და შენ რა იცი რა გემო აქვს სილაში თამაშს .. თვალებში ამოსმული ქვიშიანი ხელებით და ტალახით დასვრილი შარვლით სახლში შეპარვას.. ჩუმად, ცივი წყლით დაბანილი ფეხების გაუმშრალებლად "ჩუსტიკებში" ჩაწყობას ..
ეზოში ქვიშის კოშკების აგებას და გამუდმებით ძახილს:
"-პასკა , პასკა გამოცხვი.. თუ არ გამოცხვები , დედა მოგიკვდება."
და უფრო მეტიც.. წრეში ბურთის თამაში და "ხაჭაპურების გამოცხობა" ხომ ერთ სიამოვნებად ღირს..
"-პაჟრია, პაჟარიაა"-ს ძახილით გამოვარდნა სამალავიდან კიდევ ერთი სანახაობაა.
და შენ რა ? ერთხელ მაინც გითქვამს გადაფურთხების წინ "მოჟნა" ?..
შენ არაფერიც არ იცი.. ან უკვე დაგავიწყდა ქვიშის გვირაბებში , როგორ დაგყავდა პაწაწუნა მანქანები .
სამთვალა ველოსიპედზე მიმაგრებულ საბარგულს, როგორ ავსებდი ყვავილებით , ბალახებით და როგორ მიგქონდა "დედისთვის", მას , რომ საჭმელი გაეკეთებინა ბავშვებისთვის . ესეც "ვითომ , ვითომ"..
არც ის გახსოვს ალბათ, როგორი სისწრაფით იჭმევა მწვანილებიან-ხახვებიანი სუპი, მაშინ როდესაც ეზოში ბავშვები გელოდებიან "ათობანას" სათამაშოდ...
იცით რა ბედნიერებაა ქუჩაში ნაპოვნი ათ თეთრიანი , დურად გაყოფილი ხუთ-ხუთ თეთრად და ამ ფულით საღეჭი რეზინების ყიდვა..
იცი რა ბედნიერებაა, შენს კარებთან აყუდებული ბავშვების ნახვა და მათი სიტყვების მოსმენა : "ლია დეიდა , ანას გამოუშვებთ ეზოში?.. " და დედის "კი" ხომ ერთ დიდ აურზაურს და ღრიანცელს ქმნიდა..
შენ რა იცი რა არის , როცა ეზოდან ამოსვლა არ გსრუს და ყელგამოწეული იხვეწები:" გეხვეწები , ცოტა ხანიც რაა.." მერე გაბუსხული კიბეებზე ასვლა სახლისაკენ. უგემრიელესი კარტოფილის შეხრამუნება (ისიც მხოლოდ "კრახუნების") და აფუმფულებულ ბალიშში ჩამხობა.. მერე ხვდები , როგორ დაღლილხარ.. იხსენებ ყოველივე მომხდარს, გეგმავ ხვალინდელ დღეს და ამ ფიქრებში გეძინება, ცხვრების დაუთვლელად...
შენ კი არ იცი რა გემო აქვს სილაში თამაშს და მუდამ მსაყვედურობ ასაკის გამო..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არის კარგი! არის კარგი!
3. :) ეჰ, ბავშვობის ზღაპარო....... :) ეჰ, ბავშვობის ზღაპარო.......
2. : )) ტკბილზე ტკბილი და თბილი :) : )) ტკბილზე ტკბილი და თბილი :)
1. რა ტკბილია ბავშვობა)** თბილად გამეღიმა) ++++ რა ტკბილია ბავშვობა)** თბილად გამეღიმა) ++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|