| ავტორი: მარიოტა ჟანრი: პოეზია 9 მაისი, 2013 |
დაგჩემდა ცრემლი და სატირალი, გზაზე მოლაყბე ყბები გელიან. არ გაგიკვირდეს გასაკვირალი, შური ჭორივით ძველზე ძველია.
ნუ გაექცევი ჭირს და ვაიმეს, სევდის მინდორზე მაინც დათბება. დაგაბრალებენ ისეთ რაიმეს, რომ გიჟად ყოფნა მოგენატრება.
ტკივილმომყვანი დღეთა ძეგლები მაინც ჩაყლაპა ლეთას მდინარემ. ინანებ, ბედს თუ არ გაეცლები, გაეცლები და...მაინც ინანებ.
ჯერ გადარჩენა როგორ გახარო, მომკლა იმედმა გრძელი "მერე"-თი. დაითოვლება მალე სამყარო ამდენი მწარე სისულელეთი.
სიკვდილით ხსნაში რაა ხეირი, ეს ნაცნობი გზაც გაცვდა ძირძველი. ქაჯებმა მაშინ ნახონ სეირი, ბოლომდე თმენა თუ შეიძელი.
ტანჯვაში მოსკდა გრძნობა იმხელა, წაილეკება ფიქრის ტყე-ტევრი. ცაზე ფარფატებს სევდის სიმღერა, სულის ყველაზე დიდი შედევრი.
ურჩი არ უყვართ ნეტარ გადიებს, შლეგს უნდობარად უმზერს უფალი. ცხოვრება მაინც არ გაპატიებს, ყველა ტკივილი თუ დაუფალი.
ბედისწერას ვინ დაემალება, ეშმას ბორბალი ტრიალებს ნელი. ლექსის კოცონზე წვა და წვალება ნეტარებაა აუტანელი.
სიკვდილი მზეზე ცეკვავს ამაყად, ნათელს იმედი ნელა უქრება. ეს მერამდენედ გული ამაღამ, ნერვების ხევში ჩაიჩუმქრება.
ყველა წასული წყვდიადში გაქრა, წაუსვლელებიც რიგში არიან. მწამს მოტირალის ტირილი, მაგრამ... ნეტა, სიხარულს რა უხარია?
1999
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. აი ესაა მაგარი ლექსი ადრესატიც საუკეთესო აი ესაა მაგარი ლექსი ადრესატიც საუკეთესო
4. სიკვდილით ხსნაში რაა ხეირი ეს ნაცნობი გზაც გაცვდა ძირძველი. ქაჯებმა მაშინ ნახონ სეირი, ბოლომდე თმენა თუ შეიძელი. რა ღვთისნიერი ნუგეშია...:-* მომეწონა ,მშვენიერი მიძღვნაა...5 ადრესატის ლექსებიც მომწომდა მახსოვს...აქ დებდა ხოლმე.. სიკვდილით ხსნაში რაა ხეირი ეს ნაცნობი გზაც გაცვდა ძირძველი. ქაჯებმა მაშინ ნახონ სეირი, ბოლომდე თმენა თუ შეიძელი. რა ღვთისნიერი ნუგეშია...:-* მომეწონა ,მშვენიერი მიძღვნაა...5 ადრესატის ლექსებიც მომწომდა მახსოვს...აქ დებდა ხოლმე..
2. კარგი პოეტები ზღვისპირეთიდან. კარგი პოეტები ზღვისპირეთიდან.
1. ლამაზი ადამიანის მიძღვნა ლამაზი ადამიანისადმი... ლამაზი ადამიანის მიძღვნა ლამაზი ადამიანისადმი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|