ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2013


რკინიგზა

ეს ცხოვრება რკინიგზაა,
დღეებია სადგურები,
"ა" პუნქტიდან - "ბე" პუნქტამდე,
ხან ვხარობ, ხან ვნადგურდები.

ჩემი ბარგი სიკეთეა
და თუ არ მეტევა გულში,
შემნახველი საკნები მაქვს
ყველა რკინიგზის სადგურში.

"კუპეში" ვერ ვიტან ჯდომას,
მას "პლაცკარტი" მირჩევნია,
ამიტომაც თანამგზავრი
მე არასდროს მიძებნია.

ზოგჯერ ვმგზავრობ უბილეთოდ
თუა აუცილებელი
და არ ვდარდობ, რომ წამასწრებს
ბოროტი გამცილებელი,

რადგან ვიცი, რომ ჯარიმას
გადავიხდი თუ ვერ ფულით,
მაშინ იმით, რაც შემნახველ
საკნებში მაქვს შენახული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები