღალყელიანი ფაიფურის დოქები შამპანურით სავსე, მაგიდებზე მშვიდად ელოდნენ მამაკაცთა მოალერსე თითებს... თეფშებზე წყვილ-წყვილად განლაგებული ბეკონის ნაჭრები ამშვენებდნენ კოხტად თანწყობილ, მათთან ახლოს, მეორე მაგიდაზე მყოფ ულუფებად დაჭრილ დესერტს. მოსამსახურეების ფუსფუსი ცალკე მაღალ-საზოგადოებრივი კულტურის ნაწილი იყო. მათი ტრიალი საზოგადოებრივ წვეულებებზე მეტად სასარგებლო და სარფიან საქმეს წარმოადგენდა. მაქმანებითა და პრილიანტებით გაწყობილი შეუღლებულთა კუთხე თვალისმომჭრელ სილამაზეს ტოვებდა მნახველში. უამრავი ყვავილი ამშვენებდა და მრავალფეროვნებას სძენდა დარბაზს. წვეულებაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ექვსწლიანი თანაცხოვრების მქონე წყვილები. ქალბატონმა ვიტნესმა ამით ხაზი გაუსვა მიზეზს, რომელიც მას ასე ძალიან აბედნიერებდა. ეს ბედნიერება მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივდა.
პენელოპა ქალბატონ ვიტნესთან მუშაბდა წამყვან თანამდებობაზე. ის ფინანსებს კურირებდა. კარგი მენეჯერული თვისებებით გამოირჩეოდა. ფლობდა ადამიანური რესურსების მმართვის ტექნოლოგიასაც. იყო ამაყი და ამავდროულად გულჩათხრობილი. ფლობდა ოთხ ენას. მათ შორის საერთაშორისო ენა „პანგურსაც“. უყვარდა საუკეთესო დიზაინერთა კოლექციიდან მხოლოდ ერთი: „პანგერას“ კოლექცია. მოდის სამყაროში მას საუკეთესო კრიტიკოსად მიიჩნევდნენ. იყო გურმაქნიც. იცნობდა ყველა ადრეულ სახელმწიფოთა სამზარეულოს. თუმცა მისი სუსტი წერტილი მაინც სალიტერატურო ორგიებში თანამონაწილეობა იყო. მან არაერთი კლასიკური ნაწარმოებები თარგმნა პაგგურ ენაზე. ამით ცდილობდა აღედგინა კულტურული ხაზი ერთ დროს სახელმწიფოებებად წოდებულ სახელმწიფოებებს შორის, რაც მკაცრად იკრძალებოდა პანგეაზე.
ქალბატონი ვიტნესი სიფრთხილისკენ მოუწოდებდა და თან მის ყველა ოცნებას ფრთებს ასხამდა. ვიტნესის სახელისა და გავლენების გამო პენელოპას ღიად არ უპირისპირდებოდნენ. რამდენიმე მისი თარგმანი გამოიცა, მაგრამ საკმაოდ დაბალი ტირაჟით.

***

გამომცემლობიდან სახლში ბრუნდებოდნენ ქალბატონი ვიტნესი და პენელოპა.
- გააჩერე მანქანა ჯერალდ, აქ ჩამოვალთ!
- როგორც თქვენ იტყვით ქალბატონო, მაგრამ კადნიერებად ნუ ჩამომართმევთ, გვიანია, ბნელა...
- არაფერია!... შენ შინ წადი. მე და პენელოპა დღისით დავბრუნდებით.
- ვიტნეს, მეც?
- ჰო საყვარელო, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ.
- იცი რომ სიურპრიზები არ მიყვარს.
- ეს სიურპრიზი არ არის. ვფიქრობ უფრო წარსულთან გამოთხოვება გამოგვივა.
- წარსულის არაფერი მახსოვს.
- არავინ შეგახსენებს პენელოპა. ჯერალდ, მარკს, თუ სახლში დაგხვდა, უთხარი რომ სასტუმროში დარჩენა გადავწყვიტეთ.
- დიახ, ქალბატონო ვიტნეს!
- მანქანის კარი ხმაურით მიიხურა. ქოლგა პენელოპამ გახსნა რომელიც ქალბატონ ვიტნესს ყოველთვის თან დაჰქონდა. ის მზიან ამინდშიც იყენებდა მას, მისი პირადი ექიმის რეკომენდაციით. ის ჯეროვნად ასრულებდა ექიმის მითითებებს და მუდამ შეყვარებული სიცოცხლეზე, იმავეს ურჩევდა მის რძალს.
- სად მივდივართ, ვიტნეს?
- მალე, ყველაფერს მალე ნახავ!
- რას ვნახავ?
- რაც აქამდე კითხვებად იბადებოდა.
- ვინმე პასუხს გამცემს? რა, მეორედ მოსვლა იყო და იესოს სანახავად მივდივართ?
- შენი ენაკვიმატობით ყოველთვის ვიხიბლებოდი, პენელოპა. - ტუჩებზე ღიმილი აეკრა ვიტნესს.
- მეც! ერთი განსხვავებით - საკუთარ ხუმრობებზე არასოდეს მეცინება. ღმერთო, ეს რა საღამოა?! მთვარე მაინც ანათებდეს. თითს ვერ მიიტან თვლათან.
- არაფერია, ყველაფერი მოგვარდება. - წარმოსთქვა თუ არა სიტყვები ქალბატონმა ვიტნესმა, შემოჰკრა მტევენი-მტევანს და იქნა ნათელი! გაკვირვებისგან პირღია პენელობას ენა გაუშრა.
- ერთი წუთით... იქნებ ამიხსნა ახლა რა მოხდა?
- არაფერი საყვარელო, უბრალო დამთხვევაა. უფალმა შეისმინა ვედრება.
- ჰო მაგრამ, ტაში?!
- ტაშით ჩემი აღფრთოვანება გამოვხატე მის მიმართ.
- ვის მიმართ?
- უფლის მიმართ.
- შენც ხუმრობ ვიტნეს და ეს არ მიკვირს. ვატყობ სამაგიეროს მიხდი.
- არა ძვირფასო, პირიქით... მე შენით ვამაყობ და მიხარია რომ მყავს რძალი, რომელსაც უკუნეთ ღამეში უფალიც კი წყალობს.
- სადმე ჩამოვჯდეთ ვიტნეს, დავიღალე. მაგრამ სკამი რომ არსად ჩანს?
- მარცხნივ გაიხედე, ხედავ?
- სკამი იქ არ იდგა?!
- ახლა დგას.
- ვიტნეს, მეშინია!...
- პირიქით, გიხაროდეს პენელოპა. არც მე და არც შენ მსგავსი არასოდეს გადაგვხვდენია...
პენელოპას არ სჯეროდა ქალბატონი ვიტნესის სიტყვებისა და ყოველ მის მოძრაობას მეტისმეტად დაძაბული უცქერდა. ისე ჯიუტად მისჩერებოდა მის თვალებს ლამის მისთვის სიარულშიც ხელი შეეშალა.
გზა არ თავდებოდა. პენელოპა შიშმა შეიპყრო. თითებს თითებში ხლართავდა. იდაყვებს ხშირად ხრიდა და ხელებს შუბლზემოთ სწევდა.
მთვარის გამოჩენის შემდეგ საგრძნობლად აცივდა. ხმაშიც დაეტყო ქალბატონ ვიტნესს სხეულის შეციება. წაჭრილი პრიზმის ფორმის ქუდი დაიხურა, ხელთათმანი გაიკეთა, პეწვეულზე პლატინის ღილები შეიკრა და ხელკავით პენელოპას გვერდი დაუმშვენა.
- ძვირფასო, აღარ წვიმს, იქნებ ქოლგა დაკეცო!
- მართალი ხარ, გავითიშე! მალე მივალთ?
- სად?
- იქ სადაც ჩვენ მივდივართ.
- სად მივდივართ პენელოპა?
- ვიტნეს, რას ამბობ?!
- მე შენ მოგყვები.
- ვის?
- შენ!
- ისევ ხუმრობ ვიტნეს. ამჯერად მწარედ. იქნებ დავბრუნდეთ?! - შეწუხდა პენელოპა. აშკარად ნერვიულობა დაეტყო. განვლილმა ექვსმა წელმა მის თვალწინ კადრებად გაირბინეს.
- ჩემო სიცოცხლე, შვილზე არ გიფიქრიათ? შვილიშვილი მინდა!
- ჯერ ადრეა! ის ორივეს შეგვზღუდავს.
- ასე არ ვფიქრობ. გამახსენდა სადაც მივდივართ...
- მართლა დაგავიწყდა სად მიგყავდი? - ღამე თითქოს სიახლეებით იჟღინთებოდა, ისე როგორც ღრუბელი დედამიწიდან გამოშვებული დაღლილობის ორთქლით. რასაც შემდეგ ოფლად ღვრის.
- ყველაფერი მახსოვს. გულმავიწყი არ ვარ.
- კი მაგრამ... შენ ხომ?!...
- არა. ეს შენ იყავი. შენ დამესხი თავს და დაჟინებით ითხოვდი უკან დაბრუნებას! შემდეგ როგორც იქნა დაწყნარდი და გამიღიმე, ბოდიში მომიხადე. მოვედით!
- ეს რა ადგილია?
- სოლომონის ტაძრის საძირკველი. სწორედ აქ აღდგება ის და დაივანებს...
- ვიტნეს, ეს იარა არასოდეს შემინიშნავს შენს საფეთქელთან. საიდან გაქვს?
- ეს იარა არ არის. ნიშანია.
- რისი?
- ამის თქმა არ შემიძლია!
- რატომ?
- აღთქმა დავდე მის წინაშე.
- ვინ არის ის?
- ახალგაზრდა მამაკაცი ამ ადგილიდან. ის ყველას სტუმარი გახდება.
- გთხოვ, იქნებ დავბრუნდეთ სახლში?
ღამემ გათეთრება მაშინ დაიწყო, როცა აუთვილიჯის გზატკეცილზე მიმავალი ორი ქალბატონი გამოჩნდა. მათ, ყელზე ამაყად მოკეკლუცე ექვს კარატიანი ბრილიანტის თვლები, მზის ახლად ამოწვერილი სხივებით იქსოვდნენ ბრწყინვალებას... მათ სხეულს ლამას ბეწვეული ამშვენებდა. დღემ გაყვითლება იწყო. რიჟრაჟს გაეთამაშნენ ქალბატონები...  მზის საპირისპიროდ ღრუბლები მიმოფანტულა. ცის კიდურებზე ალაგ-ალაგ ჩამოზნეგილა რუხი ღრუბლებიც. მათი ტანდემი თვალში საცემი გახდა ქალბატონებისთვის. წუთით შეჩერდნენ და დაკვირვება არჩიეს თუ როგორ წყვილდებოდნენ ღრუბლები.
- იცი ვიტნეს, რაღაც მინდა გითხრა, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო. ყოველთვის ვფიქრობდი ამაზე და შენზეც. თითქოს გიფრთხილდები. უფრო სწორად შენ სიყვარულს ვუფრთხილდები. თან მეშინია! მეშინია რომ...
- ჩემო გოგონა, მითხარი! ჩვენ სიყვარულს არაფერი ემუქრება.
- მე აღარ ვარ გოგო! ქალი ვარ, რომელსაც ვალდებულებები აწუხებს და პასუხისმგებლობას არ გაურბის.
- მესმის პატარა... მითხარი რა გაწუხებს?
- არ მინდა თქვენ დაგკარგოთ! ეს მარკს ეხება.
- ვის?... - თავი გვერდზე მიაბრუნა ქალბატონმა. თვალები თახუჭა. შემდეგ ისევ პენელოპას შეხედა.
- დიახ! მარკს ეხება.
- დაგიშავა რამე მარკმა?
- არაფერი. ვგრძნობ რომ არ ვუყვარვარ.
- დამიჯერე, გაუვლის... ვიცნობ ჩემს შვილს. ის ჯიუტი და მექალთანეა, მაგრამ ოჯახი უყვარს. გაიხსენე, რომ საქორწინო ხელშეკრულება იცავს თქვენს სიყვარულს.
- სიყვარულს არა ვიტნეს, არამედ ქონებას!
ქალბატონმა ვიტნესმა პენელოპას წელზე მოხვია ხელი და მისი მთრთოლვარე სხეული ჩაიხუტა.
- სულ მთლად კანკალებ... ცდები პენელოპა! მე ხელშეკრულება შევაცვლევინე. ამიტომ მისი და შენი სიყვარული ერთი დიდი მამულის გალავნის შიგნით მოექცა.
- რა მითხარით? - გაკვირვებულმა ჰკითხა ქალბატონ ვიტნესს პენელოპამ.
- ჰო საყვარელო! მთელი მოძრავი და უძრავი ქონება შენია.
ტკბილად მოსაუბრენი ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ ვერხვებით განაშენიანებულ აუთვილიჯისკენ მიმავალ გზატკეცილს. გზას პირი აღმოსავლეთისკენ გაეხსნა და ყოველ აისზე სხივთა კრებულით ითბობდა ზურგს.
მყინვარწვერთა თეთრ სამოსს შორიდან თუ მოჰკრავდა თვალს ადამიანი... მათი მშვიდი, ჩუმი და ცივი სილამაზე გულში დნებოდა. უკან ჩამორჩა ქალაქიდან მომავალი ხმაური. წინ  იშლებოდა აუთვილიჯის“მაამებელი“ სიმშვიდე. მისი განყენებული საიდუმლო, მისტიურ წიაღში,  დროის გაციებულ ისრებად წარმოჩინდებოდა... შიშს იწვევდა სოფელთან მიახლობა. ექვსი წელია რაც პენელოპას, ყოველდღე, ამ საზიზღარი გრძნობის დაოკება უხდება და შიშთან ჭიდილში საბოლოოდ გაიწრთვნა.

***
დაფრთხალი ჩიტი.
გრძელი ღამე.
მეექვსე დღე ფიქრისა...
კლეოპატრა - პენელოპა.
გაცივდა დროში ისრები!

ჩიტი ფრთხილობდა ქალბატონ ვიტნესთან საუბრის შემდეგ. ნახევარზე მეტი გზა უკვე განვლილი ჰქონდათ, როცა ჯერალდი შენიშნეს. მანქანა ტალახში იყო ამოსვრილი.
- მაპატიეთ ქალბატონო ვიტნეს მანქანის გარეცხვა ვერ მოვასწარი. ბატონი მარკი ძალზე ცხარობს. სახლიდან გამომაგდო თქვენს მოსაძებნად. წუხელ სწრაფად ვმოძრაობდი. რაღაც არაამქვეყნიურმა არსებამ წინ გადაურბინა მანქანას და მარჯვენა მხარე თხრილში ჩამივარდა. ვწუხვარ!
- არაუშავს ჯერალდ...
- და კიდევ ქალბატონო, მარკი ორივეს გელით. პენელოპას გარეშე აუთვილიჯში არ დაბრუნდეო. - ოდნავ შეშინებული ჩანდა ჯერალდი. კისრის ძარღვები დაბერვოდა. ეტყობოდა ბრაზი ახრჩობდა. ხელის თითებს საუბრისას დროდადრო ერთმანეთში ხლართავდა. ქუდი მარჯვნივ გადაწეოდა. პენელოპა ახლოს მივიდა და შეუსწორა.
- ჯერალდ, წავიდეთ სახლში!
- დიახ, ქალბატონო პენელოპა! თქვენი „ჰაზბენდი“ ძალიან ცხარობს. იტალიურში გამოჩხირა ინგლისური სიტყვა.
- შენც ცხარობ და ნერვიულობ ჩემო ბატონო!
- რას ამბობთ ქალბატონო! აბა მე ვინა ვარ თქვენთან?! ასე აღარ მომმართოთ!
- ჯერალდი მართალია პენელოპა! - გადაჭრით უთხრა პენელოპას ქალბატონმა ვიტნესმა. სახე გაუცივდა ქალბატონს. მზის ონავარი სხივები აისხლიტა მისმა სარკისებურმა, უმეტყველო სახემ.
- ვიტნეს, ცუდათ ხომ არ ხარ?
- არაფერია, გამივლის. სიბერის ბრალია.
- აბა, შენთან სიბერე რა მოსატანია ვიტნეს. პანგეას პირველ ლედის გაეჯიბრები სიჯანსაღით და სილმაზით.
- შვილო, ნაოჭები გააქრო ეს არ ნიშნავს დნმ-ი გაახალგაზრდაო. მხოლოდ სული რჩება ჩვილი და მიუსაფარი. უძლურება კანქვეშაა, ადვილად იმალება, მაგრამ როგორც კი გრძნობების გაზიარებას იწყებ წამსვე თვალები გაგყიდიან!
- თუ „ბრმაა“ ადამიანი და გრნობები არ გააჩნია?
- მაშინ მასთან არ არის ღმერთი!
- ვიტნეს, შენ ღმერთი ახსენე თან თავი უნებლიედ დახარე?! - პენელობა, ძილის წინ სააბაზანოში ჩუმად ლოცულობდა-ხოლმე. ქალბატონი ვიტნესის ბაგეთაგან არასოდეს გაეგო სიტყვა უფალი წარმოთქმული.
- არც შენგან მსმენია პენელოპა. რაც პანგეას ბინადარნი გავხდით მას შემდეგ...
- ჰო, მართალი ხართ! - მარცხენა ყურის ქვემოთ თმით ჩაბწვნილ ჯვარს ატარებდა, რომელსაც პენელოპა თავისივე გრძელი თმის წყალობით მალავდა.
- ქალბატონებო, მართალია მზე აცხუნებს, მართალია დათბა და მართალია თქვენს საუბარში არ უნდა ჩავერთო, მაგრამ იქნებ ჩსხდეთ მანქანაში და გზაში გაარძელოთ საუბარი. მთლიანად სველი ვარ. ინებ მეც შემიცოდოთ!
- ვიტნეს მართალია ჯერალდი. წავიდეთ. სახლში ძალიან მალე ვიქნებით. აბაზანის მიღება მინდა! არც შენ გამოიყურები სახარბიელოდ. მძიმედ ხარ! თითქოს ლოდები შეგაბეს ეჟვნების მაგივრად, ისე გადაადგილდები.
- წავიდეთ ჯერალდ!
- სიამოვნებით ქალბატონო ვიტნეს, სიამოვნებით.
ისინი მანქანაში ჩასხდნენ. ჯერალდი საჭეს მიუჯდა. ქუდი მოხსნა. გვერდით სავარძელზე მიაგდო. თმები უკან, ხელის გადასმით გაისწორა და თვალები მოიფშვნიტა. ენით კბილები გაისუფთავა. სავარძელში კარგად მოკალათდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაქოქა მანქანა. წინა საქარე მინაზე დამაგრებულ სარკეს დაუწყო სწორება. სარკიდან მოვარდისფრო ლოყები, შინდისფერი ტუჩები და „პანგერონის“ ფირმის ფერადი სათვალე გამოჩნდა. სათვალის მიღმა პენელოპას უმშვენიერესი ნუშისებრი თვალები იმალებოდა. თუმცა სათვალე ჯერალდისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. მორცხვი მამაკაცი გახლდათ ჯერალდი. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ქეიფში ატარებდა. მისი სახლი ქუჩა იყო. საკუთრება არაფერი გააჩნდა. სამსახურის შემდეგ გასართობი მხოლოდ ქუჩა იყო, სადაც გაცილებით კომფორტულად გრძნობდა თავს, მაგრამ უკვე ორი წელია რაც თავისუფალი დრო არ გამოუყენებია და მხოლოდ ქალბატონების მსახურებაში ფლანგავდა მას.
ნიჭიერი ვაჟი გახლდათ ჯერალდი. განათლებული, განსწავლული და შეძლებული ოჯახის შვილი. აუთვილიჯში გადმოსახლებამდე ის ჯერ კიდევ პროტუგალიაში, ქალაქ კიომბრაში  ცხოვრობდა. იქ დაიბადა. მშობლებიც პორტუგალიელები, ძველი კელტების წარმომადგენლები, იყვნენ. მამა მესამე მსოფლი ომში დაიღუპა. დედა ქირურგიულ განყოფილებაში მთავარ ექთნად მუშაობდა. წლების მანძილზე ერთგულად ემსახურა საკუთარი პროფესიით ხალხს, მაგრამ გამოუსწორებელმა შეცდომამ ის იმ გზას გაუყენა, რომელსაც ადამიანი ან თვითონ ირჩევს ან უფალს ანდობს გადაწყვეტილებას. მან ქირურგს შემთხვევით არასტერილური სკალპელი მიაწოდა, რომელიც მას ახალბედა გამოუცდელმა ექთანმა მიაწოდა.  რაც გახდა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი. პაციენტი პრემიერ-მინისტრის მეუღლე იყო.მან განაჩენის პირველ ფორმას მიმართა. სუიციდით დაასრულა ცხოვრება.
პატარა ჯერალდი კიომბროდან ბიძამ ლისაბონში წაიყვანა. ის იზრდებოდა ბიცოლასთან, რომელც სასტიკად მკაცრი და აუტანელი ხასიათით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ პატარა  ჟოზეს უკვირდა (სწორედ ასე ერქვა მას სანამ ქალბატონი ვიტნესი სახელს შეუცვლიდა. ქალბატონ ვიტნეს უჭირდა მისი სახელის წარმოთქმა), თუ რატომ შეიძულა ის... ძალიან მორჩილი იყო. ეს თვისება მას დღემდე შემორჩა. კითხვაზე პასუხი მან დღემდე არ იცის, რადგან ამ და სხვა მიზეზების გამო სახლიდან გაიქცა. პროტუგალია დატოვა და ამერიკაში გაიქცა. ატლანტიკის ოკეანით დააღწია მან თავი ძალადობას და დამცირებას.
- ჯერალდ წავიდეთ! - უთხრა პენელოპამ. ჯერალდმა შენიშნა თუ როგორ ჩაუკრა თვალი პენელოპამ სათვალის მიღმა.
- ახლავე ქალბატონო! - მანქანა დაიძრა.
სახლში მისულებს, სპილენძისგან უბადლოდ შესრულებული ჭედური ხელოვნების ნიმუშიანი და შემდეგ მოოქროვილი კარი ღია დახვდათ. კარი საკმაოდ მძიმე იყო, მას ექვსი სამაგრი იჭერდა. კარს უზარმაზარი ვერანდა ჩრდილავდა. გუმბათ-თაღოვანი სასახლე ამაყად იდგა გაცილებით მომცრო სასახლეებს შორის. ვერანდაზე სხვადასხვა წარმომავლობის მცენარეები თავმომწონედ ირხეოდნენ. ვერანდაზე ექვსი კარი გამოდიოდა. ექვსივე საძინებლის იყო. კარებთან მათ მარკი დახვდა. ჯერალდი მანქანიდან ჩამოვიდა. მან ქალბატონ ვიტნეს გაუღო მანქანის კარი, ხოლო მარკმა მეუღლეს ხელი გაუწოდა და მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა.
- იქნებ მითხრათ, სად იყავით მთელი ღამე?
- მარკ, ის რაც შენ გაწუხებს უსაფუძვლოა. ერთად ვიყავით. რა თქმა უნდა სასტუმროში დავრჩით. ასე ვთქვათ, ექვსი საათით დავემალეთ ერთფეროვნებას. - მიუგო ქალბატონმა ვიტნესმა, შვილს.
- მარკ, ვფიქრობ საგანგაშო არაფერია. დეიდა ვიტნესი მართალია!
- გასაგებია, სახლში შევიდეთ. გარეთ ჯერ კიდევ ცივა. დავისვენოთ. შემდეგ კორტებზე წავიდე პენელოპა. დღეს არაოფიციალური შეხვედრა მაქვს პანგეას ბირთვული ენერგეტიკის მინისტრთან.
- გასაგებია. კვლავ იმ „მანათობელი“ მინისტრის ცოლთან მომიწევს თამაში. - ირონიით ჩაუწოდა სიტყვიერი პასი მეულღეს, პენელოპამ
- მესმის შენი. კიდევ ერთხელ გთხოვ! მას მოსწონს შენთან თამაში.
- იქნებ მე მოვწონვარ? მისი ორიენტაცია ხომ საყოველთაოდ ცნობილია.
- არ გამოვრიცხავ მაგრამ შენ ხომ ჩემი ერთგული ხარ? - მარკმაც ირონიით აიღო ჩაწოდებული სიტყვიერი პასი.
- ბატონო მარკ გჭირდებით? თუ არა წავალ მანქანას დავაყენებ ავტოფარეხში. - ჩუმად და მორცხვად უთხრა კარის კუთხეში მდგომმა ჯერალდმა.
- შენ აქ ხარ? რა თქმა უნდა წადი. არაფერი გესაქმება ჩვენთან!
- უხეშად არ მოექცე ჯერალდს, მარკ, არ იმსახურებს! - გამოესარჩლა ჯერალდს მშვენიერი ქალბატონი.
- შვილებო საუზმის დროა. საუბარი მაგიდასთან გავაგრძელოთ.
- ჯერ აბაზანას მივიღებ დეიდა ვიტნეს. - ასე მიმართავდა ქალბატონ ვიტნესს პენელოპა მარკის თანდასწრებით.
- მე, დავისვენებ სანამ საუზმეს გააწყობენ. - უთხრა მარკს დედამ.
- მე რა ვქნა?
- შენ შეხვედრისთვის მოემზადე. სარკესთან ივარჯიშე. ჰო, მართლა კოსტუმის ნათურებით გაწყობა არ დაგავიწყდეს!
- აუტანელი ხარ!
- შენც!
სახლი არასოდეს იყო ცარიელი. მოსამსახურეები მუდამ ფუსფუსებდნენ. პენელოპა ოვალური კიბის საფეხურეებს აუყვა. ოთახამდე გრძელი დერეფანი ჰქონდა გასავლელი. აქეთ-იქით კედლებზე ცნობილი მხატვარების ნამუშევრები ეკიდა. მარჯვენა კედელზე ვინსენტ ვან გოგის „მზესიმზურები“ და ლეონარდო და ვინჩის „მადონა მღვიმეში“ ეკიდა. მარცხენა კედელზე პიკასოს „გოგონა ბურთზე“ და ფიროსმანის „გლეხის ქალი ვაჟით“. დერეფნის იატაკს გრძელი ხალიჩა ამშვენებდა, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული. მეტად უმძიმდა ხალიჩაზე გავლა, ხსნას პირჯვრის გადაწერაში ეძებდა. აბაზანის კარი შეაღო. ონკანი მოუშვა და ცხელი აბაზანის მისაღებად მზადება დაიწყო. ნიჟარის ზემოთ სარკე ეკიდა, რომელიც ოჯახის მეგობრის საჩუქარი იყო ქალბატონი ვიტნესისადმი.  წვრილი და მსხვილი ხაზები მონაცვლეობდნენ სარკის ჩარჩოზე, პერპენდიკულარს ტეხილები ქმნიდნენ, რომელთა დაქსასულობა მინიმალისტური ხელოვნების გარკვეულ შტრიხებს ტოვებდა. ავტორს „პანგეროს“ თვლებით გაეწყო ღრმულები, რომელთა სინატიფე და თვალისმჭრელობა გულგრილს არ დატოვებდა მნახველს. მჩატე ფერები ბანაობდნენ ხაზებს შორის.
დაორთქლილი მინა ხელისგულით გაწმინდა პენელოპამ. სახე დაეცვარა, ამჯერად მარცხენა ხელისგულით გაწმინდა კვლავ სარკე. გადაეწმინდა სახეც. მშვიდი სახე გამოჩნდა სარკეში. სახეზე  ხელები აიფარა და წარბები გადაიჭიმა. ნიჟარას დაეყრდნო. ცალი ფეხი ჰაერში გამოკიდა. ფეხსაცმელი გაძვრა. დავარდნის ხმამ შეაშინა ის. შეჰკვლა, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. სახლი მეტად დიდი იყო. მეორეც გაიძრო. 
რა ლამაზი ვარ შიშველი!“
გამოჩნდა სიმძაფრე...
ვნება აერია და დაეშალა.
ჩქეფს სურვილთა მოძალება.
ტანზე გვირილები გამოეფინა. ფურცლებს წიწკნა დაუწყო. თითო-თითოდ იყრებოდა ფეხებთან. მხოლოდ გულები დარჩა დაუგლეჯელი. ვარდისფურცლობის ჟამი დაუდგა გონებას. მყიფე ფიქრებში შეიტყუა სარკემ. მშვიდი სახე, შეშლილმა შეცვალა. ტანზე ამოწვერილ სურვილებს ვერაფერი დამართა... განდევნის წყურვილით შეპყრობილმა ნიჟარიდან ტანის ლოსიონი აიღო, რომელსაც შროშანის სურნელი ჰქონდა, თავი მოხსნა და  ტანზე გადაივლო. ტანის ბზინვარებამ დაამშვიდა... შეტრიალდა. კიდევ ერთხელ შეავლლო თვალი საკუთარ სხეულს.
კვლავ აღფრთოვანდა!
ცხელი წყლით სავსე აბაზანაში ჩაწვა.
სული დაფიქრდა!

***
(პირველი ნაწილის დასასრული)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები