ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სეხნო
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2013


ბედნიერება

ბედნიერება მოვიცვი ქურქად,
მე სიმშვიდისთვის ბუხარს ავანთებ,
სიტყვებს გაგითლი, უფრო ჭარბ სუნთქვას
და როგორ მიყვარს იმას განახებ.

საათი ისევ დაკარგავს მიზანს,
ოთახში ნივთებს გრძნობა ჩააქრობს,
აღარ ექნება აზრი ქვეყანას,
არც სიყვარულზე რაღაც ნაამბობს.

მიყვარხარ ძლიერ, გრძნეულ ხელებში,
შენ მძაფრ თვალებში, შენს ყელის სმაში,
შენს მკვდარი ატმის ნოტების ფერში
და მგრძნობიარე, მგზნებარე ხმაში.

მე ხომ მგონია, რომ ასე მხოლოდ,
მე შევიყვარე ვისაც უყვარდა,
მაგრამ ამ გრძნობით დანამდვილებით
ვიცი მე მივალ ბოლოს უფალთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები