ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა პაპოშვილი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2013


ისე ფეხაკრებით ვივლი

ისე ფეხაკრებით ვივლი ,
როგორც წვიმის წვეთი ქარში,
სიოს გამოვყვები მგზავრად
ფოთლის ცვარად დავემხობი ყვავილს..

ისე ფეხაკრეფით ვივლი ,
ისე შეუმჩნევლად წავალ,
რომ ვერ დამინახავს ხალხი,
ვერც მე ვიცნობ საკუთარ თავს ალბათ.

გავიქცევი , გავჩერდები , ვივლი..
დავეწევი , ჩამოვრჩები დროსაც.
დღეს ევა ვარ , ადამისა მოდგმის,
ხვალ ვინ იცის თუ საიდან მოვალ..


ისე ჩუმად, ისე წყნარად მივქრი..
ვიცი სწრაფად დამივიწყებს ხალხიც,
არ დავრჩები,ფეხაკრეფით ვივლი,
როგორც სიოს გაყოლილი მგზავრი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები