ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2013


უფორმო ორიგამი

მწყურია ქროლვა და ამიტომ ქარის მშურს...
მინდა, რომ ვისწავლო გაფრენა სხვა ცამდე...
ყოველღამ გავურბი ღამეულ ჩამი-ჩუმს,
რომელიც სულ სცდილობს, ზედ გულზე დამადგეს.

ღამე კვლავ ქვითინებს გახსნილი ონკანით
და წვეთ-წვეთ ალაგებს მთელი დღის საფიქრალს...
გუშინაც... ძილისწინ, სიბნელე მოვკალი,
ნათელი კი, მაინც არაფრით არ იქნა...

საბანი სხეულზე ქამრად მაქვს - შაჰიდის:
ვიფეთქებ – ყოველლღამ თავს ვაკლავ კოშმარებს.
დილით კი, ვარ, უფრო მწუხარე რაინდი,
რომელსაც ულაყი, სიზმარში მოპარეს...

მივმართავ ისევე უფორმო ორიგამს,
იქნებ და ვისწავლო მტრედის ქმნა მანამდე...
ახლა კი, წავალ და იმ ბოლო მოჰიკანს,
ჩემს კუთვნილ როსინანტს, უკანვე წავართმევ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები