ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2013


მივიწყებული ხმა

*

გაგიკვირდებათ, მაგრამ ახლა
ჩემი ოთახის ზემოთ,
უცხო მშობელი ,რაკუნით არწევს  აკვანს...

ასე მგონია, ჩემს ბავშვობას გამოეღვიძა
და დედაჩემი, უძილო სახით დამყურებს ახლაც.


*

ჩემი სამოსი სუფთაა, ხელები კი დასვრილი,
მეაბორტე ექიმს,- იქამდე ვგავარ,-  ხელებს  სისხლიანს,
სანამ რუდუნებით შეაწმენდს ხალათს...

და მერე, პილატეს გულგრილობით,  თითებს განიბანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები