ისე რა – მიყვარდი, გიყვარდი – ისე რა... არ იყო ჩვენს შორის რაიმე საბაბი, რომელიც სიმძაფრეს, სიყვარულს მისცემდა: გაქარვდი და ჩუმად... და ჩუმად გავქარვდი...
ასეა მუდმივად, მუდმივად ასეა... სხვადასხვა საბაბის გვიჭირავს ალიბი, რომ გული (მართლაც და) არაფრით სავსეა: განივთდი ჩემთვის და შენთვისაც გავნივთდი...
რაც იყო – იყო რა... იყო რა – რაც იყო... ერთ სანთლად (ნამდვილად!) ღირდა ეს სპექტაკლი. ახლიდან? – არა ღირს! ან რაღად დავიწყოთ?.. შენ ჩაქრი – ჩემს ცაზე, შენს ცაზე – მე ჩავქრი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|