ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დემნა ხორ
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2013


" ის "

I თავი

- ფჰჰ ... როგორ  დავიღალე...  აუ  როგორ  დავიღალე!რა ... ?! რაა ... ?! ფუ ... რა სუნია,ფუჰჰ... ! ა, მოიც, ხო, ფუ შენი! 5 თვე რო არ დაიბან აბა რა გეგონა, იასამნის  სურნელს  გამოაფრქვევდი?! ო, აბა კი ბიჭო!!! რამდენი ხანი უნდა ვათრიო ეს რაღაცა არავინ მეტყვის?!  ა, ჰ, არავინ? კაი...
მოდი, მპუა ,მპუა, მოდი აქ ,ფჰიუ, ფჰიუ ,ვსიუ, ცუგა, მოდი  გენაცვალე, შენ შემოგევლე  ორყურება  ცუგა. მოდი  მოგეფერო  მოდი... რა კაი ვინმე ხარ, როგორ  მიყვარხართ, როცა  პატარები  ხართ, საყვარლები, და არაფერს  მთხოვთ  მაჭამეო მოფერების  სანაცვლოდ, იმიტო რო ფაფუ, არაფერი მაქვს  შენთვის  ფაფუუ... ჰაჰააააჰაააა... არ  მიწყინო  ჩემო  ცუგი არა, არა ცუდს მართლა  არაფერს  გიზამ, მართლა. წამო ჩემთან ერთად და ვიაროოოოთ,ვიაროოოთ... მარა სად  ... სად და აქ პორტის ბუნკერებს შორის,ისეთი ხედებია კაცი სხვას რას ინატრებს,არა?!აბა შენ რა გეგონა,ყურები,რომ დამიცქვიტე,რა იქ კი არ წაგიყვან.....!ეუფფფფ...შანსი არაა,იქ მე შენ არ წაგიყვან,შანსი არაა-მეთქი.დაყაბულდი ამას რაც გაქ და სადაც ხარ!!!ის ჯერ ადრეა კაცო,თან იქამდე რა მიმიყვანს,იმსიშორეა.ჯერ მოიცა კაცო,ვიყოთ აქ და მერე ალბათ,მეერეეე ალბაათ...წავალთ.ე, ე, მოიცა სად გარბიხარ კაცო,ჯერ არა-მეთქი ვაა ... ! დაიმსახურე?! აბა მითხარი დაიმსახურეე...?! აარაააა! ხოდა როგორც  აყრილი გქონდა ეგ ყურები ისევე აყარე და ნუ გაქ ეგეთი სახე,თორე ჩამოგეწვეთა,მე კიდე სად მაქ იმდენი ტაშტი,რო შენს გამდნარ სახეს შევუშვირო,აბა აეხლაა!!!ჰჰოო ... კაია, ჰაჰააააჰა!ნუ გეშინია არ გიყვირი.ჰა,ზედმეტიც ნუ მოგივა,გაწიე ენა ... !

II თავი

  ჩემს სახელს არ გეტყვი და არც შენი მითხრა,არც მაინტერესებს,არ მიწყინო! მე შენ გეძახი ცუგას,შენ კიდე ... შეენ კიდეე ... ?!ისე რაა ... შენ როგორც იცი ხოლმე,ხო კაი ასე: „ ვაფფ,ვააფ“,ჰაჰააჰა!ნუ დამცინი,თორე...
  ისე,აი ეს ბოლო დღეებია და არ მინდა ისევ ეს რაღაც ვათრიო აქეთ-იქით ხოლმე,თან ისეთი მძიმეა.გასამრჯელო,ნუ იტყვი,ოქრო-ვარდებით შემკული კალათით მართმევენ ხოლმე ყოველ თვე,ო აბა კი.
შენ?შენ?უმკლავდები?ჰაჰააჰაჰა,ოხ ეს შენი თვალები...რამდენი სიკეთე მოდის,მართლა ეგეთი ხარ?გიყურებ და მოდის,მოდის სიკეთის უწყვეტი ნაკადულები და მათი ნაკვალევი ისეთ არაბუნებრიობას უჩენს შენს სახეს,შენ ალბათ არც კი წარმოგიდგენია,იმიტომ,რომ  შენ ვერ ხედავ,მაგრამ წარმომიდგენია რას გრძნობ...!ჩემო ცუგა,ჩემო ცუგა.მოდი აქ,მოდი,ჩაგიხუტო,შენი ტილებით მე ნაღდად ვერ შემაშინებ,ისე აქეთ მიფრთხილდე ჯობს,ჰაჰააჰაა!
ადე,წამო რაღაც უნდა გაჩვენო!ნუ გეზარება,დასაზარი რაღაა...?ადე,ადეე.
  ფრთხილად ჩამოდი,კლდეებია და ფეხი არ დაგიცდეს,რთულია ეს ბილიკი.გვერდებზეც იყურე ძალიან ვიწროა.იმათი ნუ შეგეშინდება,ერთი თავიანთი გაფრთხიალ-გასრიალებით თუ შეგაშინებენ,არადა პირიქით,იმათ ეშინიათ შენი.მე მომყევი.ცოტა ქვემოთ რომ ჩავალთ გვირაბია.მოდი,მოდი.აქ ხარ?მოდი მოგკიდო ხელი.წამო,წამო.აი,აი სინათლეც გამოჩნდა,აი,თანდათან სულ უფრო კარგად ჩნდება.აი გასასვლელიც.უჰჰ როგორი მზე ყოფილა.გამოიხედე აქეთ,ჰაჰაა!ხომ გითხარი ღირს ამის ნახვა-თქო.კი,კი ცუგა,მიმიხვდი,ეს ზუსტად ის ადგილია,სადაც შენ გინდოდა წასვლა.როცა დაგინახე,შენში რაღაც განსხვავებული ამოვიკითხე,სწორედ ამიტომ დაგიახლოვდი,და თან მერე აქ წამოსვლა,რომ მთხოვე,გადავწყვიტე ჩვენი მეგობრობა უფრო გამემტკიცებინა.მიგიხვდი მეგობარო ამ ადგილის ნახვის წადილს და ამ ბოლო ჟამებში გადავწყვიტე შენთვის სურვილი ამესრულებინა.ახლობლებს ხომ იმით უფრო გაახარებენ,რაც მათთვის უფრო ძვირფასია,თუნდაც წვრილმანი რამ იყოს.მაგრამ იცი რაა ... ?! ამას წვრილმანს მართლა ვერ უწოდებ.გეტყვი ერთ რამეს.ღრმა ბავშვობიდან ვოცნებობდი მეპოვა ისეთი ადგილი,რომელიც მხოლოდ მე მეცოდინებოდა და მეპოვა ის,ვინც ერთგულების და სამუდამო მეგობრობის ფიცსს დადებდა ჩემთან,აი ამ უშრობელ,ფირუზისფერ გუბეში.დამშვიდდი,დამშვიდდი,ჰაჰაჰააჰაააა!ნუ ღელავ,ჩვენ უკვე დავდეთ მეგობრობისა და ერთგულების ფიცი,ამოიღე თათი გუბიდან,ჰაჰააჰა!ვერ შეამჩნიე?!ჰაჰაა!
უყურე ჩემო მეგობარო რა უდიდესი მშვენიერების მატარებელია ეს ზღვა,ცა,მიწა.აქ არ არსებობს ის,რაც შენ ამ კლდის იქით დატოვე.
წამო,უკვე ღამდება,ჩვენ კი ჩვენს სახლში უნდა დავბრუნდეთ,ჩვენს ბუნკერთან.

III თავი

ერთი პერიოდი ვფიქრობდი გავგიჟდები-თქო,აქაურობა იმდენად გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის,რომ მალე ერთს ისე მაგრად დავიყვირებდი,რომ შეურაცხადად შემრაცხავდნენ,მაგრამ არა,მე ჯერ არ მინდა ეგ და ალბათ არც აღარასოდეს მომინდება.როდესაც მე ის ვნახე,ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა,მთლიანად.ვიცი,რომ მიხვდი.ჩემს სიხარულს,ჩემს სიყვარულს,აღტაცებას,ბედნიერებას საზღვრები წაეშალა,გაუქრა.ფრთები შეისხეს და გაფრინდნენ და გაფრინდნენ ისე,რომ თავიანთი პატრონიც თან გაიყოლეს.მე კი ახლა დავფრინავ,დავფრინავ უკიდეგანო ცათა სივრცეში,საიდანაც ყველაფერი მოჩანს,ის კი ვერცხლთა შორის,მზისსხივ მოდგმულ ალმასივით ბრწყინავს.წამო,შენც გამოფრინდი ცუგი და დაინახე რა არის ის და რა არის ყველაფერი.უერთმანეთოდ ისინი ერთ პატარა სიხარულის ბურძგლსაც არ აუტოკებს არავის.
დილის ნამმა გამოაღვიძა ცუგი.სწრაფად წამოდგა,ყურები დაცქვიტა და ყნოსვა დაიწყო.ახალმა გაღვიძებულმა სიომაც სულ ახალი,სიცოცხლით სავსე ჰაერი მოუტანა მას.დილის მზემ სიოს ოდნავ ცივი ჰაერი შეათბო და ცუგის კეთილ სახეზე სითბო დააფინა.ვერხვისა და ტირიფის დიდრონი ხეები უხასიათოდ შრიალებდნენ.ქარიც ერთ მხარეს ახრევინებდა ტოტებს,თითქოს რაღაცის ჩვენებას ლამობენო.ცუგიც მიუხვდა და გაუყვა მათ მიერ ნაჩვენებ გზას.ქარმა ქროლვას უმატა,ცაზე აქა-იქ,ნაგლეჯებად დაცურავდნენ ღრუბლები,თითქოს ქარმა შეკრებისკენ მოუწოდა მათ და ერთ დიდ მოქუფრულ ღრუბლად გადააქცია,მზეც მიიმალა მის უკან.ცოტა გზა რომ გაიარა ცუგიმ,ზღვის შრიალიც შემოესმა.მის თვალებში და სახეზე სიკეთის ნაკადულების ნაცვლად,სევდიანი ცრემლები იკრებდნენ ძალას.მიუახლოვდა კლდის ნაპირს თუ არა,ცუგიმ უმალვე იცნო „ის“. ალმასი ნახშირს დამსგავსებოდა.იქვე შორიახლოს,თითქოს ნადავლი დაუჭერიაო და კლდის ძირას მიუგდიაო,რაღაც ეგდო.ცუგი სწრაფად მივიდა იმ ადგილთან და მის სახეზე ცრემლებმა იფეთქეს,სიკეთის ნაკადულების ნაცვლად,სევდიანი ცრემლების მდინარენი წამოუვიდა.მოხუცი მეგობარი დრო-ჟამს წაეყვანა.მოქუფრულმა ღრუბლებმა ჯერ პატარა წინწკლები,შემდეგ კი თავსხმა წვიმა წამოუშვა,ქარი აგრძელებდა ქროლვას,ვერხვები და ტირიფები შრიალს უმატებდნენ,ზღვა კი ტალღებს აზვირთებდა.5 წელი შეუსრულდა მათ მეგობრობას,ისინი დღეებს ითვლიდნენ,ვეღარ გაუძლო ერთგულის გულმა ერთგულის სიკვდილს და დაეცა ზემოდან მეგობარს,როგორც ერთი წაბლიანი დედის სხეული დაეცა თავისი შვილის სხეულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები